დღეს კიდევ ერთხელ დავასაფლავე... შეიშველ იატაკზე ჩუმად ისმოდა ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა. წვიმაში ირეკლებოდნენ ჩამოცვენილი ფოთლები.. დაღამებულ შემოდგომაში უპატრონოდ დახეტიალობდნენ ძუკნა ძაღლები...
აწმყოც დადგება... პირს დაიბანს სისხლიანი ხელებით... გარეთ გამოვედი. უაზროდ მივდივარ სადღაც.. დამყვება გრძნობა, რომ მე შეუმჩნეველი ვარ და უფრო ვმშვიდდები. წარმოვიდგენ, რომ მე ვერავინ მხედავს, რომ არავისთვის ვარსებობ და ვცდილობ ადვილად გადავიტანო იმწამიერი ცხოვრება...
ხანდახან, ან თითქმის სულ, ავიწყდებათ, რომ მეც ქალი ვარ.. მეტს მოითხოვენ ჩემგან... და მეც ვაკეთებ.. ან ვცდილობ გავაკეთო... ხანდახან, მგონია, რომ საკუთარი ცხოვრება არ გამაჩნია, ხანდახან საკუთარი თავისთვისაც უჩინარი ვხდები... ვფიქრობ - დავნებდე?..
თავში მიტრიალებს იგივე მელოდია, სიტყვები, ემოცია.. იძულებით ვაქრობ ფიქრიდან და მერე ისევ თავიდან.. დამთავრდება მხოლოდ ჩემთან ერთად, როცა ჩამოვარდება კედელზე მიხატული უკანასკნელი ფოტოლიც... დრო წაიღებს ჩემს მოგონებას, ჩემს მუსიკას (რომელიც არ მაქვს), ჩემს ლექსებს (რომლებიც არ ჩანს), ჩემს ოცნებას (რომელიც აღარ მაქვს)... სამწუხაროა... ბროწეულის ყვავილიც დაენანება ჩემთვის ბუნებას....
და მაინც... ხანდახან მინდა დავიჯერო, რომ მეც ქალი ვარ სულ სრულყოფილი (ან იქნებ ბაკლით?) ოღონდაც... ისევ გავქრები, დავემალები საკუთარ გრძნობებს...
მე არ მივტირი წარსულ სიყვარულს ანდა გარდაცვლილ მამას. მე მენანება ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა, ქალობის ხანა... ხანდახან, მინდა ვინმემ გამიგოს, დავრჩე ყოველთვის ჩემთან. მინდა, რომ ვიყო სუსტი არსება, არავინ არაფერს მოითხოვდეს ჩემგან...
თავიდან ამოვიგდებ დაკრულ მელოდიას, ფურცელზე გადავწერ ლექსს.. არ ველი ვინმესგან უბრალო სიყვარულს, ისევ გავქრები და წარმოვიდგენ, რომ არ ვარსებობ...
მე შევცვლი სამყაროს?
ხანდახან... მეც ხომ ქალი ვარ....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ჩემთვის ნაცნობი გულახდილი მონოლოგია, რომელიც ძალიან მომეწონააა :) ჩემთვის ნაცნობი გულახდილი მონოლოგია, რომელიც ძალიან მომეწონააა :)
20. მომეჩემა :) მომეჩემა :)
19. ნაცნობი მელოდიაა...:) კარგია! ნაცნობი მელოდიაა...:) კარგია!
18. ქალის სისუსტეც და ძლიერებაც მის ქალობაშია,გვანც....:-*არ მოიწყინოოო ქალის სისუსტეც და ძლიერებაც მის ქალობაშია,გვანც....:-*არ მოიწყინოოო
16. ნაღვლიანი ... მშვიდი ... გულწრფელი ... :)
ლამაზი პროზაა :) ნაღვლიანი ... მშვიდი ... გულწრფელი ... :)
ლამაზი პროზაა :)
14. ხანდახან, ან თითქმის სულ, ავიწყდებათ, რომ მეც ქალი ვარ.. მეტს მოითხოვენ ჩემგან... და მეც ვაკეთებ.. ან ვცდილობ გავაკეთო... ხანდახან, მგონია, რომ საკუთარი ცხოვრება არ გამაჩნია, ხანდახან საკუთარი თავისთვისაც უჩინარი ვხდები... ხანდახან, ან თითქმის სულ, ავიწყდებათ, რომ მეც ქალი ვარ.. მეტს მოითხოვენ ჩემგან... და მეც ვაკეთებ.. ან ვცდილობ გავაკეთო... ხანდახან, მგონია, რომ საკუთარი ცხოვრება არ გამაჩნია, ხანდახან საკუთარი თავისთვისაც უჩინარი ვხდები...
13. გამარჯობატ. როგორ ჰარტ? ჰო რა ვიცი ეგრეც ხდება ხოლმე ცხოვრებასი. უბრალოდ მინდოდა რო ვიინმეს წაეკიტჰა და აქ დავდე იმავე სატაურიტ მადლობა ყველას : ) გამარჯობატ. როგორ ჰარტ? ჰო რა ვიცი ეგრეც ხდება ხოლმე ცხოვრებასი. უბრალოდ მინდოდა რო ვიინმეს წაეკიტჰა და აქ დავდე იმავე სატაურიტ მადლობა ყველას : )
12. ჭაო, სულაც არ მეტიჩრობ! აი, ნაწყვეტი ჩემი რომანიდან:
და აი, ერთ მშვენიერ დღეს ასეთი შეგონება მიიღო ღვთისგან: "სიყვარული, სიძულვილი, ლოცვა და წყევლა, ოთხივე „ბუმერანგია”, უზუსტესად გათვლილი! დალოცე ირგვლივ ყოველი, თუ გინდა დალოცვილი იყო! ნუ დაწყევლი ნურავის, თუ არ გინდა დაწყევლილმა იარო! გიყვარდეს ირგვლივ ყოველი, თუ გინდა უყვარდე ყველას! რასაცა გასცემ, - შენია! რასაც გასცემ, ის არის შენი მხოლოდ! სიყვარული სულს არგუნე და არა სხეულს! სული მრავალ სიყვარულს იტევს და რაც მეტია სიყვარული, მით უფრო ბრწყინავს იგი! სხეულს პირიქით ემართება! რაც უფრო მეტი უყვარს, მით უფრო კი არ ივსება, არამედ იცლება! „ცარიელი სხეული” კი არავის უყვარს! ამიტომ, გიყვარდეს სულით და არა სხეულით!"
უბრალოდ, მომინდა, აქ დამედო! ჭაო, სულაც არ მეტიჩრობ! აი, ნაწყვეტი ჩემი რომანიდან:
და აი, ერთ მშვენიერ დღეს ასეთი შეგონება მიიღო ღვთისგან: "სიყვარული, სიძულვილი, ლოცვა და წყევლა, ოთხივე „ბუმერანგია”, უზუსტესად გათვლილი! დალოცე ირგვლივ ყოველი, თუ გინდა დალოცვილი იყო! ნუ დაწყევლი ნურავის, თუ არ გინდა დაწყევლილმა იარო! გიყვარდეს ირგვლივ ყოველი, თუ გინდა უყვარდე ყველას! რასაცა გასცემ, - შენია! რასაც გასცემ, ის არის შენი მხოლოდ! სიყვარული სულს არგუნე და არა სხეულს! სული მრავალ სიყვარულს იტევს და რაც მეტია სიყვარული, მით უფრო ბრწყინავს იგი! სხეულს პირიქით ემართება! რაც უფრო მეტი უყვარს, მით უფრო კი არ ივსება, არამედ იცლება! „ცარიელი სხეული” კი არავის უყვარს! ამიტომ, გიყვარდეს სულით და არა სხეულით!"
უბრალოდ, მომინდა, აქ დამედო!
11. რატომ ხარ ასე სევდიანი, გვანც? ვიდრე გაგიცნობდი, სულ სხვანაირი მეგონე... და ახლა, როცა ვიცი, რა სიფრიფანა და ლამაზი გოგო ხარ, რატომ უნდა გტანჯავდეს მსგავსი ფიქრები? წერა რომ შეგიძლია, ამაზე არაფერს ვამბობ, - შენი შინაგანი ბუნები რატოა ასე დათრგუნული-მეთქი?!... 5
რატომ ხარ ასე სევდიანი, გვანც? ვიდრე გაგიცნობდი, სულ სხვანაირი მეგონე... და ახლა, როცა ვიცი, რა სიფრიფანა და ლამაზი გოგო ხარ, რატომ უნდა გტანჯავდეს მსგავსი ფიქრები? წერა რომ შეგიძლია, ამაზე არაფერს ვამბობ, - შენი შინაგანი ბუნები რატოა ასე დათრგუნული-მეთქი?!... 5
10. გვანსტულა მოგიკითხე სევდიანო...! ნაწერიც მომეწონა...
უკეთესებსაც დაწერ, თუ იმაზე იფიქრებ , შენ რამდენის გაცემა შეგიძლია, და არა იმაზე რამდენი გინდა, რომ მიიღო სამყაროსგან თუ ადამიანებისგან... ბუმერანგივით არის, რამდენსაც გაიმეტებ და გასცემ, უკან გიბრუნდება...(ვიცი, რომ ვმეტიჩრობ, მაგრამ კაია ამაზე თუ ვიფიქრებთ ყველა...) გვანსტულა მოგიკითხე სევდიანო...! ნაწერიც მომეწონა...
უკეთესებსაც დაწერ, თუ იმაზე იფიქრებ , შენ რამდენის გაცემა შეგიძლია, და არა იმაზე რამდენი გინდა, რომ მიიღო სამყაროსგან თუ ადამიანებისგან... ბუმერანგივით არის, რამდენსაც გაიმეტებ და გასცემ, უკან გიბრუნდება...(ვიცი, რომ ვმეტიჩრობ, მაგრამ კაია ამაზე თუ ვიფიქრებთ ყველა...)
9. ძალიან მომეწონა უნიჭიერესი ადამიანის ნააზრევი! ძალიან მომეწონა უნიჭიერესი ადამიანის ნააზრევი!
8. შესამჩნევად გაიზარდე და მიხარია ძალიან! :) შესამჩნევად გაიზარდე და მიხარია ძალიან! :)
7. შემოქმედი სული_აი ეს მასალა გაქვს შედევრისთვის... ეს ძალიან ბევრია სამყაროს შესაცვლელად და არც თუ ისე ცოტა სამყაროს შესაქმნელად... შექმენი სამყარო, სახელად გვანტსულა და ჩვენც გაგვიზიარე :) შემოქმედი სული_აი ეს მასალა გაქვს შედევრისთვის... ეს ძალიან ბევრია სამყაროს შესაცვლელად და არც თუ ისე ცოტა სამყაროს შესაქმნელად... შექმენი სამყარო, სახელად გვანტსულა და ჩვენც გაგვიზიარე :)
6. ბრავოოოოოოო:555555 ბრავოოოოოოო:555555
5. შენ ისე ღრმა ხარ ჩემო კარგო, ჩათვალე რომ შეცვლი, აუცილებლად შეცვლი, :):):):) შენ ისე ღრმა ხარ ჩემო კარგო, ჩათვალე რომ შეცვლი, აუცილებლად შეცვლი, :):):):)
4. ნუ ნაღვლიანობ!!! ნუ ნაღვლიანობ!!!
3. მიყვარს შენი გულწრფელობა და პროტესტი:) მიყვარს შენი გულწრფელობა და პროტესტი:)
2. ემოციურია ძალიან :-* ემოციურია ძალიან :-*
1. შეცვლი გვანციოლა, შეცვლი,თუ დაიჯერებ.... შენ ხომ ქალი ხარ. შეცვლი გვანციოლა, შეცვლი,თუ დაიჯერებ.... შენ ხომ ქალი ხარ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|