ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პროზა
29 ივნისი, 2009


ეს მე ვარ :)





  ოფლიანი თითებით შევეზარდე დღეს სამყაროს! და შემეზარდნენ მე სხვა ოფლიანი თითები სამყაროში შეზრდილნი! ეს არ გეგონოთ ოფლი შიშისა, ან სიცხისა. ეს ოფლია სიხარულისა! ერთმანეთის ოფლი!
  მე შევიგრძენი სამყარო დაცრეცილი ფეხის გულებით, თავისი სიმძიმიანად, შრვიგრძენი თავისი ცოდვებიანად და... სიკეთიანად, ადამიანთა წმინდა და სათუთი გულებიანად...
  წყლიანი თვალებით გავერიე უკიდეგანო ცაში. მივებჯინე და დავინახე ყველაფერი წმინდა, ლამაზი, საოცარი და აქამდე უნახავი ჩემთვის...
  სათუთი კანით გავერიე ჰაერს და მოვიარე მთელი შემოგარენი. ვიპოვე სხვა, სათუთ კანში გახვეულთა სამყარო და, ოფლიანი თითებით, დაცრეცილი ფეხის გულებითა და წყლიანი თვალებით შევეზარდე მას... ვაჩუქე ჩემი სული... არა. კი არ ვაჩუქე, ვუწილადე...
  და ახლა მე იქ ვარ...
  სამყაროში გაბნეულ სათუთ გულთა შორის, ჩემი სისათუთითა და უბრალო სურვილებით...






    _____________წამო____________

    წამო, ერთად ავირიოთ, გავაფრინოთ!
    შევიშალოთ ამქვეყნიდან წამო ერთად!
    ოღოდ მერე ზღართანი არ გავადინოთ.
    ხომ იცი, ხუმრობა არ ვარგა ბედთან!...
   
    წამო, ვისაც ვიცნობთ ყველა გადავრიოთ!
    წამო, ცვარი დაგაბნიო მკერდთან...
    მერე ზეცა მოჟუჟუნედ ავატიროთ...
    დავიღვაროთ რომანტიულ ლექსად!...

                                                წამო! ერთად გავაფრინოთ წამო...
                                                მარტო არა! შეშლა მინდა შენთან...




                                                                                                                                                                  __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები