ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცქნაფა
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2009


დედა

                     
სულის სიღრმეში აღგიმართე კვარცხლბეკი ,ჩემო
და მოწიწებით შემოგყურებ სათნო თვალებში,
ამაყად დავალ,ძალმიძს და შენს შვილობას ვჩემობ,
ჩემს სიმცირეს კი ,სწორედ ამით ვჩქმალავ და ვებრძვი.

სულ თან დამყვება მაგ სათუთი ხელების სითბო,
იმედად დამაქვს შენეული მზრუნველი მზერა,
შენ მთავარია, გამომყვე და არ შევუდრკები,
შევეცდები, რომ დავიპყრო მწვერვალი ყველა.

მე არსად მტოვებს საფიცარი ხატება შენი,
ამაყად დავალ, ძალმიძს და შენს შვილობას ვჩემობ,
ისევ და ისევ შემიძლია ვიყო ძლიერი,
შენით ,საყრდენო და მომავლის იმედო ჩემო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს