ანუ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს პ ო ე მ ა
გზის - უკაცურის - მგზავრი ეული, ჩამავალ მზისკენ ზურგშექცეული, თვისივ ჩრდილს ძლივას მისდევდა კვალში, ლამის იმ ჩრდილის ჩრდილად ქცეული...
თითქოს არყოფნის ზვერავდა ნაპირს მზერა - მბჟუტავი პატრუქი წყვილი... რა ფერი ედო ჩამომჭკნარ ნაპირს ... - ყვითელ ქვიშაში ჩატკეპნილ ჩრდილის!..
მთლად განეძარცვა ძვალხორცის მპარავს... თუ ექნებოდა წონა ბუმბულის ... და ჩრდილს გაწოწილს, თვისივეს, წყნარად, მისდევდა ჩია და მოქუფრული...
განათდა წამი უფლის ცრემლივით... ახადა რიდე სულს უმეცრების!.. - მიხრწნილ სიბერეს ვსჭვრეტდი ჩემივეს, რომელსაც ვეჭვობ, რომ მოვესწრები...
უეცარ ხილვის ელდით შეძრულმა თუმც ვერ ჩავიდნე ეჭვი ფიფქივით, მაინც ვერ შევძელ, გულით მერწმუნა, რომ ეს სატანის იყო ქირქილი...
გამოუცდია ვისაც კი, იცის, ყველამ - მხნე იყოს, გინდაც ჯაბანი, ჩრდილის მავანის, მითუფრო თვისის თუ რა ძნელია კუდში ჩანჩალი...
და როგორც ჩრდილი მოკლდება დილის ზემავალ მზეზე ზანტად, თანდათან, ისე საღამოს გრძელდება ჩრდილი, ოღონდ უფრო და უფრო თვალდათვალ...
განაღა მოკვდავს, - მზის დასავალთან, მზესაც კი, საზღვარს მიწევნილს მწუხრის, დღეღამისა და სივრცის სამანთა გაზაგასაყართან ეღლება მუხლი...
ჰა, მგზავრიც ამ გზის, გაუხარელის, მისივე ჩრდილს რომ მისდევს ეული... განა ცხრაუცხო ვინმე გამვლელი - მოყვასი ჩემი და ორეული!..
ჩამავალ მზისკენ ზურგშექცეულნი ვიდრე უჩინარ მდევარს დავნებდით, ბედისწერული გეზით, ეულით - აღმოსავლეთით, აღმოსავლეთით!..
და თუმც ამ გზაზე ჩემი ქარაფი მეც მიცდის - ყრუ და ბეცი ურჩხული, არ გამრუდდება ეს გზა არაფრით და ვერც ძახილით და ვერც ჩურჩულით
ვერ დამაბრუნებ უკან, ხელახლა რომ ავირჩიო სხვა გზა, სხვა გეზი... დე იქვითინოს ჩემმა ვენახმა, აწვიმოს ცრემლი უსპეტაკესი...
ოღონდ არ ჩაცხრეს დაუშრეტელი ცეცხლი სულის და ცეცხლი სხეულის... უიმედობით და იმედებით ჩამავალ მზისკენ ზურგშექცეული
მე წავალ შენით სავსე პირთამდის და ბედნიერი შენი დარჩენით, რომ კვლავ ვიტანდე, როგორც ვიტანდი, რომ უშენობით მსჯიდეს გამჩენი!..
წავალ, ცა ვიდრე ამიცრემლდება, სივრცეს კი ბინდის ბლონდი მონისლავს... და თუ რამ წმინდა გამყვება სევდა - შენი ღიმილის, პირველყოვლისა...
წავალ - ამისაც ვიდრე ყვედრებად მოაწევს იგი დღე გარდუვალი, როგორც თივისთვის ცეცხლის შენთება... როგორც უსიტყვო ბედის უარი...
შენ კი იგიჟო უნდა მარტივით, გშვენოდეს შვლისებრ ყელმოღერება... მე კი მიმწუხრის გზად ვიმარტვილო, ხსოვნადღა დაგრჩე და სიმღერებად...
შენ მშვენდებოდე ღვთის ნახატივით, გადურჩე ჟამთა ავდრებს უვნებლად... მე კი დახშული ბჭენი ვამტვრიო და სუსხით მაზრონ გაზაფხულებმაც ...
გზის - ჯერუვალის - მგზავრი ეული, აღვძრულვარ ხილვად სხვა მზიანეთის ... ჩამავალ მზისკენ ზურგშექცეული აღმოსავლეთით, აღმოსავლეთით !..
მობეზრდა დღეთა კვდომა მიწყივი გულს - დაისების ბანგით გალეშილს... როცა უსახო ხილვა ირწევა და მოირწევა ამ სიწყნარეში!..
გადაძოვილი იალაღიდან მოცოცავს ჭირხლის ცივი ზეწარი... თუმცაღა სისხლი ჩემი დაღვინდა, სიხარულს ჩემსას ვერ მოესწარი...
ერთფეროვნების სევდა ახავსებს გულს - გაწამებულს წრეში წრიალით და ცთუნებათა გზაგასაყარზეც მოუთმენლობის სული ტრიალებს...
დამღალა მიწყივ ასე წვალებამ დღეღამეების შავთეთრ სპირალში... გამოიგლოვეს ცხელმა თვალებმაც ამ სიზმარ-ცხადის ყველა მირაჟი...
არც სადმე ბოლო და არც საწყისი... ყოფნა-არყოფნის სად იკვრის წრედი?!. რით დასრულდება გაუსაძლისი ეს ალთა-ბალთა შავის და თეთრის?!.
არავინ იცის... კიდევ რამდენი რამე არ იცის ნეტავ არავინ?!. იდუმალია ეს დღევანდელი საღამოც - წყნარი და შემპარავი...
რას მალავს მრავალცრემლნაწვიმარი ეს გზაც... სით მოდის სევდა ფარული?.. რა ჩქამი ესმის გულსაც სამძიმრად, ციდან რა ჩიტი ჩამოპარულა?..
ან ეს ცა - ბინდბუნდ სივრცეს რომ ერთვის, თვალებს რად იხვევს თალხი ფლასებით?.. ან შენ რატომ ხარ, როგორც ყოველთვი, უნაზესი და უძვირფასესი?!.
არავინ იცის... და მეც საიდან... რა უნდა გითხრა ანკი ამაზე?.. ან რა უთქმელი ჟრჟოლა აიტანს ზოგჯერ ანაზდად გაწვრთნილ ავაზებს?..
არავინ იცის ბარტყებთან ერთად რა გამოუცნობ ტკივილს უვლიან მერცხლებიც - ვიდრე გაშლიან ფრთებს და წავლენ იქ, სადაც გაზაფხულია...
და მეც მივდივარ - მგზავრი ეული მიხმობენ ვიდრე გზები უვალი... და ვიდრე მესმის ხმა შორეული - მარადიული და იდუმალი:
,, - აკმარე დღეთა კვდომა მიწყივი გულს - დაისების ბანგით გალეშილს... აქ არასოდეს არ დაიწყება მარადმზეჭაბუკ დღეთა თარეში!..
ახ ხომ იმედებს კარგავ ზედიზედ, ცოცხლობ იმედით იმედის ახლის და ცდუნებაა გზაჯვარედინზეც მარად ირევა მილეთის ხალხი...
ქარი ჭკნობათვის როდესაც დევნის ფოთლებს ქარწვიმით კანდამსკდარ დღეთა, გაბერებს ღამე და გამთენია შენც იცრიცები ღამესთან ერთად...
სადაც სატანის ურცხვი ქირქილით და ხმაჩამწყდარი ზარების რეკვით შენს ლტოლვას კვლავაც კვალში მიჰკივის ცოდვილი მიწის უწყავი ლექი...
და რწმენაც ლამის სულმთლად მინებდეს ლანდად თანამდევ წამყოფის აჩრდილს... სულ ამაოა ყველა იმედიც, თუ ბედისწერის მძევლადღა გაჩნდი...
რაც იყო, თითქოს არცა ყოფილა... ამ დღის და ხვალის ხავსს ეჭიდები... დაწყვეტილია სხივი ფოფინა... დაფრენილია ნატვრის ჩიტებიც...
მალე შეხსნიან კარებს ცისკიდეს, გახედავ მიღმეთს და დამშვიდდები... ჰა - მყინვარებმაც მზე აისხლიტეს!.. ეთხოვებიან ისრებს მშვილდებიც!..
ამოდის მთვარეც ნამარხულევი და რომ გიხილავს, გაუკვირდება... გაგიოცებენ თვალფახულები ცად ვარსკვლავებიც - ნათლის კვირტები!..
მიხვალ - სისხლი სდის შენი ნარეკალს... გზაც გიდევს მწირის - განა დიდების... ივარგებს თუნდაც სასამარე ქვად ლოდი - სიმწრით რომ მიეზიდები ?!.”
ისე ცხადდება ყველა სიზმარი, ცხადიც ზმანებად ჩათვალო ლამის... და მზერაც ჩემი - შორეთს მიმზრალი, კვლავ იბინდება თბილმწარე ნამით...
ბოლოლა სხივით წამით განათდა წვეროკინები შორი ალვების... და ნაცვლად მზისა - მზის დასავალთან სევდაღა დარჩა გამოსალმების...
დღეს მერამდენეს ასე ვაცილებ - სევდით კოცონთა ნელი ჩანაცვრის... და თვალებს - ცრემლის საცერში გაცრილ სივრცეს ვაკითხებ - ნელა, ჩამარცვლით...
ივსება არეც უხმო მუსიკით, ბინდის საშლელით სამანწაშლილი ... სადღაც დროის და სინანულს იქით ქვითინებს გული ნაცემ ბავშვივით...
ტაბუდადებულს ყველა ფეტიშზე რწმენის ეცლება სულს ნატამალიც... ისე ვარ ახლა - როგორც მედუზას ზღვა შეუცვალონ უწყლო ტრამალით...
მისტირის მზერა დღეებს მიწიერს და სული ხორცის რჩება გარეშე და მოუთმენლად ელის დაწყებას მარადმზეჭაბუკ დღეთა თარეშის...
ან დღემდე როგორ მქონდა იმედი, დარჩენილ დღეთ რომ შენთან გავლევდი, როს ბედისწერა მიმაცილებდა აღმოსავლეთით... აღმოსავლეთით!..
და წავალ შენიტ სავსე პირთამდის და ბედნიერი შენი დარჩენით, რომ ავიტანო, როგორც ვიტანდი, რომ უშენობით მსჯიდეს გამჩენი...
მაგრამ ამაზეც ნუ გეფიქრება - დაიყვავილებს დარდი რამდენი... - უჭკნობ აპრილებს შორით მიქნევენ მარადიული განთიადები!..
და ბაღებს - სადაც ასე თამამად უქრობ კოცონებს რგავენ დილები... და ამიერით - არც მზეს ჩამავალს და არც მკვდარ დღეებს გავეტირები!..
შიშის ქვალოდიც დნება ფიფქივით და კიდევ როგორ დავგვიანდები?!. - იასამნების ბაღებს მიქნევენ მარადიული განთიადები!..
ციდან საკმევლის სუნთქვა იკმევა და მობრიალეს ქარში ვარდების მუზათა მაცდურ ღიმილს მიქნევენ შორით - უქრობი განთიადები!..
და გვიან - როცა მომისაკლისებ, აღიარებენ შენი თვალებიც, რომ ღირსი ვიყავ შენი ბაგისა და შენს ცხელ მკერდზე სულის დალევის!..
და შენც დარჩები მარად მორჩილი და მოსათუთე შენი ღირსების... - ანგელოზთაგან მკერდდაკოცნილი მეც უსასოოდ მესაკლისები...
დღე-ღამესავით გაგვყო გამჩენმა და ორ ჭურჭელში გაგვანაწილა... რომ სულ გვახსოვდეს მარტო დარჩენის შიში - შენვყარა და დაგვაცილა...
თუმც - ხომ ვიყავით როსმე მთლიანიც, ერთურთით სავსე და ბედნიერი?!. და რომ არ - უნდო ჟამთატრიალი... და რომ არ - ბედი მზერაცბიერი...
და რომ არ - სუსხი ჭკნობის ავდრების... - გაგვაქროლებდა უსაზღვროება... და იკითხავდნენ გზაფერადებიც უდასასრულო ტრფობის პოემას!!!
მაგრამ... ცვდებიან ცხელი ძარღვებიც, სისხლის მაჭრობით გათანგულები და ზედ აჩნდებათ, როგორც ნახმლევი - გადახუვლება გაზაფხულების...
უხილავ მწვრთნელის შოლტით გაწვრთნილნი წლებიც მარადი შიშით ფეთქავენ და ვაშლებივით ოთხად გაჭრილნი და დაოთხილნი სდევენ ერთმანეთს...
ყოვლისშეჩვევის ნიჭის წყალობით ნელა ვეჩვევით ჩვენც მორჩილებას და ვურიგდებით ბედს უმოწყალოს, რომ გვაქცევს ჩვენივ ჩრდილთა ჩრდილებად...
მაგრამ მოთმენაც ქრება ფიფქივით.. და მეც საცაა დავფრდიანდები... შორიდან მწიფე ბაღებს მიქნევენ მარადიული განთიადები!..
არა სისხლთაგან ძარღვებდაცლილი და დაკაწრული ჭკნობის თიტებით... არა ნაგვემი ჟამთა სიმკაცრით - სვეწერის ნებას დრესვე ვჭირდები...
და კვლავ ყოყმანი როგორ იქნება და კიდევ როგორ დავგვიანდები?!. მთვრალი მუზების ლურჯ ფრთებს მიქნევენ გაბრწყინებული განთიადები!!!
მე გღალატობდე უნდა მარადის - მუზათა ღიმილს სად გავეცცევი?!. მსურს - იამაყო შენ ამ ღალატით და იჩურჩულო ჩემი ლექსები!..
და იგიჟმაჟო მარად მარტივით და მზე გაწვიმდეს ნათლის ჩქერებად და ლაჟვარდისფერ ქარის მანდილით გშვენოდეს შვლისებრ ყელმოღერება!..
რამდენი მზერაც გაეკიდება ათინათს თვალთა შენთა ნათების, იმდენი მარტის გაშლილ კვირტებით მოექარგება აპრილს კალთები!..
და მეც მოგაწვდენ ჭრელი ჩიტებით ხმას ჩემი გულის - ღამენათევის, რომ ერთგულება შენი სჭირდება არამც და არამც ნაძალადევი!..
გულს კი, გულს აბა რა ავიწყდება, ხსოვნის ყვავილებს რომ ეფერება?!. მისი ფეთქვის ხმაც როსმე მისწვდება შენს გულსაც - სავსეს ბედნიერებით!..
ეს გული კვლავ შენს გულს უფრთხილდება და განშორების ძვირფას ჭრილობას, ხსოვნა რომ დღეში ნაზი თითებით ცხრაჯერ მიხსნის და ფრთხილად მილოკავს...
და როცა ზეცა საგანთიადო რატომღაც ვარსკვლავთ აუჩინარებს, კვლავ გნატრობს, როგორც ბაღი იადონს, როგორც უდაბნო - წყალუხვ მდინარეს...
როცა ეჭვები ძარღვებს მიშრობენ და შხამიანით მჩხვლეტენ ეჭვებით, როგორც ქალღმერთს და როგორც ღვთისმშობელს - შენ გლოცულობენ ჩემი ლექსები!..
შენთვისვე შევხვდე უნდა პიტალოდ მკერდზე გრიგალთა გადახუვლებას, ნათელხილვებით რომ მაპირთავონ კვლავაც უჭკნობმა გაზაფხულებმა!..
უძირო ცათა სიანკარეში რომ ჰგავდეს ვარსკვლავთ შეხმიანებას - შენზე ლექსები მზიან ქარებში მსურს იშრიალონ ვერხვიანებმაც!..
ჩამავალ მზისკენ ზურგშექცეული დავღლილვარ ვიდრე გზით - ჯერ უვალით და მესმის ვიდრე ხმა შორეულის, მარადიულის და იდუმალის :
,, - რამე ისეთი უნდა ინატრო, რამე ისეთი უნდა ისურვო, რომ უკვალოდ და უათინათოდ არ გადაეგო გზადანისლული!..”
და უჭკნობელი სიცოცხლის ხეზეც ნელა მწიფს კვლავაც სული - ნაყოფი ... და ვერც ვერასდროს დაუზრობს ფესვებს იავარმქმნელი ქარი არყოფნის...
უნდა მოასწრო - მზეა ვიდრე და ჯერაც შორი ჩანს ჭირხლის ზეწარი... ვიდრე ანაზდად გაგაფითრებდეს სუსხი - მსახვრალი და უეცარი!..
ვიდრე გაუვა ყავლი მოლოდინს მთვარის ავსების და ვარდფურცლობის ... ვინმემ ხომ უნდა განვლოს ბოლომდის თვალგაუწვდენი გზა შეუცნობლის ?!.
და მეც - უძლეველ ლტოლვით ძლეული, აღვძრულვარ ხილვად სხვა მზიანეთის... ჯერუვალი გზის მგზავრი ეული - აღმოსავლეთით... აღმოსავლეთით!..
ან მეტი მოცდა როგორ იქნება და კიდევ როგორ დავგვიანდები?!. - ცას ალმოდებულ დროშად მიქნევენ მარადიული განთიადები!..
იასამნების სუთქვა იკმევა და მოქათქათეს ქარში ვარდების - მუზათა მაცდურ ღიმილს მიქნევენ მარადიული განთიადები!..
და მათი ხიბლით მთვრალი მარადის, მე იმათ ლურჯ ფრთებს სად გავექცევი?!. დე, იამაყე შენ ამ ღალატით და მხოლოდ შენთვის მოძღვნილ ლექსებით !!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მომეწონააა.555 მომეწონააა.555
16. ეს წავიკითხე და კომენტარის გაკეთება დამვიწყებია ან ზედმეტად მივიჩნიე !
ძალიან მაგარი ხართ ბატონო ომო ! (ბევრჯერ ვთქვი უკვე მაგრამ მაინც ! ) ეს წავიკითხე და კომენტარის გაკეთება დამვიწყებია ან ზედმეტად მივიჩნიე !
ძალიან მაგარი ხართ ბატონო ომო ! (ბევრჯერ ვთქვი უკვე მაგრამ მაინც ! )
15. ძალიან კარგი ლექსია. ძალიან კარგი ლექსია.
13. კატო ჩემი უსაყვარლესი ადამიანია. ჩემი მოკითხვა და და საუკეთესო სურვილები,ბატონო იმო. ლალი კატო ჩემი უსაყვარლესი ადამიანია. ჩემი მოკითხვა და და საუკეთესო სურვილები,ბატონო იმო. ლალი
12. ეს შესანიშნავი ლექსი იყოს აქ, სანამ ავტორი თავის გვერდზე დადებს! დიდი მადლობა კატოს! *******************************************************************
კატო ჯავახიშვილი
*** *** *** ყველას გვაქვს ფერი ჩვენი თვალის, თმისა თუ კანის. ყველას გვაქვს სუნი ჩვენი პურის, იფქლის თუ ჭვავის . მოგვთხოვა მიწამ უკვდავება მიწამ მოგვთხოვა უკვდავება ფეტვი ფეტვისთვის აურიე ბრინჯისთვის ბრინჯი . დათესე. ზარდე თავთავები გვერდიგვერდ: მიჯრით.
რამდენი დღეა მკვდრები თავის დედებზე წვანან. შუბლშეხვეული გზები გულში იყრიან წალამს. ერთი ნაბიჯით შემაკავე ნაბიჯზე მიწა მომაყარე სული ზეთისხილს მოგაგონებს გუშინ რომ ჭამდი.
ყველას გვაქვს გემო ენისწვერზე მიმწვარი კოცნის. ყველას გვაქვს ერთხელ ხელისგულზე შემწვარი კვერცხი. სადილში მარილს ჩავამატებ სადილს ცრემლებით დავამლაშებ თვალი თვალის წილ დამიხუჭე რომ გითხრა: მწამდი. ხორბალი დილით ირჩეოდეს- ურიე წანდილს. ერთიარშინით წინ თუ უკან საფლავებს ვსაზღვრავთ. ერთი არშინით შემოვსაზღვრავთ მშიერს და მაძღარს. მდელოზე ყანა ბიბინებდეს ყანაში გოგო მიდიოდეს ფეტვი ფეტვისთვის აურიოს ბრინჯისთვის ბრინჯი დათესოს. ზარდოს თავთავები გვერდიგვერდ- მიჯრით.
მოსთხოვა მიწამ უკვდავება მიწამ მოსთხოვა უკვდავება და ნაწნავს იჭრის.
************************************************* ეს შესანიშნავი ლექსი იყოს აქ, სანამ ავტორი თავის გვერდზე დადებს! დიდი მადლობა კატოს! *******************************************************************
კატო ჯავახიშვილი
*** *** *** ყველას გვაქვს ფერი ჩვენი თვალის, თმისა თუ კანის. ყველას გვაქვს სუნი ჩვენი პურის, იფქლის თუ ჭვავის . მოგვთხოვა მიწამ უკვდავება მიწამ მოგვთხოვა უკვდავება ფეტვი ფეტვისთვის აურიე ბრინჯისთვის ბრინჯი . დათესე. ზარდე თავთავები გვერდიგვერდ: მიჯრით.
რამდენი დღეა მკვდრები თავის დედებზე წვანან. შუბლშეხვეული გზები გულში იყრიან წალამს. ერთი ნაბიჯით შემაკავე ნაბიჯზე მიწა მომაყარე სული ზეთისხილს მოგაგონებს გუშინ რომ ჭამდი.
ყველას გვაქვს გემო ენისწვერზე მიმწვარი კოცნის. ყველას გვაქვს ერთხელ ხელისგულზე შემწვარი კვერცხი. სადილში მარილს ჩავამატებ სადილს ცრემლებით დავამლაშებ თვალი თვალის წილ დამიხუჭე რომ გითხრა: მწამდი. ხორბალი დილით ირჩეოდეს- ურიე წანდილს. ერთიარშინით წინ თუ უკან საფლავებს ვსაზღვრავთ. ერთი არშინით შემოვსაზღვრავთ მშიერს და მაძღარს. მდელოზე ყანა ბიბინებდეს ყანაში გოგო მიდიოდეს ფეტვი ფეტვისთვის აურიოს ბრინჯისთვის ბრინჯი დათესოს. ზარდოს თავთავები გვერდიგვერდ- მიჯრით.
მოსთხოვა მიწამ უკვდავება მიწამ მოსთხოვა უკვდავება და ნაწნავს იჭრის.
*************************************************
11. თუ გავითვალისწინებთ, რა ეპოქაში უხდებოდათ მათ ცხოვრება, უდიდესი გმირობის ტოლფასია ისიც, რაც მათ შესძლეს. ათობით განსხვავებული სტილის უნიჭიერესი პოეტი შემორჩება იმ საუკუნიდან ისტორიას,იმაზე მეტი, რაც მთლიანად მეოცე საუკუნემდე გვყოლია.
,,ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი სინდისიტ არარც მოეთხოვება... დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი, მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას!”
ასე გვიპასუხებდა რეპრესირებული ტიციან ტაბიძე ამაზე...
რაც შეეხება ჰუმანისტურ იდეებს, ქართული ლიტერატურის ყველა ჭეშმარიტი ნიმუში მუდამ უდიდესი ჰუმანიზმით გამოირჩეოდა და გამოირჩევა დღესაც, ხოლო ის ე.წ. მოდერნიზმი, რომელიც დღეს მხოლოდ და მხოლოდ უნიჭობაზე აფარებული ნიღაბია, დიდი პროგრესის იერს ვერ ატარებს ჩემის აზრით... თუ გავითვალისწინებთ, რა ეპოქაში უხდებოდათ მათ ცხოვრება, უდიდესი გმირობის ტოლფასია ისიც, რაც მათ შესძლეს. ათობით განსხვავებული სტილის უნიჭიერესი პოეტი შემორჩება იმ საუკუნიდან ისტორიას,იმაზე მეტი, რაც მთლიანად მეოცე საუკუნემდე გვყოლია.
,,ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი სინდისიტ არარც მოეთხოვება... დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი, მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას!”
ასე გვიპასუხებდა რეპრესირებული ტიციან ტაბიძე ამაზე...
რაც შეეხება ჰუმანისტურ იდეებს, ქართული ლიტერატურის ყველა ჭეშმარიტი ნიმუში მუდამ უდიდესი ჰუმანიზმით გამოირჩეოდა და გამოირჩევა დღესაც, ხოლო ის ე.წ. მოდერნიზმი, რომელიც დღეს მხოლოდ და მხოლოდ უნიჭობაზე აფარებული ნიღაბია, დიდი პროგრესის იერს ვერ ატარებს ჩემის აზრით...
10. ბატონო იმედო! ჩემი სუბიექტური და დილეტანტური მოსაზრებით, გასული საუკუნის პოეზიაში,მე,მკითხველს , მაკლია ავტორების მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი, ინდივიდუალური ხედვა და პიროვნული ხასიათი,სტანდარტული ცნობიერების საზღვრებიდან გასვლა,ახალი იდეები,ახალი ჰუმანური ხედვა. მათი პოეტური სტილი და ხედვა ძალიან სტანდარტული და ერთნაირია .მე ზოგად ტენდეციებზე ვამბობ. ამ თემის განვრცობისთვის აუცილებელი კომპეტენცია,სამწუხაროდ ,არ გამაჩნია.
ჩემი საუკეთესო სურვილები და დიდი კეთილგანწყობა ისევ და ისევ:) ბატონო იმედო! ჩემი სუბიექტური და დილეტანტური მოსაზრებით, გასული საუკუნის პოეზიაში,მე,მკითხველს , მაკლია ავტორების მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი, ინდივიდუალური ხედვა და პიროვნული ხასიათი,სტანდარტული ცნობიერების საზღვრებიდან გასვლა,ახალი იდეები,ახალი ჰუმანური ხედვა. მათი პოეტური სტილი და ხედვა ძალიან სტანდარტული და ერთნაირია .მე ზოგად ტენდეციებზე ვამბობ. ამ თემის განვრცობისთვის აუცილებელი კომპეტენცია,სამწუხაროდ ,არ გამაჩნია.
ჩემი საუკეთესო სურვილები და დიდი კეთილგანწყობა ისევ და ისევ:)
9. ,,იმედის ჟურნალი” აგრძელებს არსებობას!
მოკლე პასუხი ლალის კომენტარზე (კომ. 5)
მოგესალმები, ლალი! ვაფასებ შენს ერუდიციას და ინტელექტს, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის გარანტი ვითარების ადექვატურად და ობიექტურად შეფასებისა. პირადად მე მადლობელი ვარ ამ კომენტარის იმ ნაწილისათვის, სადაც მხოლოდ დადებით და კეთილმოსურნე დამოკიდებულებას ვხედავ ჩემი პიროვნებისა და შემოქმედების მიმართ. რაც შეეხება ,,XX საუკუნის ქართული პოეზიის მოსაწყენ, სტანდარტულ, მონოტონურ ერთფეროვნებას “, ვერ დაგეთანხმები და ამაზე მზად ვარ ვიკამათოთ. ამჟამად მოკლედ მხოლოდ ჩემი შემოქმედების შესახებ მოგახსენებ. პირველ რიგში უნდა ვიცოდე მე თვითონ, ერთფეროვნებად რას ვთვლით, რა მხრივ არის ერთფეროვანი ჩემი შემოქმედება: თემატურად, სალექსო ფორმებით, რიტმულ-მეტრულად, მელოდიურად, განწყობითა თუ რაიმე სხვა კუთხით. ამჟამად პარალელურ ღეჟიმში რამდენიმე თემატურ კრებულს ვამზადებ და ამ სამთვენახევრის განმავლობაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა კრებულიდან ვდებდი ლექსებს საიტზე’ რასაც ხშირად თავშივე ვუთითებდი. ერთი და იმავე ციკლის ლექსები ეკლექტური არც უნდა იყოს, თითეული ლექსი ამა თუ იმ კრებულიდან სხვადასხვა კუთხით ერთი ლაიტმოტივის გარშემოა გაერთიანებული და მთავარი თემის უფრო და უფრო ღრმად გაშლას ემსახურება. ეს კრებულები დაახლოებით ცალკეულ ლირიკულ პოემებად შეიძლება განვიხილოთ. მე შემიძლია რამდენიმე მათგანის სათაური აქვე მოვიყვანო: << ჭყონდიდური გვირგვინი >> – პატრიოტულ-პოლიტიკური ლექსები; << სიყვარულის საუკუნე >> - გასაგებია რა თემატიკაც. <<ლექსი ცოტაი>> - მინიატურული, 10 სტრი- ქონამდე ლექსები, რამდენიმე თემატურ ციკლად დაყოფილი, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დევს აქ: ყველას ჩამოთვლა ზედმეტად მიმაჩნია. მათ შიგნითაც ერთფეროვნება და მონოტონურობა ცოტა ძნელად შესამჩნევი მგონია, უბრალოდ ტემატურად არიან ახლო და არე მხატვრლი გამოხატვის საშუალებათა ერთგვარობით. მაქვს მზად თეთრი ლექსებისა და ვერლიბრის კრებული <<თეთრი რვეულიდან>> - რასაც მე უფრო პორტურ პროზად მივიჩნევ და არა პოეზიად. ეს 30 წლამდე იმდროინდელი მოდისათვის გაღებულ ხარკად შიძლება ჩავთვალოთ და ჩემი პირველი კრებული ძირითადად ასეთი ტექსტებითაა შედგენილი. ვერ ვიხსენებ ისეთ თემებს, რომლებიც პოეზიისათვის მნიშვნელოვნად და საინტერესოდ მიმაჩნდეს, რომლებიც ჩემი ლექსების თემად არ გამიხდია. ასევე სალექსო ფორმები, რომლებიც არ გამომიყენებია. ვერლიბრს არ მივმართავ, რადგან ლექსად არ მიმაჩნია მთლიანად ყველა სალექსო ატრიბუტისაგან თავისუფალი ლექსი, რადგან ასეთების წერა მეტისმეტად იოლი მეჩვენება, პოეზია ჩემთვის პირველ რიგში სიტყვის დამორჩილებაა და არა ბრძნული ზრებისა და მეტაფორების პროზაულად გადმოცემის გაიოლებული ფორმა და საშუალება მე ვერ წარმომიდგენია ვერლიბრისტი რუსთაველი, გურამიშვილი, გალაკტიონი და ვერცერთ მათგანს ვერც ერთფეროვნებას დავწამებ და ვერც მოსაწყენად ერთფეროვნობას., ამ პოემაში რა მიგაჩნიათ ერთფეროვნად, მოსაწყენად, სტანდარტულ-მონოტონურად? რეფრენები სხვადასხვა ვარიაციებში არა მგონია ერთფეროვნებისა და მონოტონურობის შთაბეჭდილებას ტოვებდეს. თუ რომელიმე ადრე დაწერილ ნაწარმოებს იმეორებს რაიმე ფორმით (თუმცა არც ისე ახალია - 30 წლის წინ არის დაწერილი და ამ ხუთი წლის წინ დაიბეჭდა პირველად მიზეზთა გამო.) მადლობელი დავრჩები, თუ მიმითითებს ვინმე.,
,,იმედის ჟურნალი” აგრძელებს არსებობას!

8. და მეც - უძლეველ ლტოლვით ძლეული, აღვძრულვარ ხილვად სხვა მზიანეთის... ჯერუვალი გზის მგზავრი ეული - აღმოსავლეთით... აღმოსავლეთით!..
აუფ ამან ერთი კარგი ფილმი გამახსენა : ლოურენს არაბი! და მეც - უძლეველ ლტოლვით ძლეული, აღვძრულვარ ხილვად სხვა მზიანეთის... ჯერუვალი გზის მგზავრი ეული - აღმოსავლეთით... აღმოსავლეთით!..
აუფ ამან ერთი კარგი ფილმი გამახსენა : ლოურენს არაბი!
7. ულამაზესია.მოგიკითხეთ ბატონო იმო და +2 ;;) ულამაზესია.მოგიკითხეთ ბატონო იმო და +2 ;;)
6. ვაი! რა დავაშავე ისე მომეწონა იძულებული გავხდი ორჯერ წამეკითხა :) წარმატებას გისურვებთ !!!! ვაი! რა დავაშავე ისე მომეწონა იძულებული გავხდი ორჯერ წამეკითხა :) წარმატებას გისურვებთ !!!!
5. თქვენი პოეზია არის ის რასაც ზნეობრივი,სწორი ’’ჯანმრთელი’’,’’ჯანსაღი’’ ლიტერატურა ჰქვია. ჩემი პატივისცემა პიროვნული და შემოქმედებითი ღორსებების გამო.
საიტის მასშტაბებს თუ გავცდებით და ქართულ ლიტერატურაზე ვილაპარაკებთ,ის რასაც მე გასული საუკუნის ქართული პოეზიის უდავოდ ნიჭიერ ,მაგრამ მოსაწყენენ ,სტანდარტულ,მონოტონურ ერთფეროვნებას ვეძახი...თქვენს შემოქმედებაშიც მე სუბიექტურად იგივეს ვხედავ.
საიტზე და არა მარტო ერთ-ერთი გამორჩეული ,ღირსეული და კარგი პოეტი ბრძანდებით .:) თქვენი პოეზია არის ის რასაც ზნეობრივი,სწორი ’’ჯანმრთელი’’,’’ჯანსაღი’’ ლიტერატურა ჰქვია. ჩემი პატივისცემა პიროვნული და შემოქმედებითი ღორსებების გამო.
საიტის მასშტაბებს თუ გავცდებით და ქართულ ლიტერატურაზე ვილაპარაკებთ,ის რასაც მე გასული საუკუნის ქართული პოეზიის უდავოდ ნიჭიერ ,მაგრამ მოსაწყენენ ,სტანდარტულ,მონოტონურ ერთფეროვნებას ვეძახი...თქვენს შემოქმედებაშიც მე სუბიექტურად იგივეს ვხედავ.
საიტზე და არა მარტო ერთ-ერთი გამორჩეული ,ღირსეული და კარგი პოეტი ბრძანდებით .:)
4. უძლიერესიიიი!!! შეფასების გარეშე!!! ვეთანხმები უმრავლესობას!!! შენი ლექსები ჩემი სტიქიაა!!! ძია იმო გაიხარე შენა!!! უძლიერესიიიი!!! შეფასების გარეშე!!! ვეთანხმები უმრავლესობას!!! შენი ლექსები ჩემი სტიქიაა!!! ძია იმო გაიხარე შენა!!!
3. არც სადმე ბოლო და არც საწყისი... ყოფნა-არყოფნის სად იკვრის წრედი?!. რით დასრულდება გაუსაძლისი ეს ალთა-ბალთა შავის და თეთრის?!.
და წავალ შენიტ სავსე პირთამდის და ბედნიერი შენი დარჩენით, რომ ავიტანო, როგორც ვიტანდი, რომ უშენობით მსჯიდეს გამჩენი...
დღე-ღამესავით გაგვყო გამჩენმა და ორ ჭურჭელში გაგვანაწილა... რომ სულ გვახსოვდეს მარტო დარჩენის შიში - შეგვყარა და დაგვაცილა...
ვეთანხმენბი მზიას... უბრალოდ,მოგიკითხავთ გულით.... არც სადმე ბოლო და არც საწყისი... ყოფნა-არყოფნის სად იკვრის წრედი?!. რით დასრულდება გაუსაძლისი ეს ალთა-ბალთა შავის და თეთრის?!.
და წავალ შენიტ სავსე პირთამდის და ბედნიერი შენი დარჩენით, რომ ავიტანო, როგორც ვიტანდი, რომ უშენობით მსჯიდეს გამჩენი...
დღე-ღამესავით გაგვყო გამჩენმა და ორ ჭურჭელში გაგვანაწილა... რომ სულ გვახსოვდეს მარტო დარჩენის შიში - შეგვყარა და დაგვაცილა...
ვეთანხმენბი მზიას... უბრალოდ,მოგიკითხავთ გულით....
2. როცა ეჭვები ძარღვებს მიშრობენ და შხამიანით მჩხვლეტენ ეჭვებით, როგორც ქალღმერთს და როგორც ღვთისმშობელს - შენ გლოცულობენ ჩემი ლექსები!.. ღმერთო როგორ მიყვარს თქვენი ლექსები!!!!!!!!:) როცა ეჭვები ძარღვებს მიშრობენ და შხამიანით მჩხვლეტენ ეჭვებით, როგორც ქალღმერთს და როგორც ღვთისმშობელს - შენ გლოცულობენ ჩემი ლექსები!.. ღმერთო როგორ მიყვარს თქვენი ლექსები!!!!!!!!:)
1. ,,როცა ეჭვები ძარღვებს მიშრობენ და შხამიანით მჩხვლეტენ ეჭვებით, როგორც ქალღმერთს და როგორც ღვთისმშობელს - შენ გლოცულობენ ჩემი ლექსები!.."
შეფასებაც კი მკრეხელობად მიმაჩნია!
,,როცა ეჭვები ძარღვებს მიშრობენ და შხამიანით მჩხვლეტენ ეჭვებით, როგორც ქალღმერთს და როგორც ღვთისმშობელს - შენ გლოცულობენ ჩემი ლექსები!.."
შეფასებაც კი მკრეხელობად მიმაჩნია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|