ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: tigerscinner
ჟანრი: დრამატურგია
12 ივლისი, 2009


  ჩამოტვირთვა

უსათაუროდ, - ანუ წარმოდგენა დადგმის გარეშე

    შესავალი: ეს არის ჩემი პირველი პიესა, ცუდი არ უნდა იყოს, ალბათ... ამ პიესის იდეა იამშია, რომ დადგმამდე ის უნდა წაიკითხოს მკითხველმა, და წარმოიდგინოს შიგ აღწერილი ამბავი. ამ მეთოდით, იმდენი პიესა დაიდგმება, რამდენი მკითხველიც ეყოლება ამ ნაწარმოებს. თან ვურთავ სიმღერას, რომელსაც უნდა უსმინოთ აღწერილი ცეკვის მომენტში ( კითხვის დროს მიხვდებით)



  მოქმედი გმირები:

      1. ნინიკო ( ცნობილი ადამიანი, რომელიც უცხოეთშია და
        ფსიქოლოგთან მიღებაზე ყვება ისტორიას.) მთავარი გმირი.
      2. ბიჭი ( ჟურნალისტი, რომელიც არის ფსიქოლოგთან და იწერს
        ნინიკოს ისტორიას, რომელსაც შემდგომში გამოაქვეყნებს)
      3.  ფსიქოლოგი 
      4. თეო (ნინიკოს- მეგობარი,რომელიც მასთან ერთად იმყოფება 
          ფსიქოლოგთან მიღებაზე.)

                    მოქმედი გმირები ცნობილი ადამიანის - ნინიკოს
                                ისტორიაში

      5. ბიჭი, რომელსაც უყვარდა ნინიკო. ( ამ ნაწილის მთავარი 
        გმირი. )
      6. გიორგი (ნინიკოს შეყვარებული)
      7. გივი (გიორგის- ის მეგობარი)
      8. დათო (გივის-ის  მეგობარი)
      9. ბუშტებიანი გოგონა (შეფარვით მათხოვარი, რომელიც ---5--- სთან
        მომხდარი ერთი შემთხვევის შემდეგ დაუბრუნდება ცხოვრების
        ჩვეულებრის წესს.
      10. თეთრი – უბრალოდ თეთრი
      11. შავი  -  უბრალოდ შავი




    ნინიკო – ცნობილი ადამიანია, რომელიც ახალგაზრდობაში (თინეიჯერობაში) დაშვებული შეცდომის გამო იტანჯება, ამიტომ ის მიაკითხავს
ფსიქოლოგს და ჩაეწერება მასთან ერთ-ერთ ჯგუფში მიღებაზე, თან
თავის მეგობარსაც გაიყოიებს. ამ მიღებაზე მივა ჟურნალისტიც, რომელსაც სურს მოისმინოს ნინიკოს ისტორია, რათა დაბეჭდოს მასზე სტატია.

                                სცენა I

მოქმედება ხდება ფსიქოლოგის კაბინეთში, სადაც წრიულად, სახით მაყურებლისაკენ ზიან: ნინიკო, მისი მეგობარი, ჟურნალისტი და ფსიქოლოგი.

ფსიქოლოგი: - ნუ მოერიდებით განცდებს, იყავით გულახდილები, როგორც 
            აღსარებაზე, ნუ დამალავთ ცრემლებს, ასე უფრო მეტად მოგე-
            შვებათ, ახლა კი გვიამბეთ თქვენი ისტირია ქალბატონო ნინო!
                                                               
ნინიკო იხსენებს საღამოს, როდესაც მას ორმა ბიჭმა ერთდროულად აუხსნა სიყვარული და ამბობს, რომ ის უკვე დათოსთან სტუმრად იყო, ამ დროს კი ბიჭები ერთად მიდიოდნენ მათთან შესახვედრად.

                             
გიორგი და გივი მიდიან დათოსთან სტუმრად, ამ დროს მათ წამოეწევათ ბიჭი.

ბიჭი: - მოიცათ მეც მოვდივარ.

გივი-გიორგის: - დროზე გვევლო რა, ეხლა ესეც აგვეკიდა.

ბიჭი: - იმედია უჩემოდ არ აპირებდით წასვლას. (იღიმის)

გივი – გიორგის: - რას ვიზამთ, ახლა უკვე გვიანაა, ისე მოვიქცეთ, რომ თავი
      ზედმეტად იგრძნოს და ნინიკოც მხოლოდ შენი იქნება. –ბიჭს: დროზე თორემ დაგვაგვიანდა.

ბიჭი: ხო მოვრბივარ.( შემორბის სცენაზე) მადლობთ ბიჭებო, რომ 
      დამელოდეთ. ნინიკოც იქნება?! ( ოცნებობს)

გიორგი: - იმედი მაქვს., მაგრამ შენ რა?!(დამცინავად გაუღიმებს)












                         


                              სცენა  II

მოქმედება ხდება დათოსთან სახლში, სადაც უკვე გაშლილია მცირე სუფრა.

მასპინძელი – დათო გამოეგებება მისულ სტუმრებს: გივეს გიორგის და ბიჭს.

დათო: - მოდით ბიჭებო მოდით. სად ხართ ამდენ ხანს?

გიორგი: -ამას ველოდებოდით და დაგვაგვიანდა. (მიუთითებს ბიჭზე)

დათო: - დროზე მოდით, სუფრასთან დაჯექით. (სუფრასთან უკვე ზის
          ნინოკო.)

გიორგი: -გამარჯობა ნინიკო.

ბიჭი: - ნინიკო, როგორ ხარ?

ნინიკო: - მე კარგად, თქვენ?

გივი: - ჩვენც ვართ რა, ასე ნელ-ნელა, არა გვიშავს. ( იტყვის და
      შოკოლადის ფილას აიღებს დაურიდებლად)

დათო: (დგება, ამ დროს მოქმედება იყინება და მხოლოდ დათო მოძრაობს და
      ლაპარაკობს.) - მე დათო ვარ, თუ გნებავთ დავითი, ეს ჩემი სახლია,
      ჩემი მეგობრებით. (ჩამოივლის გაშეშებული გმირებს შორის, მიდის
      ნინიკოსთან.) -ეს ნინიკოა, კარგი, კეთილი და ლამაზი გოგოა. (მიდის
      გიორგისთან, მხარზე ხელს დაჰკრავს და ამბობს, ეს ჩემი ბავშვობის
      მეგობარია, გიო, გიორგი, შეყვარებულია და არ იცის რა ქნას, ნინიკო
      უყვარს სიგიჟემდე, თვითონ ასე ამბობს და მე რა ვიცი? (მხრებს
      იჩეჩავს). ეს გივია, ( მიდის გივისთან) დიდი ხანი არაა რაც
      დავმეგობრდით, მაგრამ მაინც ვიცი, რომ კარგი ბიჭია, სოფლიდანაა
      ჩამოსული, იურიდიულზე სწავლობს და ჩვენ ვეხმარებით, სტუდენტია
      და უჭირს. არც ჩვენ გადაგვდის მაგრამ, მეგობარია და... (მიდის
      ბიჭთან) ეს?( იწყებს დამცინავად) ეს არ ვიცი ბატონო ვინაა, ვინ
      დაპატიჟა საერთოდ? მაგრამ მოვიდა, შემოგვეტენა, ძველი ვალივით
      და არ გვშორდება. ( ყურში ჩაჰყვირებს) წადი რა, გაიარე, აქ ზედმეტი
      ხარ ძმაო, რა გიყო, სკამებიც რა ზუსტად გვაქვს გათვლილი და შენ
      არ შეგხვდა ვერ ხედავ? ( მიმართავს მაყურებელს) მეტი რა ვქნა,
      როგორ ვაგრძნობინო, რომ ზედმეტია, რა ვუთხრა? პირში ხომ ვერ
      მიახლი კაცს გაეთრიე არ მჭირდები თქო? ეხლა კიდე ნინიკოს
      აეკიდა, გიომ თუ გაუგო მოკლავს ალბათ, (თითქოს დამშვიდდა,
      დაამშვიდა ბოლო სიტყვებმა) რა ვიცი, თვითონ ასე ამბობს და...
      ( ამთავრებს მონოლოგს და ისევ ჯდება თავის ადგილზე, მოქმედება
      გრძელდება)


დათო: - ნინიკო, აბა თუ იცი, ვინ ჩამოვიდა ჩვენს ქალაქში?

ნინიკო: - ვიცი-ჩემი საყვარელი მომღერალი, მაგრამ ბილეთი ვერ ვიშოვე და..
        ხვალამდე თუ მოვახერხე უსათუოდ წავალ კონცერტზე.

გიორგი: - რად უნდა გოგო სიმღერას–ბილეთი,( გაუცინებს, ბიჭებს თვალს
        ჩაუკრავს) ჩვენ აქ არ ვართ? იღებს გიტარას და იწყებს დაკვრას.

    ( ჩართეთ მუსიკა-განაგრძეთ კითხვა)
   
    სიმღერის  დროს ნინიკო და ბიჭი იწყებენ ცეკვას. ცეკვის დროს:

ბიჭი: - ნინიკო...

ნინიკო: - ბატონო.

ბიჭი: -იცი..?

ნინიკო: - ვიცი...

ბიჭი: - მაინც გინდა, რომ გაიგო?

ნინიკო: - ალბათ... წესით, მე ხო მარ უნდა ვიცოდე... (იღიმება)

ბიჭი: - მე, მე მინდა რომ მე და შენ ერთად ვიაროთ ღრუბლიან ცაზე.
      ( იწყებს ენაბორძიკით) ღამისფერ ბინდში დავემალოთ სასტიკ 
      ცხოვრებას, ( ძალას მოიკრებს, სიტყვას მხნეობას და გრძნობას
      უმატებს) მინდა მე და შენ ერთმანეთით ვსუნთქავდეთ,  მინდა ისე
      გიყვარდე, როგორც მე... ( მორცხვად, თავდახრილი ამთავრებს)

ნინიკო: - იცი?! მე ... ( გიორგი არ აცდის სიტყვის დამთავრებას, მაჯაში
        ნაზად მოჰკიდებს ხელს და გაიყვანს)

ამ დროს მოქმედება იყინება და სცენაზე შემოდის თეთრი( სახე თეთრად აქვს მოხატული.)

თეთრი: - ერთი წუთით მოითმინეთ, თუ შეიძლება! კარგად მოკალათდით, ასე
        უფრო მოხერხებული იქნება თქვენთვის. მაშ დავიწყოთ:
        მე ერთი წუთი გთხოვეთ, ეს ალბათ ძალიან მცირე დროა თქვენთვის, 
        მაგრამ თუ დაუფიქრდებით მიხვდებით, რომ ის შეიძლება საუკუნეზე
        მეტიც იყოს. განვაგრძოთ და ამ წუთის ქრონიკას მოვუსმინოთ:
      “ მოგესალმებით, წუთის მნიშვნელოვანი ამბებით ეთერშია “წამის
      ქრონიკა”, მე კი მისი წამყვანი გახლავართ... ...და რა მოხდა ამ წუთის
      დასაწყისში მნიშვნელოვანი?”
        1. თქვენ მოსმენა დაიწყეთ.
        2. შეყვარებული წყვილის საუბრიდან:
        “- თიკა! გახედე ამ ლამაზ ღამეს, როგორ უხდება მთვარე, ნახე რა 
        ლამაზია ეს ვარსკვლავები, გინდა დაგიკრიფო?
        - არა! მე ოცნება მინდა შენთან ერთად!
        - მერედა ვინ გიშლის ხელს?
      - სულ ერთი წუთით მეც მინდა ვარსკვლავად ყოფნა, მინდა მეც 
      მიყურებდნენ, ისე, როგორც ახალა ვუყურებთ, მინდა ამ დროს ნელი
      სიო წამოუბერავდეს, ერთად მოაქუჩებდეს ზაფხულის მზით
      დამწვარ ფოთლებს, დაითრევდეს და ააფრიალებდეს, როგორც მორევი,
      წააყოლებდეს ათას სურნელს შემოდგომისას, მსხლისას, ყურძნისას,
      სიყვარულისას, და ამ სურნელსაც ისე აიტაცებდეს, როგრც იმ ობოლ
      ფოთოლს, წამის წინ მორევს რომ მიჰქონდა. ამ სურნელსაც
      მოატარებდეს ქვეყანას, ანახებდეს აყვავებულ მინდვრებს, ულამაზეს
      ხეობებს, ზეცაში აწვდენილ ტიანშანამდე აიყვანდეს, მარიანის
      ღრმულამდე ჩაიყვანდეს, მოატარებდეს ქვეყანას და ცუდსაც ანახებდეს,
      რომ იმ კარგის დაფასება ისწავლოს, მერმე იმ სურნელსაც წაიყვანდეს,
      მოტაცებულს ისევ თავის ალაგას დაუბრუნებდეს და ახლა უკვე
      დამშვიდებული, მე-გალაქტიკაში გაჭრილ ვარსკვლავს გამომხედავდეს,
      ისე, როგორც მე და შენ ვუყურებთ ახლა მთვარეს.”
      3. ორი შემხვედრის დიალოგი:
      “- გამარჯობა!
      - გაგიმარჯოს! რას შვები, როგორ ხარ?
      - ვარ რა! დამყავს ხალხი აქით და ვარ ასე. ამ ბოლო დროს გახშირდა
      მგზავრი. შენ როგორ ხარ?
      - მე? ვარ ასე – უბრალოდ, შენ რომ აქით ასი კაცი ამოგყავს
      წუთში, მე უკან ჩამყავს ერთი იმდენი, - ბალანსი, რომა არ დაირღვეს.
      ეხლაც მეჩქარება, დღეს ბევრნი არიან და ყველა სათითაოდ უნდა 
      დავარიგო სამშობიაროში, სულ ერთ წუთში უნდა მოვასწრო, უნდა 
      ვახარო ბავშვის დაბადება.”
    - მართლაც, გიფიქრიათ წუთში რამდენი ადამიანი იბადება, ან რამდენი
    კვდება-დედამიწაზე? დაფიქრდით, მაგრამ არ დაითვალოთ, ნამეტანი 
      გაგიჭირდებათ.
    იცით რაშია ცხოვრების არსი? ზუსტად იმ ერთ წუთში, როცა გვიხარია,
    როცა განვიცდით, სწორედ ეს წუთებია ის რისთვისაც ვცხოვრობთ
    დედამიწაზე. შეიძლება ასი წელი ვიცოცხლოთ, მაგრამ უბედურები ვიყოთ,
    იმ ერთი წუთის არ ქონის გამო. შეიძლება ახალგაზრდებმა დავტოვოთ
    ქვეყნიერება, მაგრამ ბედნიერები ვიყოთ, იმით, რომ გვქონდა ცხოვრების
    ერთ წუთი, როდესაც გვიხაროდა, და თუ ჩვენს სიცოცხლეში ასეთი
    წუთები ბევრი იქნება, მაშინ ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება.
        მაგრამ უბედურება ისაა, როცა ასეთი წუთები ერთეულებად გაქვს და
  იმათაც გართმევენ, ხელიდან გწიწკნიაკ, გტაცებენ და შენ კი უძლური ხარ.
        ახლა კი წუთის ბოლოა და მე გემშვიდობებით ბოლო ინფორმაციით,
  თქვენ სმენას მორჩით.( არ გადის სცენიდან, ერთ-ერთი კუთხისაკენ
  მიემართება, ჩერდება და შეშდება.)

გიორგი: - მოდი გოგო, შენთვის ვმღერივართ. (ბიჭს იმედი აქვს, რომ ნინიკო
        არ გაჰყვება, მაგრამ ის ტყუვდება, ნინიკო გახარებული სახით
        მიჰყვება გივეს, ბიჭი იმედგაცრუებული სახით რჩება სცენაზე
        გაშეშებული, სიტყვას ვერ ამბობს. იღებს თავის ქუდს და
        გულგატეხილ მიდის.
ამ ნაწილის მოყოლის შემდეგ, ნინიკო ფსიქოლოგს ეუბნება, რომ ---5---
წასვლის შემდეგ მას სიყვარული გიორგიმ აუხსნა

                            სცენა III

დათოს სახლიდან გაწბილებულად წამისული ბიჭი მიდის გზაზე, ჩაფიქრებულია, ფეხით კენჭს ისვრის, მიდის თავჩაღუნული და Fფიქრობს, ამ დროს მას შეხვდება გოგონა ბუშტებით ხელში.

გოგონა: - იყიდეთ ერთი ბუშტი. უსახელო ფიქრებშია გართული და ვერ
          გაიგებს გოგონას ნათქვამს, ამიტომ ის ხელზე მოქაჩავს 
          უსახელოს და კითხვას გაუმეორებს.

უსახელო გამოერკვევა ფიქრებიდა და მიმართავს გოგონას: - ბატონო?! უკაცრავად ვერ გავიგე რა მკითხეთ.

გოგონა: - იქნება ერთი ბუშტი იყიდოთ მეთქი.

        Bბიჭი აათვალიერ-ჩაატვალიერებს გოგონას, რომელსაც ღარიბულად, თითქმის მათხოვრის დონეზე აცვია. მოიქექავს ჯიბეებს, მაგრამ ნახავს, რომ ფული არა აქვს, ვერაფრით დაეხმარება და დანანებით ეტყვის გოგონას: - სამწუხაროა, მაგრამ რა ვქნათ, ალბათ ასე ინება უფალმა , ფული არა მაქვს.

გოგონა გაბრუნდება და წასვლს აპირებს, მაგრამ ამდროს, მას უსახელო შეაჩერებს, ოქროს ჯვარს მოიხსნის და მუჭაში ჩაუდებს გოგონას, თავს განზე შეაბრუნებს, გოგონას რომ არ შეხებს და უხმოდ წავა.




                              სცენა IV

მოქმედება ხდება სკვერში ან პარკში.( იქ სადაც ბიჭი და ნინიკო
ერთმანეთს ხვდებიან.

ბიჭი ხვდება ნინიკოს, რომ გადასცეს მას კონცერტზე დასასწრები ბილეთები.

ბიჭი: - ნინიკო, შენთვის საჩუქარი მაქვს. ამოიღებს ჯიბიდან ორ
            ბილეთს და გაუწოდებს.

ნინიკო შეამჩნევს, რომ უსახელოს მაჯაზე საათი აღარ უკეთია.

ნინიკო: - შენი საათი... მამაშენის ნაჩუქარი.

ბიჭი: - ბილეთებზე ანიშნებს.

ამ დროს მოქმედება წყდება და ისევ ფსიქოლოგის ოთახი: ნინიკო იხსენებს, რომ ბიჭს საათი მამამისისგან დატოვებული საჩუქარი იყო. და ყვება
მისი მამის ისტორიას
        - მამამისი ერთი საბრალო კაცი იყო, რომელსაც ცოლი ადრე გარდაცვლოდა, შვილს - სამადლოდ ცოლის და ზრდიდა, თვითონ კი ერთი უბრალო დანების მლესავი იყო. დადიოდა ასე, კარ და კარ, ეზო-ეზო, ერთი პატარა ზარი ჰქონდა, იმას ააწკარუნებდა, გამოვიდოდა ხალხი, ჩადგებოდნენ რიგში, ის კი იდგა და დანებს ლესავდა, ალბათ ამ დროს  იმის ფიქრში იყო, რაც შეიძლება ხარისხიანად შეესრულებინა სამუშაო, რომ მადლიერ მუშტარს, ერთი-ორი  გროშით მეტი მიეცა, ეს ფული კი მას არც თავისთვის უნდოდა, არც ცოლის დაუმთავრებელი საფლავისთვის, არც ცოლის დისთვის, შვილისთვის უნდოდა, შვილისთვის. იცოდა ეს მუშტარმა და გასამრჯელოს ულაპარაკოდ უხდიდნენ. ერთხელ ერთმა კაცმა კი, უფრო სწორედ მამაჩემმა ფულის მაგივრად თავისი საათი აჩუქა:
- ფულს შვილისთვის აგროვებ და ეს მაინც შეიტოვე შენთვისო. არც საათI შევრჩა იმ უბედურს, შვილს მისცა: - ფული დაგეხარჯება და ეს მამაშენისგან სამახსოვროდ გქონდესო. მეორე ღამეს კი ხის ძირას იპოვეს გაყინული მამამისი. იმან კი ჩემი გულისთვის მამამისის სამახსოვრო საათი გაყიდა, ჩემი სიყვარულისთვის, მე კი ასე უდიერად მოვექეცი, განიცდის თავის წარსულ საქციელს, თავს დამნასავედ გრძნობს, ტირის. მოქმედება ისევ შეწყვეტილი ადგილიდან გრძელდება.

უსახელო: - კონცერტისაა.

ნინიკო: - ვერ წამოვალ, გივიმ უკვე დამპატიჟა. (თავს ჩაღუნავს და გადის)

ამ დროს უსახელოსთან მიდის ბუშტებიანი გოგონა, მკლავზე დაქაცავს და 
სთხოვს: - იყიდეთ Bბუშტი.
  უსახელო ხელს უხეშად  მოიშორებს და უყვირებს: - მომშორდი.
გოგონა გულგატეხილი გარბის. უსახელო მას აედევნება: - მაპატიეთ.                         
                                  სცენა V

Bბიჭი- გივეს გიორგის და დათოს:

- მე ვიყავი მოკრძალებული - ეშმაკობას მაბრალებდით და ჩაკეტილად ვიქეცი. კარგად ვგრნობდი კეთილს და ბოროტს და ამისთვის მამცირებდით.
მე! მე მზად ვიყავი მყვარებოდა მთელი ქვეყანა - ვერავინ გამიგი და სიძულვილი ვისწავლე.
  ჩემი ყმაწვილობა ჩემს თავთან ბრძოლაში  გავატარე. საუკეთესო თვისებები დაცინვის შიშით, გულში ღრმად შევინახე, ისინი კი იქ მოკვდნენ და დასამარდნენ.
  მართალს ვამბობდი - არ მიჯერებდით და მოტყუება დავიწყე... მაშინ ჩემს გულში იშვა ბოროტება, დაფარული ცბიერი ღიმილით და თავაზიანობით.
თქვენ მე სულიერ ხეიბრად მაქციეთ. თქვენი ბრალია ეს ყველაფერი, თქვენი ბრალია!

გივი-გიორგის: - მემგონი გაგიჟდა.

ბიჭი: თქვენ მე ნინიკო მომტაცეთ, წამართვით ჩემი ცხოვრების არსი,
      გამაბოროტეთ, თქვენს გამო მე ღმერთისაც  კი არ მჯერა. თქვენი
      ბრალია ეს ყველაფერი. ( ამას ის ამბობს ხმამაღლა, გაბრაზებული
      ხმით, ოდნავ სწრაფად, თითქოს ერთი ამოსუნთქვის მთელ ბოღმას
      გადმოანთხევს)

დათო: - “მემგონი” ზედმეტია მანდ.

                              სცენა  VI

ბიჭი გაღატაკდა, ტანსაცმელი შემოეცვითა და შემოეხა, მეტად ამაყია იმისთვის, რომ იმათხოვროს და თვითონაც, ოდესღაც რომ დაეხმარა იმ გოგონასავით ბუშტების გამყიდვლად იქცა.  ( ამას ნინიკო ამბობს ფსიქოლოგთან)

ჩამოივლიან ნინიკო და გიორგი, ხელიხელჩაკიდებულნი.

ბიჭი: იყიდეთ, რა ერთ ბუშტი, აი გულის ფორმის, აჩუქეთ შეყვარებულს.

გიორგი და ნინიკო  ყურადღებას არ აქცევენ. უსახელო ხელზე დაქაჩავს გოგონას და თხოვნას გაუმეორებს. გიორგიუხეშად მოიშორებს და დაუყვირებს:
- გადი! გაიარე, შენი გზა ნახე!

ბიჭი დაფხრეწილ ქუდს მოიხდის, ორივე ხელით მკერდთან მიიტანს,
თავს მდაბლად დაუხრის და წაიჩურჩულებს: - მომიტევეთ ბატონო.

ამ დორს  ჩამოივლის  გოგონა და უსახელო ახლა უკვე მას გაუმეორებს:
- იყიდეთ, რა ერთ ბუშტი.

გოგონა ჩამოჯდება უსახელოს გვერდით: - ბატონო, თქვენ ის არა ხართ,
ჯვარი რომ მაჩუქა და გულზე დაკიდებულ ჯვარს მოიხსნის, უკან დაუბრუნებს. წასვლას დააპირებს.

უსახელო: - მოიცადეთ, ერთი ბუშტი მაინც იყიდეთ.

გოგონა მობრუნდება.

უსახელო: - იყიდით ბუშტს, ცხოვრებაზე, ან საერთდ რამეზე გაბრაზებული
          გახეთქავთ მას, იქიდან კი პატარა ფურცელი გადმოვარდება.

ერთ ბუშტს გახეთქავს, გადმოვარდნილ ფურცელს ხელში აიღებს და წაიკთხავს, : “გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი”. ( ამას ამბობს სცენისკენ გახებვით, თითქოს გაოცებული ყველას ეუბნებაო, მაგრამ სინამდვილეში კონკრეტულად არავის უყურებს. შემდეგ ისევ გოგონას მიუბრუნდება.

Bბიჭი: წაიკითხავთ გადმოვარდნილ ფურცელზე დაწერილ უფლის სიტყვას,
      ასეთს ან კიდევ სხას, წაიკითხავთ, გაიაზრებთ დაუფიქრდებით და ...

გოგონა: - არა, მასე მარტივი როდია ცხოვრება, სათქმელად კარგია, ბუშტი
        გახეთქო და... ( ამას ამბობს ნელა, ყველა სიტყვას განსაკუთრებულ
        მნიშვნელობას ანიჭებს) მე მაინც ვიყიდი, თქვენი ხათრით, 20 თეთრს
        გაუწოდებს და ოთხივე ბუშტს გამოართმევს.
აქ მოქმედება იყინება და სცენაზე გამოდის შავი.(სახე შავედ ააქვს მოხატული)

შავი: ( გაშეშებულ ბიჭს თავზე ხელს გადაუსმევს,  მხარზე ხელს დაარტყამს-
    თითქოს მეგობრულად და ეუბნება: მართალია, ბიჭო ეს გოგო, ბუშტი
    გახეთქო, ცხოვრება ზღაპარი კი არაა, მაგრამ შენ რას გერჩი,
    (მოუბრუნდება  მაყურებელს) წარმოიდგინეთ, არავის აინტერესებ, არც
    სძულხართ და არც უყვარხართ, არც გაქებენ და არც გაძაგებენ, არც
    ცის ხარ და არც მიწის, ყურადღებას არავინ გაქცევს, გაჩხერილი ყავხარ
    წუთისოფელს ყელში თევზის ფხასავით, სიკვდილსა და სიცოცხლეს
    შორის. ლპები, სადღაც შუაში უიმედობით გულმოკლული და
    დაჩაჩანაკებული, ლპები, რადგან არავინ ჩანს მშველელი, არავის
    ადარდებს შენი სუნთქვა, გაყინული თითები, არავინ გელის სახლში
    იმედით და ამიტომაც შენც გძულს ყველა და ყველაფერი, გძულს
    ადამიანები, გძულს სიცოცხლე, გძულს, მაგრამ ამ სიძულვილს
    თავაზიანად მალავ, ყველას ეპირფერები და ამით კიდევ უფრო უმატებ
    ნაღვერდალს - ეშმაკის ცეცხლს, გძულს, მაგრამ მაინც მადლობას უხდი.
    (ამის შემდეგ მოქმედება გრძელდება, შავი არ გადის სცენიდან, ის
    ადგილს მეორე კუთხეში იკავებს, თითქოს თეთრს უპირისპირდება.)

ბიჭი: - მადლობთ. ფულს გამოართმევს და ჯიბეში ჩაიდებს. გოგონა გადის, უსახელ კი იმ მდგომარეობას მიიღებს, რომელშიც გარდაიცვლებაა.

                              სცენა VII

ნინიკო ამბობს, რომ იგი ბიჭის დასაფლავებაზეც ვერ მივიდა, ვერ გაბედა, ამბობს, რომ მის სიკვდილში თავს დამნაშავედ გრძნობს და აქვითინებული გარბის ოთახიდან. მას მიჰყვებათეო, რომელის ამშვიდებს და ეუბნება: მე ჩემი მეგობარი მეგონე, რატომ არ მომიყევი ეს ისტორია?

ნინიკო: შენ რა? ეს ყველაფერი მართლა დაიჯერე?

თეო: რა? (მოულოდნელობისგან გაკვირვებული სახით ეკითხება.)

ნინიკო: ის ბიჭი, შენს გვერდით რომ იჯდა, ჟურნალისტია, მთელი ჩემი
        მონაყოლი ჩაიწერა, ხვალ ან ზეგ “ ჩემი ტაგიკული ისტორია
        გაზეთებში იქნება. კარგი პიარია, არა?! კულისებისკენ მიდის.

თეო: - რა? და იმ ბიჭს რა მოუვიდა? თუ ეგეც გამოიგონე?

ნინიკო: ( თავს მოაბრუნებს, გამარჯვებულის სახით გამოჰხედავს)-  ის
        ბიჭი? პაუზას აკეთებს -  მანქანაში მელოდება. სიცილით გადის
        სცენიდან.


                              ფ ა რ დ ა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს