 | ავტორი: მათე ჟანრი: პოეზია 18 ივლისი, 2009 |
,,სხვა ახალი მოსწყურებიათ იმათ თვალსა და გულსა, ეს ხომ თვალ-გულის გაუმაძღრობაა? სწორედ რომ ეგაა.’’ ვაჟა.
ფერად ჩიტებს თეთრი საკენკი მოსწონდათ გუშინ.... თბილი ნისლები ჭრილობაზე, როგორც სახვევი, ჩამეტეოდა ეს ჩემი კაბაც, ნარღვევი წუთი.... გაასმაგებულს როცა მომთხოვდი....
ერთი და მეტი....იგეგმები! და ამ უფარდო წონასწორობას ვერ კიდებ სინზე, რომ ირბინოს ავი ნაგაზის მწარე კრუსუნით.....
რას წერ? აი, ეს კი მართლა წავიდა..... გადააბიჯა ყველა ნანახს და გამოცდილი უმადურობით ეჭვებს გაყრიდა, როგორც ძველ და უარსო ნივთებს, მაგალითებრ, უქუსლო ძველი თეთრი ქოში, უწინ ნაჭრელი, აწ შავი წინდა, მწვანედ ნაქარგი სველი ბალიში.... მტკივანი გვერდი დაღლილი სკამის, ან ჰო, თუნდაც ეს: გატეხილი ჭიქის ნაფსკერი.... ღიმილ ნარჩენი!
და თუ ოდესმე გადასცდება ისარს საზღვარი, (ეს ასეც არის...სულ ასეა, ნეტა, ვინ გაცლის?) და წრიულ ფერებს ცისარტყელით გამოიგონებ, გეყოფა ძალა დაიწყლურო ყველა ოცნება, კარი დახურო და შენს მზერას როცა მოვწყდები, მხოლოდ მაშინ გამაჩუქო, დამაიმედო, რომ მოგენატრო უჟამოდ და სულ არ მიგემო. 18 ივლისი, 2009 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. კარგია!
ავტორს წინსვლა კარგია!
ავტორს წინსვლა
23. და თუ ოდესმე გადასცდება ისარს საზღვარი, (ეს ასეც არის...სულ ასეა, ნეტა, ვინ გაცლის?) და წრიულ ფერებს ცისარტყელით გამოიგონებ, გეყოფა ძალა დაიწყლურო ყველა ოცნება, კარი დახურო და შენს მზერას როცა მოვწყდები, მხოლოდ მაშინ გამაჩუქო, დამაიმედო, რომ მოგენატრო უჟამოდ და სულ არ მიგემო.
ნადირს ვეთანხმები მეც :) და თუ ოდესმე გადასცდება ისარს საზღვარი, (ეს ასეც არის...სულ ასეა, ნეტა, ვინ გაცლის?) და წრიულ ფერებს ცისარტყელით გამოიგონებ, გეყოფა ძალა დაიწყლურო ყველა ოცნება, კარი დახურო და შენს მზერას როცა მოვწყდები, მხოლოდ მაშინ გამაჩუქო, დამაიმედო, რომ მოგენატრო უჟამოდ და სულ არ მიგემო.
ნადირს ვეთანხმები მეც :)
22. shen aidzuleb mkitxvels, sheni poezia waikitxos dakvirvebit an ramdenjerme imistvis, rom kargad chawvdes. egec taviseburi ostatobaa. :) shen aidzuleb mkitxvels, sheni poezia waikitxos dakvirvebit an ramdenjerme imistvis, rom kargad chawvdes. egec taviseburi ostatobaa. :)
21. ძალიან ლამაზად წერ მათე-ბიჭო! ძალიან ლამაზად წერ მათე-ბიჭო!
20. მოგიკითხე მათე ბიჭო:) მოგიკითხე მათე ბიჭო:)
19. ძალიან კარგი.. ძალიან კარგი..
18. გეყოფა ძალა დაიწყლურო ყველა ოცნება, კარი დახურო და შენს მზერას როცა მოვწყდები, მხოლოდ მაშინ გამაჩუქო, დამაიმედო, რომ მოგენატრო უჟამოდ და სულ არ მიგემო საინტერესო და ლამაზია ძალიან...:) გეყოფა ძალა დაიწყლურო ყველა ოცნება, კარი დახურო და შენს მზერას როცა მოვწყდები, მხოლოდ მაშინ გამაჩუქო, დამაიმედო, რომ მოგენატრო უჟამოდ და სულ არ მიგემო საინტერესო და ლამაზია ძალიან...:)
17. ...კარი დახურო და შენს მზერას როცა მოვწყდები, მხოლოდ მაშინ გამაჩუქო, დამაიმედო, რომ მოგენატრო უჟამოდ და სულ არ მიგემო.
...წინა ლექსის განწყობა დამეუფლა... რა უცნაური ხარ მათე-ბიჭო ამ ბოლო ლექსებში? რაღაც იდუმალს შეეხე მგონია, ამოიკითხე და ჩვენც გინდა გაგვიზიარო... :) ...კარი დახურო და შენს მზერას როცა მოვწყდები, მხოლოდ მაშინ გამაჩუქო, დამაიმედო, რომ მოგენატრო უჟამოდ და სულ არ მიგემო.
...წინა ლექსის განწყობა დამეუფლა... რა უცნაური ხარ მათე-ბიჭო ამ ბოლო ლექსებში? რაღაც იდუმალს შეეხე მგონია, ამოიკითხე და ჩვენც გინდა გაგვიზიარო... :)
15. კარგია! მოგიკითხე მაია :) კარგია! მოგიკითხე მაია :)
14. უფფფ, მაგარიააა!!!! 5 უფფფ, მაგარიააა!!!! 5
13. უფფფ, მაგარიააა!!!! 5 უფფფ, მაგარიააა!!!! 5
12. ან ჰო, თუნდაც ეს: გატეხილი ჭიქის ნაფსკერი.... ღიმილ ნარჩენი!
momwons :) ან ჰო, თუნდაც ეს: გატეხილი ჭიქის ნაფსკერი.... ღიმილ ნარჩენი!
momwons :)
11. კარგია. რატომღაც ცირკის არენზე გამოსული ჟონგლიორი წარომიდგა თვალწინ, მოხერხებულად რომ ირჯება. ეს, ამასთან რა კავშირშია, ვერ გეტყვი, მაგრამ ასე კია და... კარგია. რატომღაც ცირკის არენზე გამოსული ჟონგლიორი წარომიდგა თვალწინ, მოხერხებულად რომ ირჯება. ეს, ამასთან რა კავშირშია, ვერ გეტყვი, მაგრამ ასე კია და...
10. რა ლამაზად ალამაზებ მონოტონურობას...და შეკრულ წრესაც ცისარტყელის ფერებში ახვევ... რა ლამაზად ალამაზებ მონოტონურობას...და შეკრულ წრესაც ცისარტყელის ფერებში ახვევ...
9. გაიხარე ჩემოლამაზო, მომეწონა და მოგიკითხე კიდო! :-* გაიხარე ჩემოლამაზო, მომეწონა და მოგიკითხე კიდო! :-*
8. ეპიგრაფი შეასწორე თორე არეულად ჩანს:)
მოკითხვებიო დიიდიო :) :) :) ეპიგრაფი შეასწორე თორე არეულად ჩანს:)
მოკითხვებიო დიიდიო :) :) :)
7. მომეწონა ძალიან ! მომეწონა ძალიან !
5. ვთვლი,რომ დასახვეწია... ვთვლი,რომ დასახვეწია...
4. მოგიკითხე მაი :-* მოგიკითხე მაი :-*
3. გეყოფა ძალა დაიწყლურო ყველა ოცნება, კარი დახურო და შენს მზერას როცა მოვწყდები, მხოლოდ მაშინ გამაჩუქო, დამაიმედო, რომ მოგენატრო უჟამოდ.... გეყოფა ძალა დაიწყლურო ყველა ოცნება, კარი დახურო და შენს მზერას როცა მოვწყდები, მხოლოდ მაშინ გამაჩუქო, დამაიმედო, რომ მოგენატრო უჟამოდ....
2. უქუსლო ძველი თეთრი ქოში, უწინ ნაჭრელი, აწ შავი წინდა, მწვანედ ნაქარგი სველი ბალიში.... მტკივანი გვერდი დაღლილი სკამის, ან ჰო, თუნდაც ეს: გატეხილი ჭიქის ნაფსკერი.... ღიმილ ნარჩენი!
კარგი ხარ, მაიკო... უქუსლო ძველი თეთრი ქოში, უწინ ნაჭრელი, აწ შავი წინდა, მწვანედ ნაქარგი სველი ბალიში.... მტკივანი გვერდი დაღლილი სკამის, ან ჰო, თუნდაც ეს: გატეხილი ჭიქის ნაფსკერი.... ღიმილ ნარჩენი!
კარგი ხარ, მაიკო...
1. ჩამეტეოდა ეს ჩემი კაბაც, ნარღვევი წუთი....
სად გეჩქარება მათე-ბიჭო. დაწურე ბოლომდე და დაწმინდე. წინა ლექსზეც-იგივე. ჩამეტეოდა ეს ჩემი კაბაც, ნარღვევი წუთი....
სად გეჩქარება მათე-ბიჭო. დაწურე ბოლომდე და დაწმინდე. წინა ლექსზეც-იგივე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|