ჯონათან, დღეს შენი ჰაერი ვიქურდე, ვერც შეამჩნიე... ღამეს ჩავუდე უკანა ჯიბეში თხელი თითებით, და გაგიღიმე... ახლა ვწევარ და მალულად ვუძვრები ღამეს ჯიბეში. მინდა, რომ ვიპოვო ნუგეში შენფერი... მე დავაღამე შებინდების სულ ერთი ტალღით, და ახლა შენ გელი... ვიცი, რომ უკვე ფრენის დროა, უნდა გახვიდე გაღმით... გაღმით გაგივსებენ ბოხჩას ჰაერით და ისე მსუბუქად გაივაკებ, ვიცი, შემარჩენ ნაქურდალს... მე ალბათ თავსაც დავიმდაბლებ და სულ ხოხვით ავკრეფ მიწიდან ხესულისას ფესვებს - ჩემი სანახევრო ლოცვის ნახურდალს - ალაგ-ალაგ ჩაფლულს მიწის ჭრილებში... მერე ავაყვავებ... ოღონდ ზღვისპირას, როგორც პალმას. შენ კი, ყოველთვის მოხვალ და ბოხჩით შეაბამ ჰაერს, წყალს, მიწას, რომ ვერ გაიტაცოს ქარმა... მე კი, ყოველთვის ვიცნობ შენი ფრთების ხმას, ოღონდ წასვლისას... დოქით გამოვიტან ქოხიდან წყალს, და ბოლომდე ჩავცლი ხესულისას ფესვებში. თვალებს მოვიჩრდილავ და შორს. ჰორიზონტზე, მლოცველი თვალებით, პირჯვარს გადაგსახავ... მერე დაგიგუბებ პეშვებში... თვალებს დავხუჭავ და მივხვდები, რომ ერთ დღესაც ჩემი ხესულისა ფრთებს გამოისხამს... თვითონვე იქცევა უზარმაზარ ფრთებად და ილივლივებს ზღვასთან ერთად ჩემს მხრებსუკან ყოველ სისხამს... მანამდე კი, საათს ვუყურებ, მზის საათს... და ვიცი, რომ სადღაც იქ ხარ... ზღვისა და ზეცის ჰორიზონტზე... ახლა ხომ სწორედ ფრენის დროა....
გვანცა, მე თოლია ჯონათანი კი ვიცოდი აქამდე და .... ძალიან მიყვარს ...მაგრამ შენთან პირველად მოვხვდი....შენი ,,ხესულისა''....საოცრებაა და ეს მუსიკა...... იცი, იმდენჯერ წავიკითხე რომ...... ძალიან შემიყვარდი, ერთი ნახვით...... ეს უმშვენიერესი პოეზიაა.....;)
გვანცა, მე თოლია ჯონათანი კი ვიცოდი აქამდე და .... ძალიან მიყვარს ...მაგრამ შენთან პირველად მოვხვდი....შენი ,,ხესულისა``....საოცრებაა და ეს მუსიკა...... იცი, იმდენჯერ წავიკითხე რომ...... ძალიან შემიყვარდი, ერთი ნახვით...... ეს უმშვენიერესი პოეზიაა.....;)