ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mexanic
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2009


ჩემიდან შენამდე

ამხელდა ამ ხელებს სიცივე,
ამინდი არ არის მიზეზი,
შენიდან ჩემამდე იცი მე
ეპოქას იაფად ვიძენდი.

მელექსის ამ მწირი უნარით,
სიყვარულს კარუსელს ვადარებ,
ქალები პოეტებს უყვარდით,
როგორაც კანფეტი პატარებს.

შიშველი სიტყვები გავხადე
და აფთრებს მივუგდე საჯიჯგნად,
ყოფიერ ტალანტით თავხედის,
ეპოქა ვირივით გაჯიქდა.

შენიდან ჩემამდე იცი მე
სიყვარულს იაფად ვიძენდი,
თვალებში ყოველთვის სიცივე -
ამინდის როდია მიზეზი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები