ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა ბარტყი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2009


ძველი ლექსი (ლიტერატურული პალიტრიდან გემახსოვრებათ)

მე რომ ვისურვო, იყო კაკლის ხე,
ვიცი, იმ კაკლიდან აკვანს გამითლიან,
ერთი-ორი თვე გადამარწევენ და
ტრადიციულად, და-ძმას გამიზრდიან.
რომ შეგადარო ჰაერს, წყალს, მიწას,
რომელი გამყვები ბოლომდე მიწიერს?!
ჰაერი-არ მჭირდები,
წყალი-არ მწყურიხარ,
მიწას კი გულთან არავინ მიგიშვებს...
მინდა, სამუდამოდ ჩემად დაგიგულო,
ვიცი,არასდროს არ მომჭარბდები,
მაშინ, ძვირფასო, იყავი კუბო,
კუბო... რომელშიც მე მოვთავსდები.

...

(სიცოცხლეში შენს სხეულში დამასვენე,
მოვკვდები და მიკუბოვე, გამასვენე)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები