ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბიოს
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2009


მე აგაღელვეთ ქალბატონო

მე აგაღელვეთ ქალბატონო, ჰო აგაღელვეთ,
ახლა თვალებს ხრით, შეხვედრისას, თუნდაც ქუჩაში
დახრილ თვალებშიც, კარგად ვხედავ, მზე ავაფეთქე
და ცოტაოდენ აღელვებას, გამჩნევთ სუნთქვაშიც.

მე აგაღელვეთ ქალბტონო, ყალბი ღიმილით,
რომელიც კარტში, ცოტახნის წინ თქვენთვის მოვიგე,
მე აგაღელვეთ ქალბატონო, მაგრამ სინდისი
სხეულს აწვალებს და ვერაფრით ვეღარ მოვირგე.

დგახართ და ხელით, იმ პატარა მაჯას აწვალებთ,
რომელზეც ჩანთის ყური ხტის და გეამბორებათ,
თქვენი სხეული მაგ სითეთრით სადაფს ადაბლებს
უფასურდება, ყველაფერი თქვენს წინ ფერხდება.

მე აგაღელვეთ ქალბატონო? კიდევ არ მჯერა
არ მჯერა, ჩემით მოიხიბლეთ ? თუ მეჩვენება
ალიონისფრად გიღაჟღაჟებთ ლოყები ვხედავ,
თავის  თითებით  ჩემს  მაგივრად  მზე  გეფერებათ.

თვითონ კი ამ დროს, ხელებს ვმალავ, შარვლის ჯიბეში,
რადგან არ მინდა, შეამჩნიოთ როგორ თრთის თქვენს წინ
ირონიულად გავიღიმებ, და გაგეცლებით...
დაგიბრუნდებით, როცა თრთოლვას სიმშვიდე შეცვლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს