დეკემბრის მიწურული იყო და ყინვა გვარიანად უჭერდა. ვიდრე გივი თეონასთან იყო, წვრილი თოვლიც წამოვიდა, აი, ისეთი, ხოშკაკალასავით რომ ედება მიწას. მერე კი მალე დნება, მაგრამ... სამაგიეროდ, ნაწვიმარივით ასრიალებს გზას.
თეონასაგან ფრთაშესხმული წამოვიდა...
“პირველი წინააღმდეგობა – გადალახულია, თეონა აღარ გამირბის... მაგრამ, ან კი როდის გამირბოდა? არა, არ გამირბოდა... მაგრამ არც დამყვა არასოდეს... რაღაც ხდება თეონას თავს... რაღაც ისეთი, რაც არ ვიცი და ვერც ამბობს... მაგრამ რა? რა შეიძლებოდა მომხდარიყო?.. ოხ, თეონა... რა სისულელე მოუვა ადამიანს, ხანდახან, თავში? რამ მოაფიქრებინა იმ წამლის დალევა?! განა კი რა მოხდა ასეთი?... ღმერთო ჩემო, რამდენი კითხვა დავსვი და... ვინ გამცემს ამ კითხვებზე პასუხს?! ძალიან მიყვარხარ თეონა! თავადაც ვერ ამიხსნია, ასე უცებ, ასე მოულოდნელად როგორ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში?! ზვავივით დამატყდი თავს! ყველა და ყველაფერი დამავიწყე!... ქეთი დამავიწყე... მაპატიე, ქეთ!... მართლა მიყვარდი... მაგრამ, შენ სხვა სიყვარულით მიყვარდი!... პირველივე წუთიდან ვიცოდი, რომ ჩემი იყავი და... არ მიბრძოლია შენი სიყვარულის მოსაპოვებლად... მაპატიე, ვერც შენი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოლე, - როცა მითხრეს, გვიანი იყო ყველაფერი! ღმერთო, ალბათ როგორ გეტკინა, როცა სული სხეულს ეყრებოდა... და მე არ ვყოფილვარ შენს გვერდით! ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ ვიყავი!... ნეტა თუ გესმოდა ჩემი ღრიალი, როცა მითხრეს, “ქეთი აღარ გყავსო”? მოწმენდილი ციდან თოვლის მოსვლასავით იყო შენი სიკვდილი, ქეთ!... ყველაფერს ვიფიქრებდი, ამის გარდა!... ვიცი, გამიგებ, რასაც გეტყვი... თეონამ ყველა და ყველაფერი დამავიწყა, ქეთ... თავი დამაკარგინა! 6 თვეა, რაც ვიცნობ და... 6 თვეა ადამიანურად არ მძინებია! სიზმრად ვხედავ... იმდენად რეალურად ვხედავ, რომ ვიღვიძებ და თვალით, ხელით, სულით ვეძებ-ხოლმე საწოლში, ოთახებში... ის ჩემთან არასოდეს ყოფილა და მაინც სულ მასთან ვარ! მისი ყოველი უჯრედი მიყვარს... ყოველი ნაკვთი! ვერ დავისაკუთრე და მაინც ჩემია, გესმის, ქეთ? შენ ვერ წარმოიდგენ, რა დამემართა, როცა მითხრეს რაღაც დალიაო... მეგონა ცა ჩამომექცა თავზე... საკუთარ სიცოცხლეს დავთმობდი მის გადასარჩენად! არ ვიცი, რა მჭირს... ვიცი მხოლოდ, რომ მიყვარს! მიყვარს, მიყვარს! მიყვარს...”
ფრთხილად დაყავდა-ხოლმე მანქანა. არ უყვარდა სწრაფად სიარული. ყურადღებიანი მძღოლი იყო, განსაკუთრებით, - ქეთის სიკვდილის შემდეგ... საავარიო სიტუაციების შექმნას ერიდებოდა. მაგრამ ახლა მანქანას “ავტოპილოტით” მართავდა თითქოს... საკუთარ ფიქრებში ჩაძირულიყო... შედარებით სწრაფადაც მიყავდა მანქანა. სველი მიწა სარკესავით პრიალებდა. იმნდენად ციოდა, რომ თოვლის ფენა მომენტალურად იყინებოდა და ლიპყინულს ქმნიდა.
გვერდით მთელი სისწრაფით ჩაუქროლა ვაზ-2105-მა. “რა ეჩქარება? სად მიიჩქარის ასე? თითქოს სიკვდილი უზის გვერდით და ის აიძულებს სწრაფად სიარულს... თვითონაც დაშავდება და სხვასაც დააზიანებს!”
ამის გაფიქრება ვერ მოასწრო გივიმ ბოლომდე, რომ მთელი სისწრაფით მიმავალი ვაზ-2105 ჯერ დაბზრიალდა, შემდეგ მის წინ მიმავალ სხვა მანქანას დაეტაკა, ამობრუნდა და ძარით დაეცა გივის წინ. გივიმ მუხრუჭს დააჭირა ფეხი, მაგრამ, ლიპყინულზე ისიც მოსრიალდა და პირდაპირ ვაზ-2105-ს შეასკდა. - გივი, ხელი მომკიდე, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ!... - ქეთი?... შენ აქ რა გინდა? - ნუ ლაპარაკობ, გეტკინება! ჩუმად იყავი და მომყევი... ჩემთან წაგიყვან და ისევ ერთად ვიქნებით... მე შენს თავს არავის დავუთმობ!!! - არა, ქეთი, არ მინდა შენთან.... თეონაააააა! – იყვირა გივიმ და შუბლით შეასკდა მანქანის საჭეს. წამიერად ჯერ გაწითლდა გარშემო ყველაფერი და მერე გაშავდა... მერე სულაც გაქრა...
მომენტალურად შეიკრიბა ხალხი. - რა საშინელებაა, სამი მანქანა შეასკდა ერთმანეთს... - სულ ამ წითელი 05-ის ბრალი იყო... ორივე მანქანა ამან შეიწირა... - სასწრაფოში დარეკეთ? - ვაიმე, ეს ბიჭი ნამდვილად მკვდარია... კი, მკვდარია!... დედაააა, როგორაა დამტვრეული... - სულ პატარა ბიჭია, 19-20 წლისა თუ იქნება... - ვაი შენს დედას, შვილო!... რამდენი სისხლია მანქანაში! - ამ ბოლო მანქანაში კაცს თავი აქვს გახეთქილი... იქნებ ცოცხალია ჯერ? - ვაიმე, ეს კაცი სისხლისგან დაიცლება, დროზე თუ არ უშველეს... თავი აქვს გახეთქილი... - ვაახ, რა მიქნა ეს, კაცო! ამ ახალი წლის წინ ეს მინდოდა? – ქოთქოთებდა სულ წინა მანქანის მძღოლი, რომელიც სრულიად უნაკაწროდ გადარჩა. მხოლოდ მანქანას ჰქონდა შენგრეული საბარგულის მარცხენა მხარე. - კარგი, თუ ძმა ხარ... ბიჭი მოკვდა და შენ მანქანას ტირი? - ექიმი არავინაა აქ? ნახეთ, რა, იქნებ ცოცხალია ეს კაცი?! - აი, სასწრაფოც მოვიდა... - ვაა, მილიციაც როგორ კუდში მოყვა? - გზა მოგვეცით... გზა-მეთქი... – სასწრაფოს ექიმებს საკაცეები მიჰქონდათ მანქანისკენ.
ვაზ-2105-ის მძღოლი – მკვდარი იყო. გივის მანქანას მიუახლოვდნენ ექიმები. - ვაიმე, ეს ხომ გივია? - ვინ გივი, თამაზ? - ჩვენთან სასწრაფოში რომ მუშაობდა ქეთი, შარშან რომ დაიღუპა ავარიით, იმის ქმარი... – თამაზმა მანქანის კარი გააღო და გივის პულსი უნახა. - ცოცხალია, მაგრამ ძალიან ბევრი სისხლი აქვს დაკარგული... ჩქარა, ბიჭებო!...
სასწრაფო დახმარების მანქანა სირენების კივილით მიქროდა თბილისის ქუჩებში საავადმყოფოსკენ. გივი ხან უგონოდ იყო და ხან გონზე მოდიოდა... თუმცა ამას არც ქვია, ალბათ, გონზე მოსვლა, - ერთი და იმავე ფრაზას იმეორებდა: თეონა.... თეონა.... ქეთი, ხელი გამიშვი...
- აჰა, მერე თქვი, რომ არაფერი არსებობსო... მთელი გზაა ქეთის ეხვეწება, ხელი გამიშვიო... - ნეტა ეს თეონა ვინღაა? - უბის წიგნაკი ნახე, აბა? იქნებ ეწეროს ტელეფონის ნომერი და შევატყობინოთ?!
თამაზმა ჯერ პალტოს ჯიბეები ნახა, შემდეგ – პიჯაკის... სწრაფად იპოვა უბის წიგნაკი. გადაშალა თუ არა, წინა გვერდზევე დაინახა “თეონა” და მისი ტელეფონის ნომერი. მანქანიდანვე დაუკავშირდა დისპეტჩერს... - ზაირა, ნომერი ჩაიწერე... ამ ნომერზე დარეკავ და თეონას იკითხავ. ეტყვი, რომ გივი ავარიაში მოყვა და რომ მე-9-ში მიგვყავს... სულ შენ გახსენებს-თქო... აბა, შენ იცი... არ დამაღალატო... - ვინ გივია, თამაზ? - ჩვენი ქეთი რომ იყო, ექიმი, არ გახსოვს? შარშან დაიღუპა ავარიით... - კი, მერე? - ჰოდა მისი ქმარია... - ესეც, ადამიანო? უი, საწყალი... ახლავე დავრეკავ!
თეონასთან ტელეფონის ზარი გაისმა. ყურმილი თეონამ აიღო. ქალის ხმა თეონას კითხულობდა. - მე ვარ... - საავადმყოფოდან ვრეკავ... გივი იცით, ალბათ, ხო? - კი, ვიცი, მერე? - გივი ავარიაში მოყვა. ცუდად არის... ძალიან ცუდად. - რას ამბობთ, რააას?! – არანორმალური ხმით იყვირა თეონამ. - სულ თქვენ გახსენებთ... იქნებ მოხვიდეთ? - სად მიიყვანეს? - მე-9-ში... მიმღებში იკითხავთ და იქ გეტყვიან დანარჩენს... - მოვდივარ!...
თეონა ოთახიდან გარეთ გამოვარდა. თავბრუ დაეხვა და ჩაიკეცა. ნინუცა კუდში გამოყვა: - რა მოხდა, თეე? - გივი ავარიაში მოყოლილა... იქნებ მოუსწროო... – თეონას ისტერიული ტირილი აუვარდა. - მამიკო, გავიგე ყველაფერი... დამშვიდდი, პალტო ჩაიცვი, წაგიყვან... – გიზომ პირდაპირ სპორტულებზე მოიცვა პალტო და დაბლა ჩავიდა მანქანის დასაქოქად. - მეც წამოვალ, თეეე, - თქვა ნინუცამ და უცებ ამოიცვა თბილი შარვალი.
თეონამაც გადაიცვა პალტო და დაბლა ჩაირბინა. საავადმყოფოში მალე მივიდნენ. მიმღებში როგორც კი ახალი შემოყვანილი ავადმყოფი გივი იკითხეს, მორიგემ აქეთ დაუსვათ შეკითხვა: - ერთ-ერთი თეონა ხომ არ ხართ? - კი, მე ვარ... - თქვენ შებრძანდით, დანარჩენებმა კი – აქ დაუცადეთ...
თეონას ხალათი მოაცვეს და სანიტარმა ზევით აიყვანა, სარეანიმაციოში, სადაც ახლახანს შეიყვანეს გივი.
გივის მთელი თავი დოლბანდებით ჰქონდა შეხვეული. სახეზე გაფითრებულიყო. ტუჩები ციანოზურად გალურჯებოდა... ვენაში - წვეთოვანი ედგა, ცხვირში – ჟანგბადის მილი ჰქონდა გაყრილი... - თეონა... თეონა.... – მოისმა გივის სუსტი ხმა. - აქ ვარ, გივი... შემომხედე... – თეონა მუხლებზე დაეშვა მის წინ... გივის ხელი აიღო და ფრთხილად მოეფერა. - თეონა... თეონა.... – მხოლოდ ამ ერთ სიტყვას ამბობდა თვალდახუჭული და თეონას შეხებაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. - თეონა, ის ახლა უგონოდ არის... – თქვა პალატაში შემოსულმა ექიმმა. - კი, მაგრამ, აბა როგორ ლაპარაკობს? - არ ლაპარაკობს, ბოდავს... - ჩემი სახელის წარმოთქმა არის ბოდვა? – ხმაში წყენა შეეპარა თეონას. - არა... რა თქმა უნდა, არა! უბრალოდ, მას არაფერი ესმის ახლა! - არც ჩემი ხმა? – ცრემლები წამოუვიდა თეონას. - სამწუხაროდ, არა... - რატომ, ღმერთო, რატოოოოომ! რა დაგიშავე ასეთი? რატომ არ გინდა, რომ მეც ვიყო ბედნიერი? რატომ მართმევ ადამიანს, ვისაც მართლა ვუყვარვარ?! რაააატოოოოოოოომ! – მუშტები დაუშინა თეონამ რკინის საწოლის კიდეს. – გივი, ხომ მეუბნებოდი, რომ გიყვარვარ? თუ მართლა გიყვარვარ, გივი, გაახილე თვალები! - თეონა, ტყუილია, ვერაფერს გააგებინებთ! - დამანებეთ თავი! ხომ მაინც კვდება? მაცალეთ, რომ ჩემს ხელებში დალიოს სული! – იკივლა თეონამ, - იქნებ გაიგოს კიდეც ჩემი ხმა და გამობრუნდეს?... ხალხი არა ხართ? დამტოვეთ ცოტა ხნით!
უცებ თეონას დათოს ნათქვამი გაახსენდა: “ხო, შენ გახდები 22-ის, 23-ის, 24-ის... და ის სულ 34 წლისა იქნება, ვიდრე არ დაეწევი ასაკით, ხო?” “რა იყო ეს, წინასწარმეტყველება, გაცხადებული დათოს პირით?”
ექიმი პალატიდან გავიდა და ექთანს სთხოვა, ყურადრებით ყოფილიყო... - გოგონა ძალიან შეწუხებულია... თავს არაფერი აუტეხოს! - აქ ვარ, ექიმო... თვალს არ მოვაშორებ...
თეონა ახლოს მიიწია გივისკენ და მის ბაგეს შეეხო ტუჩებით. - მაპატიე, გივი... მაპატიე... ჩემი ნებით შენთვის არასოდეს მიკოცნია... აი, ახლა მე თავად გკოცნი... რა სულელი ვიყავი, ღმერთო!... სამაგიერო გადამიხადე? მე მეუბნებოდი, “ეგოისტი ხარო”?... აკი, “უშენოდ რა მეშველებაო”? ახლა აღარ ფიქრობ ასე? გაახილე თვალი და მითხარი, რომ არ მიმატოვებ! - თეონა.... - მე ვარ, გივი, მე... შემომხედე... გთხოვ, გემუდარები, შემომხედე! - თეონა... თეონა... - გივი... გინდა, გითხრა, რას გიმალავდი? რატომ არ გიკარებდი სიახლოვეს? თუ დაბრუნდები, გეტყვი... გაახილე თვალი... ან, კარგი, თვალდახუჭულმა მისმინე... ოღონდ მისმინე... ჩემს ხმას გამოყევი, გივი, და... ჩემთან დაბრუნდი... - თეონა... – გივიმ ოდნავ შეატოკა ქუთუთო... - არ ვიცი, გესმის ჩემი თუ არა... მაინც მინდა გითხრა... როგორც აღსარებაზე... იცი-მეთქი, რას გიმალავდი? ან რატომ გიმალავდი? მრცხვენოდა, გივი... მრცხვენოდა, რომ ერთი თვის გათხოვილი, ისევ ქალიშვილი დავბრუნდი სახლში... ეს არავინ იცის... ვიცით მხოლოდ მე და დათომ... და კიდევ შენ, გივი... - ასეც ვიცოდი... რაღაცას რომ მალავდი... – ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა გივიმ და ოდნავ მოუჭირა ხელი თეონას ხელს... - გივი... გივი, გესმის ჩემი? – ცრემლიანი თვალები გაუბრწყინდა თეონას. - მესმის, თეონა... ქეთის ვთხოვე, “ცოტა ხნით გამიშვი და ახლავე დავბრუნდები-მეთქი”... ის მელოდება, თეეე... - ქეთი? – სახე მოეღრიცა თეონას, - შენი მეუღლე აქ არის? - ჰო... მივყვები... მას მივყავარ, თეეე... - აკი “მიყვარხარო”? აკი “უშენოდ ვერ ვიცოცხლებო”? მატყუებდი? ქეთის მიყვები და ჩემთან აღარ გინდა დარჩენა? დამანახე, სად არის ეს შენი ქეთი!... – იყვირა თეონამ და თავადვე ინანა: თავში თითქოს რაღაც დაარტყესო, მერე თითქოს რაღაც ჩაირთო და... ოთახი ცისფრად განათდა... ოთახის კუთხეში კი მასზე უფროსი, მაგრამ სრულიად ახალგაზრდა, ლამაზი ქალი დაინახა. - მეძახდი? აქ ვარ... გისმენ... - შენ... ვინ ხარ?! - მე ქეთი ვარ! მე მიყვარს ჩემი ქმარი, შენგან განსხვავებით!... - და იქნებ მეც მიყვარს? - ვინ, ჩემი ქმარი?... ჰმმმ... შენ არავინ გიყვარს!... მე შენ გივის არ დაგითმობ! არასოდეს!... - ბავშვი მაინც შეიცოდე... აღარც დედა, აღარც მამა... – თეონა ცდილობდა რამე არგუმენტი ეპოვა გივის დასატოვებლად, მაგრამ... უშედეგოდ, ვერაფერს პოულობდა! - ეგოისტი ხარ!... - მე კი არა, შენ ხარ ეგოისტი, ქალბატონო! - ჩუუუ, გოგოებო, ნუ იჩხუბებთ!... ქეთ, დაანებე თავი თეონას! წადი, მას შენს გარეშე მინდა ვუთხრა რამდენიმე სიტყვა... - სულ ორ წუთს გაძლევ, გივი... – და უცებ ცისფერი სინათლე ჩაქრა და პალატაში იგივე დაბალვატიანი ნათურა აინთო. - თეონა... მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ... მაგრამ... უნდა დაგტოვო... ერთი თხოვნა შემისრულე... ის ბეჭედი და კულონი, შენს სახელზე ნაყიდი, ჩემს სახსოვრად ატარე... არავის მისცე!... და გახსოვდეს, თუ ოდესმე რამე გაგიჭირდება, მე შენს გვერდით ვიქნები... – ჩურჩულებდა გივი და თანდათან სულ ეცლებოდა ძალა. - გივი, გაჩუმდი... ძალას ნუ ხარჯავ... - მე ჩემს უკანასკნელ წუთს ვხარჯავ, თეე... მაკოცე, გთხოვ... და თუ გინდა მომატყუე... მაგრამ მითხარი, რომ გიყვარვარ... – გივიმ ძლივს ასწია ხელი, რომ თეონას სახესთან მიეტანა, მის თმაზე გადაესვა.... - მიყვარხარ, გივი... არ ვიცოდი და მართლა მიყვარხარ... – თეონა დაიხარა და გივის გალურჯებულ ტუჩებზე აკოცა. თან ღვარად მოსდიოდა ცრემლები. - გმადლობ, თეეე... მშვიდობით!... – თქვა გივიმ, მერე ერთი ღრმად ამოისუნთქა და... გივის ხელი მძიმედ დავარდა საბანზე. - ააააააააააა! – იკივლა თეონამ და გივის ჯერ კიდევ თბილ, მგრამ უკვე უგრძნობ სხეულს გადაემხო, - რაააა-ტოოოოომ?!.............
თეონას კივილზე პალატაში ექიმი და ექთანი ერთად შემოცვივდნენ. - მორჩა... გარდაიცვალა, - თქვა ექიმმა, როცა გივის საძილე არტერია უნახა და თვალში ნათურა ჩაანათა.
თეონას ხელი მოხვიეს და გარეთ გამოიყვანეს. გიზო და ნინუცა შორიდანვე მიხვდნენ, რაც მოხდა და თეონას შესახვედრად წავიდნენ. - მამიკო, რატომ ვარ ასეთი უბედური, მააა! – მთელი ხმით ბღაოდა თეონა. რატომ მოკვდა გივი, რააააა-ტოოოოოოოოომ?! - კარგი, დამშვიდდი, მამიკო... – გიზომ გულში ჩაიკრა თეონა, რომელიც ძლივს იდგა ფეხზე. – წავიდეთ!
* * *
სახლში მისული თეონა ლოგინში ჩაწვა და მხოლოდ მეხუთე დღეს ადგა ფეხზე, როცა უთხრეს, დღეს გივის დაკრძალვა არისო...
შავებში ჩაცმული თეონა გიზომ წაიყვანა გივის სახლისკენ. ნინუცაც გაჰყვა. სისხლივით წითელი ვარდების დიდი თაიგულით მარტო შევიდა პანაშვიდზე...
ნინიკო იქვე იდგა... “თურმე როგორ ჰგვანებია დედას”, - გაიფიქრა და გაუღიმა ბავშვს... - ხომ მაინც ვერ გახდი ჩემი დედინაცვალი? – უცნაური გრიმასით, ხმამაღლა დაიყვირა ნინიკომ და ვიღაც ქალს ფეხებზე მოეხვია... - ააა, შენ ბრძანდები, ქალბატონო, ის თეონა? შენ გინდოდა, არა, გივის ქონების ხელში ჩაგდება და ბავშვის უქონელად დატოვება?! – იყვირა ამ ქალმა, - ჩემი ქალიშვილის სისხლი ჯერ მიწას არ შეშრობია და შენ კი... - რა, “მე”? მე მინდოდა გივის ქონება? გივის თუ ქონება ჰქონდა, ახლა გავიგე, თქვენგან! და თქვენს ქალიშვილს რომ ხელჩაკიდებული არ წაეყვანა თავისი ქმარი, ახლა ნინიკოს მამა მაინც ეყოლებოდა!... მაპატიე, გივი, ეს რომ ვთქვი, მაგრამ... მაიძულეს! - თავხედო გოგო! გადი ახლავე აქედან!... – იყვირა ისევ ბებიამ.
თეონამ ოთახი მოათვალიერა. თითქოს რაღაცას ეძებდა. - ქეთი, ხომ ვიცი, რომ აქ ხარ?! შენს კისერზე იყოს გივის ცოდვაც და ნინიკოს დაობლებაც... და გააჩუმე დედაშენი, ვიდრე მე გამიჩუმებია! – ოთახში მსხდომმა ჭირისუფლებმა აშკარად დაინახეს, როგორ ჩაუშავდა თეონას ზღვისფერი თვალები და გაიგეს, როგორ უცებ შეეცვალა ხმა, - ვერცხლის ზანზალაკები გამაყრუებლად წკრიალებდნენ ხმაში, ქეთის დედას კი, შიშით, გული წაუვიდა.
თეონა მობრუნდა, გივის შუბლზე აკოცა, ყვავილები ფერხთით დაუწყო და დაბლა ჩავიდა. მანქანაში დაჯდა. - წავიდეთ, თეე? – მიუბრუნდა გიზო. - წავიდეთ... - არ რჩები გამოსვენებამდე? – ჰკითხა ნინუცამ. - არა... - გოგო, საფლავი მაინც არ გინდა იცოდე, სად იქნება? - რად მინდა საფლავი? მე მას ისე შევხვდები-ხოლმე... - სად ისე, თეეე? – ნინუცას ყალყზე დაუდგა თმა. - იქ...
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
43. აი,ასე ჩამითრიაა.. აი,ასე ჩამითრიაა..
42. არა რაა...დამაწყდა თვალები... ამოვაპრინტერებ ყველა თავს და თბილად,კარმის წინ ვიკითხავ! ასე ჯობია! არა რაა...დამაწყდა თვალები... ამოვაპრინტერებ ყველა თავს და თბილად,კარმის წინ ვიკითხავ! ასე ჯობია!
40. - მე ჩემს უკანასკნელ წუთს ვხარჯავ, თეე... მაკოცე, გთხოვ... და თუ გინდა მომატყუე... მაგრამ მითხარი, რომ გიყვარვარ... – გივიმ ძლივს ასწია ხელი, რომ თეონას სახესთან მიეტანა, მის თმაზე გადაესვა.... - მიყვარხარ, გივი... არ ვიცოდი და მართლა მიყვარხარ... – თეონა დაიხარა და გივის გალურჯებულ ტუჩებზე აკოცა. თან ღვარად მოსდიოდა ცრემლები. - გმადლობ, თეეე... მშვიდობით!... – თქვა გივიმ, მერე ერთი ღრმად ამოისუნთქა და... გივის ხელი მძიმედ დავარდა საბანზე.
გავსკდი ღრიალით... :(( :(( :(( მერამდენე თავია, ვტირი.... - მე ჩემს უკანასკნელ წუთს ვხარჯავ, თეე... მაკოცე, გთხოვ... და თუ გინდა მომატყუე... მაგრამ მითხარი, რომ გიყვარვარ... – გივიმ ძლივს ასწია ხელი, რომ თეონას სახესთან მიეტანა, მის თმაზე გადაესვა.... - მიყვარხარ, გივი... არ ვიცოდი და მართლა მიყვარხარ... – თეონა დაიხარა და გივის გალურჯებულ ტუჩებზე აკოცა. თან ღვარად მოსდიოდა ცრემლები. - გმადლობ, თეეე... მშვიდობით!... – თქვა გივიმ, მერე ერთი ღრმად ამოისუნთქა და... გივის ხელი მძიმედ დავარდა საბანზე.
გავსკდი ღრიალით... :(( :(( :(( მერამდენე თავია, ვტირი....
39. კარგი რა თამააააარ, ეს უკვე ხიჩკოკობაააააა:((((( კარგი რა თამააააარ, ეს უკვე ხიჩკოკობაააააა:(((((
38. ეს გივი მომეწონა და მოკალით, ვინ იქნება შემდეგი? ეს გივი მომეწონა და მოკალით, ვინ იქნება შემდეგი?
37. ეეე, ტყუილა მართლა რა, ბედი თუ არ გაქვს, როგორიც გინდა, ლამაზი იყავი........:( ეეე, ტყუილა მართლა რა, ბედი თუ არ გაქვს, როგორიც გინდა, ლამაზი იყავი........:(
36. მოკლედ არ მოისვენეთ სანამ ცრემლი მკითხველსაც არ ადინეთ,ხომ?! არ გაახარე თეონა რაა...:( მოკლედ არ მოისვენეთ სანამ ცრემლი მკითხველსაც არ ადინეთ,ხომ?! არ გაახარე თეონა რაა...:(
35. შემაჟრჟოლა :( შემაჟრჟოლა :(
34. შემეცოდა გივი. უჰ, თამარ შენ რა გითხარი. რამ მოგაკვლევინა ახლა ეგ კაცი. შემეცოდა გივი. უჰ, თამარ შენ რა გითხარი. რამ მოგაკვლევინა ახლა ეგ კაცი.
33. ქალბატონო თამარ თქვენ სადო-მაზოხისტი თეონას უწოდეთ ,მე კი მგონია რომ თქვენ ხართ ასეთი...(ხუმრობით...) ქალბატონო თამარ თქვენ სადო-მაზოხისტი თეონას უწოდეთ ,მე კი მგონია რომ თქვენ ხართ ასეთი...(ხუმრობით...)
32. ოთახში მსხდომმა ჭირისუფლებმა აშკარად დაინახეს, როგორ ჩაუშავდა თეონას ზღვისფერი თვალები და გაიგეს, როგორ უცებ შეეცვალა ხმა, - ვერცხლის ზანზალაკები გამაყრუებლად წკრიალებდნენ ხმაში, ქეთის დედას კი, შიშით, გული წაუვიდა.
ვაახ, ლამის მეც გვირგვინი შევუკვეთე... რას გვანერვიულებ ამდენ ხალხს? 5 ოთახში მსხდომმა ჭირისუფლებმა აშკარად დაინახეს, როგორ ჩაუშავდა თეონას ზღვისფერი თვალები და გაიგეს, როგორ უცებ შეეცვალა ხმა, - ვერცხლის ზანზალაკები გამაყრუებლად წკრიალებდნენ ხმაში, ქეთის დედას კი, შიშით, გული წაუვიდა.
ვაახ, ლამის მეც გვირგვინი შევუკვეთე... რას გვანერვიულებ ამდენ ხალხს? 5
31. ეგ კაცი იყო ჩვენი იმედი და გამოგვაცალე ხელიდან , აბა იმედი ბოლო კვდებაო?
ეგ კაცი იყო ჩვენი იმედი და გამოგვაცალე ხელიდან , აბა იმედი ბოლო კვდებაო?
30. ეეეჰ...ბედი რომ არ ექნება ადამიანს :( ეს რა იყო მაინც აა? ეეეჰ...ბედი რომ არ ექნება ადამიანს :( ეს რა იყო მაინც აა?
29. მაგარი ხარ, თამარ. :) მაგარი ხარ, თამარ. :)
28. ვააახ, რას ერჩით ამ ჯაბას? დაანებეთ ჯაბას თავი!... "დაანებეთ ჩემს ცოლს თავი"...
არა, არაა ჯაბა "ჩემი ცოლი".......... :)) :)))))))))))))))))) ვააახ, რას ერჩით ამ ჯაბას? დაანებეთ ჯაბას თავი!... "დაანებეთ ჩემს ცოლს თავი"...
არა, არაა ჯაბა "ჩემი ცოლი".......... :)) :))))))))))))))))))
27. იმის ცოლს კიდე რაღა ქეთი ერქვა, ლამისაა მე გავუშვი ეგ კაცი ცისკენ, ისე სთხოვდა :)) უჰ, ავღელდი ნამეტანი :)
ისე, ჯაბა რომ ყოფილიყო მის ადგილას, ჯობია. საინტერესოა, როდესაც შენი მეტოქე საფლავია :)
იმის ცოლს კიდე რაღა ქეთი ერქვა, ლამისაა მე გავუშვი ეგ კაცი ცისკენ, ისე სთხოვდა :)) უჰ, ავღელდი ნამეტანი :)
ისე, ჯაბა რომ ყოფილიყო მის ადგილას, ჯობია. საინტერესოა, როდესაც შენი მეტოქე საფლავია :)
26. თამრი.მომეწონა გივის და თეონას ურთიერთობის ''ეპიზოდები'' ყველაზე მეტად. მაგდასგან განსხვავებით თეონას ლიტერატურული სახე გაამრავალფეროვნე და გაამდიდრე. სწორხაზოვანი არაა. მე ყველაზე მეტად ასეთი თეონა მომწონს- აზარტული,ავანტურისტკა,რისკიანი,''ხულიგანკა'' და...ძალიან ქალური ,მგრძნობიარე. კიდევ ბევრი სხვადასხვანაირი თეონა დამანახე ამ ეპიზოდებში.
ცხოავრებასთან გამოწვევა და თამაშიც შეუძლია ამ თეონას. და ეს თეონა შენ მიგამსგავსე,ანუ ''ჩემს'' თამარს. რატომღაც მეგონა გივისნაირ ქმარს აურჩევდი თეონას..ადამიანურ ტიპაჟს ვგულისხმობ,ოღონდ ''უპრობლემოს'' ანუ ბავშვის და გარდაცვლილი ცოლის გარეშე..
მოგიკითხე...
ხო მომინდა მეთქვა ყოველგვარი განზოგადების და კონკრეტიკის გარეშე.არის ხოლმე რომ მეშინია,რომ ადამიანმა არ განმხიბლოს. შენთან ეს შიში არ მქონია არასდროს:) პ.ს ცხადია ყველა გამოტოვებული თავი წავიკითხე წეღან.:) თამრი.მომეწონა გივის და თეონას ურთიერთობის ``ეპიზოდები`` ყველაზე მეტად. მაგდასგან განსხვავებით თეონას ლიტერატურული სახე გაამრავალფეროვნე და გაამდიდრე. სწორხაზოვანი არაა. მე ყველაზე მეტად ასეთი თეონა მომწონს- აზარტული,ავანტურისტკა,რისკიანი,``ხულიგანკა`` და...ძალიან ქალური ,მგრძნობიარე. კიდევ ბევრი სხვადასხვანაირი თეონა დამანახე ამ ეპიზოდებში.
ცხოავრებასთან გამოწვევა და თამაშიც შეუძლია ამ თეონას. და ეს თეონა შენ მიგამსგავსე,ანუ ``ჩემს`` თამარს. რატომღაც მეგონა გივისნაირ ქმარს აურჩევდი თეონას..ადამიანურ ტიპაჟს ვგულისხმობ,ოღონდ ``უპრობლემოს`` ანუ ბავშვის და გარდაცვლილი ცოლის გარეშე..
მოგიკითხე...
ხო მომინდა მეთქვა ყოველგვარი განზოგადების და კონკრეტიკის გარეშე.არის ხოლმე რომ მეშინია,რომ ადამიანმა არ განმხიბლოს. შენთან ეს შიში არ მქონია არასდროს:) პ.ს ცხადია ყველა გამოტოვებული თავი წავიკითხე წეღან.:)
25. :( :( :( :( :( მწუხარებას ვიზიარებ ჩემო თეონა... :( :( :( მეც ვიტირე შენთან ერთად... ეეჰ... ქალბატონო თამარ... რა დღეში გვაგდებ ხალხს... ამ გივის რაღას ერჩოდით... ყოფილიყო, ეცოცხლა... როგორ მომწონდა... ძალიან ემოციური თავი იყო... :( ახალი მალე იქნება? ველით მოუთმენლად. :( :( :( :( :( მწუხარებას ვიზიარებ ჩემო თეონა... :( :( :( მეც ვიტირე შენთან ერთად... ეეჰ... ქალბატონო თამარ... რა დღეში გვაგდებ ხალხს... ამ გივის რაღას ერჩოდით... ყოფილიყო, ეცოცხლა... როგორ მომწონდა... ძალიან ემოციური თავი იყო... :( ახალი მალე იქნება? ველით მოუთმენლად.
24. ვაი, საწყალი გივი... ვაი, საწყალი გივი...
23. ჯაბა არაფერსაც აღარ იზამს, მერაბიკო... ვხედავ, შენ ჯაბას გულშემატკივრობ, მაგრამ... ეს რომანი თეონაზეა და არა ჯაბაზე. :)))))))))))))))))))))))))))))
ემილი, რას ერჩი ან ჯაბას და ან დათოს? განა ყველას უკეთესი არ უნდა თავისთვის? ერთი ადამიანი მაინც მაჩვენე, რომელიც იტყვის, - "ჯანდაბას, მე უარესი შემხვდეს, მთავარია იმას (ვიღაცას!) შეხვდეს საუკეთესო და ის ვიღაც იყოს ბედნიერიო..." და მე სულ წავშლი ამ რომანს! სამწუხაროდ, ადამიანი ეგოისტია თავისი ბუნებით!
მე მინდა თქვენ ამ რომანის მთავარ თემას არ აცდეთ, - აქ უნდა დაინახოთ თაიას (უცხო პლანეტის სულის) გაადამიანება! და ის, რაც მისაღები და შესრულებადია ადამიანისთვის, მიუღებელი და გადაუჭრელი პრობლემაა სხვა პლანეტის სულისთვის! ვიდრე თაია სავსე იყო იმ სხვა პლანეტის ენერგიით, მას ყველაფერი ადვილად გამოსდიოდა ხელიდან. დრო გადის, თაიას "გათეონების" პროცესში წარმოიქმნება მცირე პრობლემები და დროის მსვლელობასთან ერთად ეს პრობლემები მატულობს! თაიამ თავად მოინდომა ადამიანობა... ე.ი. მან უნდა გამოსცადოს ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი განიცდის: აღზევებაც და დაცემაც, სიყვარულიც და სიძულვილიც, სიხარულიც და ტკივილიც...
მოკლედ, ვაგრძელებთ!... :))))))))))))) ჯაბა არაფერსაც აღარ იზამს, მერაბიკო... ვხედავ, შენ ჯაბას გულშემატკივრობ, მაგრამ... ეს რომანი თეონაზეა და არა ჯაბაზე. :)))))))))))))))))))))))))))))
ემილი, რას ერჩი ან ჯაბას და ან დათოს? განა ყველას უკეთესი არ უნდა თავისთვის? ერთი ადამიანი მაინც მაჩვენე, რომელიც იტყვის, - "ჯანდაბას, მე უარესი შემხვდეს, მთავარია იმას (ვიღაცას!) შეხვდეს საუკეთესო და ის ვიღაც იყოს ბედნიერიო..." და მე სულ წავშლი ამ რომანს! სამწუხაროდ, ადამიანი ეგოისტია თავისი ბუნებით!
მე მინდა თქვენ ამ რომანის მთავარ თემას არ აცდეთ, - აქ უნდა დაინახოთ თაიას (უცხო პლანეტის სულის) გაადამიანება! და ის, რაც მისაღები და შესრულებადია ადამიანისთვის, მიუღებელი და გადაუჭრელი პრობლემაა სხვა პლანეტის სულისთვის! ვიდრე თაია სავსე იყო იმ სხვა პლანეტის ენერგიით, მას ყველაფერი ადვილად გამოსდიოდა ხელიდან. დრო გადის, თაიას "გათეონების" პროცესში წარმოიქმნება მცირე პრობლემები და დროის მსვლელობასთან ერთად ეს პრობლემები მატულობს! თაიამ თავად მოინდომა ადამიანობა... ე.ი. მან უნდა გამოსცადოს ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი განიცდის: აღზევებაც და დაცემაც, სიყვარულიც და სიძულვილიც, სიხარულიც და ტკივილიც...
მოკლედ, ვაგრძელებთ!... :)))))))))))))
22. მეც შემეცოდა გივი...ამ თავმა დამასევდიანა.ჩემი აზრით ძალიან სწორად მოიქეცით ქალბატონო თამარ...თეონას მაინც არ უყვარდა გივი და ცოდო იყო ეს კაცი...სანთელივით დნებოდა...ახლა თავის ცოლთან არის...გივიმაც დაისვენა,თეონამაც და ჩ ვ ე ნ ც :D ახლა ჯაბა ვნახოთ რას იზამს...მოუთმენლად ველი გაგრძელებას მეც შემეცოდა გივი...ამ თავმა დამასევდიანა.ჩემი აზრით ძალიან სწორად მოიქეცით ქალბატონო თამარ...თეონას მაინც არ უყვარდა გივი და ცოდო იყო ეს კაცი...სანთელივით დნებოდა...ახლა თავის ცოლთან არის...გივიმაც დაისვენა,თეონამაც და ჩ ვ ე ნ ც :D ახლა ჯაბა ვნახოთ რას იზამს...მოუთმენლად ველი გაგრძელებას
21. თამარ ბარემ თეონაც მოკალი და დავისვენებთ :D ჯაბა და დათო უფრო იყვნენ სასიკვდილოები.ისე,ყველა კაცის სინსილა გაწყდა :D მაგარი ხარ თამარ,ველოდები მომდევნო თავს :-* +2 თამარ ბარემ თეონაც მოკალი და დავისვენებთ :D ჯაბა და დათო უფრო იყვნენ სასიკვდილოები.ისე,ყველა კაცის სინსილა გაწყდა :D მაგარი ხარ თამარ,ველოდები მომდევნო თავს :-* +2
20. ვაახ, ჩემს ხელშია თეონა? პირიქით ხომ არ არის? მე უკვე მგონია, რომ ჩემზეც გავლენა მოახდინა და როგორც უნდა ისე მმართავს! :)) :)) :))))))))))))))))))))))) ვაახ, ჩემს ხელშია თეონა? პირიქით ხომ არ არის? მე უკვე მგონია, რომ ჩემზეც გავლენა მოახდინა და როგორც უნდა ისე მმართავს! :)) :)) :)))))))))))))))))))))))
19. საწყალი თეონა შენს ხელში...ქაჯად გინდა გადააქციო...? საწყალი თეონა შენს ხელში...ქაჯად გინდა გადააქციო...?
18. საინტერესოა.... მანქანების არაფერი ვიცი და ...ისე მაგარია...მაძაფრია... და ახლაა საინტერესო...ვინ?.......:) :) :) საინტერესოა.... მანქანების არაფერი ვიცი და ...ისე მაგარია...მაძაფრია... და ახლაა საინტერესო...ვინ?.......:) :) :)
16. ძნელია ეხლა ასე ჩემთვის რეალურად დამაჯერებელი საავარიო სიტუაციის აღწერა, რომლის შედეგადაც მძღოლის სიკვდილი დამაჯერებელი იქნებოდა. მერე, პირადი შეხვედრისას, აგიხსნი ყველაფერს დაწვრილებით. პატივისცემით ძნელია ეხლა ასე ჩემთვის რეალურად დამაჯერებელი საავარიო სიტუაციის აღწერა, რომლის შედეგადაც მძღოლის სიკვდილი დამაჯერებელი იქნებოდა. მერე, პირადი შეხვედრისას, აგიხსნი ყველაფერს დაწვრილებით. პატივისცემით
15. ესე იგი, გივის "ავარიაში შესვლა" და ასე სიკვდილი, ჩემი აზრით, ტექნიკურად ცოტათი უმოტივაციო ხომ არ გამოდის?! ილტოსპირელი.... 2009-08-15 13:13:50
მიშა, ის მანქანა ძარით დაეცა პირდაპირ გივის მანქანის წინ და... ნუ, შეიძლება, მე მანქანის მართვა არ ვიცი პრაქტიკულად და... აბა რა უნდა გაეკეთებინა? სიჩქარე უნდა მოემატებინა? არ გეწინააღმდეგები, უბრალოდ ვკითხულობ, რომ შევასწორო... ესე იგი, გივის "ავარიაში შესვლა" და ასე სიკვდილი, ჩემი აზრით, ტექნიკურად ცოტათი უმოტივაციო ხომ არ გამოდის?! ილტოსპირელი.... 2009-08-15 13:13:50
მიშა, ის მანქანა ძარით დაეცა პირდაპირ გივის მანქანის წინ და... ნუ, შეიძლება, მე მანქანის მართვა არ ვიცი პრაქტიკულად და... აბა რა უნდა გაეკეთებინა? სიჩქარე უნდა მოემატებინა? არ გეწინააღმდეგები, უბრალოდ ვკითხულობ, რომ შევასწორო...
14. ყოჩაღ თამარ!!! მართლაც შენი ამონარიდი ჩემს კომენტარებში შეესაბამება თითქმის ფაქტებს!!! გაიხარე შენააა!!! ძლიერი ხარ!!!
ყოჩაღ თამარ!!! მართლაც შენი ამონარიდი ჩემს კომენტარებში შეესაბამება თითქმის ფაქტებს!!! გაიხარე შენააა!!! ძლიერი ხარ!!!
13. გავგიჟდიიიიიიიიიიი! დავიტანჯეეეეე! რას აპირებ ნეტა აწი? ველოდები! :) გავგიჟდიიიიიიიიიიი! დავიტანჯეეეეე! რას აპირებ ნეტა აწი? ველოდები! :)
12. წავიკითხე. რა თქმა უნდა, საინტერესოა. ჩვეული ექსპრესია, დახვეწილი თხრობა. გივის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე დავაში არ შემოვალ - ეს ავტორის საქმეა, მან უკეთ იცის, როგორ განავითაროს სიუჟეტი, ჩანაფიქრი ხომ მისია! მაგრამ ერთი შეუსაბამობაა, ჩემი აზრით, "ავარიის საქმეში": ყველა მძღოლმა იცის ანბანური ჭეშმარიტება - ლიპ-ყინულზე უცებ დამუხრუჭება არ შეიძლება! მითუმეტეს, რომ გივი, ავტორის თქმით, ყურადღებიანი მძღოლი იყო და ძველი ავარიის შემდეგ საკმაოდ ფრთხილადაც კი დაყავდა მანქანა! ესე იგი, გივის "ავარიაში შესვლა" და ასე სიკვდილი, ჩემი აზრით, ტექნიკურად ცოტათი უმოტივაციო ხომ არ გამოდის?! სხვად, ჩემი მოწონება სახეზეა! წარმატებები! წავიკითხე. რა თქმა უნდა, საინტერესოა. ჩვეული ექსპრესია, დახვეწილი თხრობა. გივის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე დავაში არ შემოვალ - ეს ავტორის საქმეა, მან უკეთ იცის, როგორ განავითაროს სიუჟეტი, ჩანაფიქრი ხომ მისია! მაგრამ ერთი შეუსაბამობაა, ჩემი აზრით, "ავარიის საქმეში": ყველა მძღოლმა იცის ანბანური ჭეშმარიტება - ლიპ-ყინულზე უცებ დამუხრუჭება არ შეიძლება! მითუმეტეს, რომ გივი, ავტორის თქმით, ყურადღებიანი მძღოლი იყო და ძველი ავარიის შემდეგ საკმაოდ ფრთხილადაც კი დაყავდა მანქანა! ესე იგი, გივის "ავარიაში შესვლა" და ასე სიკვდილი, ჩემი აზრით, ტექნიკურად ცოტათი უმოტივაციო ხომ არ გამოდის?! სხვად, ჩემი მოწონება სახეზეა! წარმატებები!
11. არა, ნუკი, მე სხვების აზრის მიხედვით არ ვმართავ სიუჟეტს რომანში... არ ჩანდა განა, რომ მათ ერთად ყოფნა არ ეწერათ? და ის დათოს წინასწარმეტყველება მე ხომ მერე არ ჩამიმატებია? ასე რომ... ნაწარმოების ავტორი - მე ვარ... ჩემი მკითხველები - მხოლოდ ჩემი "სტიმულატორები" არიან... :)))))))))))))))))))) არა, ნუკი, მე სხვების აზრის მიხედვით არ ვმართავ სიუჟეტს რომანში... არ ჩანდა განა, რომ მათ ერთად ყოფნა არ ეწერათ? და ის დათოს წინასწარმეტყველება მე ხომ მერე არ ჩამიმატებია? ასე რომ... ნაწარმოების ავტორი - მე ვარ... ჩემი მკითხველები - მხოლოდ ჩემი "სტიმულატორები" არიან... :))))))))))))))))))))
10. სწყალი გივი სწყალი გივი
9. არ უნდა მოგეკლათ ეს ადამიანი. უკვე ვხვდები, რომ სხვადასხვა აზრები ფიქსირდება, ზოგს როგორ მოსწონს და ზოგს როგორ. აქედან გამომდინარე, მემგონი აჯობებდა, ასეთი გადამწყვეტი მომენტები თავად გემართათ ქალბატონო თამარ. არ უნდა მოგეკლათ ეს ადამიანი. უკვე ვხვდები, რომ სხვადასხვა აზრები ფიქსირდება, ზოგს როგორ მოსწონს და ზოგს როგორ. აქედან გამომდინარე, მემგონი აჯობებდა, ასეთი გადამწყვეტი მომენტები თავად გემართათ ქალბატონო თამარ.
8. აააჰ, ეს არ გეთქვა ნეკერ და... ჯაბა - თეონას მოუნელებელი ტკივილი და სიყვარულია! ჯაბას მოცილება - ძალიან ადრეა! და შეუძლებელიც!... ჯაბა - მუდმივაა! აააჰ, ეს არ გეთქვა ნეკერ და... ჯაბა - თეონას მოუნელებელი ტკივილი და სიყვარულია! ჯაბას მოცილება - ძალიან ადრეა! და შეუძლებელიც!... ჯაბა - მუდმივაა!
7. "მოაშორეთო და მოვაშორეო?" ეს ჩემს ბოსტანში? :) ასეთი მოშორებით ჰა-ჰა ჯაბა გამემეტებინა... გივი უდანაშაულო იყო... უარს ეტყოდა ეს კაცთმოძულე და ვსიო რა... ვაიმე, თამარ, ერთი ნორმალური ამ საწყალ თეონასაც გამოუჩინე თორემ აღარ შემიძლია :) "მოაშორეთო და მოვაშორეო?" ეს ჩემს ბოსტანში? :) ასეთი მოშორებით ჰა-ჰა ჯაბა გამემეტებინა... გივი უდანაშაულო იყო... უარს ეტყოდა ეს კაცთმოძულე და ვსიო რა... ვაიმე, თამარ, ერთი ნორმალური ამ საწყალ თეონასაც გამოუჩინე თორემ აღარ შემიძლია :)
6. რა გეღირსა ძლივს, ვივიენ? :) ასეთი ტემპით, ახლა რომ ვწერ, არასოდეს მიწერია! ყოველ მეორე დრეს ვდებ თითო თავს... :))))))))))))) რა გეღირსა ძლივს, ვივიენ? :) ასეთი ტემპით, ახლა რომ ვწერ, არასოდეს მიწერია! ყოველ მეორე დრეს ვდებ თითო თავს... :)))))))))))))
4. ძლივს მეღირსა. სულმოუთქმელად ჩავიკითხე. გმადლობთ ქალბატომო დიდო....:) ძლივს მეღირსა. სულმოუთქმელად ჩავიკითხე. გმადლობთ ქალბატომო დიდო....:)
3. მე არ მქონია მასეთი სურვილი თამარ.... :( შემეცოდა გივი... კარგი თავი იყო... ოღონდ,დადებითი ემოციები მომენატრა უკვე.... მე არ მქონია მასეთი სურვილი თამარ.... :( შემეცოდა გივი... კარგი თავი იყო... ოღონდ,დადებითი ემოციები მომენატრა უკვე....
2. მკითხველის სურვილი - კანონია! არავის არ მოსწონდა ეს ჩემი "ბულკივით" გივი და რა ვქნა მე? გივი რომ მოვკალი, თავად მე "გავსკდი" ტირილით, - ისე მეცოდებოდა სასიკვდილოდ! :)))))))))))))))))))))))))))
მკითხველის სურვილი - კანონია! არავის არ მოსწონდა ეს ჩემი "ბულკივით" გივი და რა ვქნა მე? გივი რომ მოვკალი, თავად მე "გავსკდი" ტირილით, - ისე მეცოდებოდა სასიკვდილოდ! :)))))))))))))))))))))))))))
1. აჰა, მოაშორეთო და მოაშორეს, რას ერჩოდით ნეტა? საწყალი გივილო, ეცოცხლა კიდე ცოტა ხანს რა იქნებოდა აჰა, მოაშორეთო და მოაშორეს, რას ერჩოდით ნეტა? საწყალი გივილო, ეცოცხლა კიდე ცოტა ხანს რა იქნებოდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|