ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: D_ურაკელი
ჟანრი: პროზა
18 ნოემბერი, 2009


STOPPED

ჩვენ ყოველ ღამე სამართებლით ვიხეხავთ კბილებს
და უნიტაზის წინ დაჩოქილი ღმერთს ვთხოვთ შენდობას.

მერე რა რომ ღმერთი არ მწამს ?!  ვლოცულობ როგორც თქვენ.
ჩემებურად ,სისხლით. ყოველი გადმოფურთხებული სისხლი ამინია.

ეს მე სულაც არ მომწონს, ასე ძნელია, ასე მტკივნეულია..
თურმე ტკივილსაც გააჩნია, თურმე არსებობს ძლიერი და სუსტი,
მაგრამ არა საშუალო..
ცუდის და კარგის გარეშე არ იქნებოდა უარესი და უკეთესი...
(ეს მე აღმოვაჩინე?)
წვერებიანი ქალების და ქოსა კაცების რასა მოდის?
ნუ გეშინია, მე შენ ბებრულად დაკაცებულსაც არ მიგატოვებ,
ისევ დაგაკავებინებ ხელში სამართებელს და მორჩილად დაგიკრიჭავ თვრამეტ-ნახევარ კბილს...
მერე კი ,ღიპიანი და შენსავით ბანჯგვლიანი ყასაბი კაუჭზე, თევზივით წამომაგებს და დახლის წინა რიგებში ჩამომკიდებს, როგორც ყველაზე გაყიდვად და ხარისხიან ხორცს...
შენ მოხვალ და დაიწყებ ჩემზე ვაჭრობას...
ფული არ გეყოფა რომ მიყიდო და მხოლოდ ჩემი ნახევარი სხეულის აწონვას თხოვ ყასაბს..
ისიც უსულოდ დამაგდებს დაბეგვილ და სისხლიან ფიცრის ნაჭერზე, მოელვარე ნაჯახს მუცელზე დამიმიზნებს და ყოველი შემთხვევისთვის გკითხავს:
_ღვიძლს ან ტვინს ხომ არ ინებებთ?
შენ რატომღაც ბარკლებს და გულს ისურვებ... წამომიღებ შენს სამეფო ოთხ კედელში, დაწვები ბეტონის იატაკზე, ჩემ ფეხებს ვირთხებს მიუგდებ, მერე მარცხენა ძუძუს გაიჭრი, შიგ ჩემ გულს შეიტენი და თვალებს დახუჭავ.. ახლა უკვე ერთ სხეულში ვფეთქავთ... შენ გეშლებოდა როცა ამბობდი ფრაზას:
_,,ALL IN ONE"...
უნდა გეთქვა:
_ ,,TWO IN ONE"...
მიხარია, რომ ერთ სხეულით შევებრძოლებით დროს და შევწყვეტთ ფეთქვას.

R.I.P.  22.09.2009  11:06

TWO IN ONE-ში, ორნი ჩვენ ,განსხვავებული ერთი მეორისგან, ქაოსური ემოციებით, ერთმანეთში აზელილები ვილოცებთ და რომელიღაცის გახრწნილი გული, ყოველ ღამე სალოცავად დაჩოქილი უნიტაზის წინ,გადმოფურთხებულ სისხლში მოთხვრილი თითებით, გათენებამდე ...
მოასწრებს შესთხოვოს უფალს რომ ჩემს ან შენს დანაწევრებულ სხეულზე, ყასბის მიერ მოყრილი მარილის ალოკვის უფლება, ვირთხებს მაინც მისცეს, სხეულის დაჯიჯგვნამდე.რომ გტკიოდეს საშუალოდ ერთხელ მაინც და არა ძალიან, როგორც ყოველთვის.
ერთერთის გახრწნილი გული შესთხოვს უფალს შენდობას...სხეულში დაგროვილი სინანულს ამოაფურთხებს სისხლად.(რა მნიშვნელობა აქვს რომლის?! TWO IN ONE...)
_გთხოვ უფალო შემინდე, რადგან შენ არ არსებობ.
მაგრამ ჩვენ ყოველღამე სამართებლით ვიხეხავთ კბილებს...
და ჩვენ ახლა უკვე ერთ სხეულში ვართ...
და მე (ან ის)მაინც ვლოცულობ, როგორც თქვენ.(ოღონდ უნიტაზის წინ დაჩოქილი)
ყოველი გადმოფურთხებული სისხლი ამინია.

ამინ!
ამინ!
ამინ!


(პ.ს. კოცონზე დაგვწვავენ)


მე ყასაბი მხვდა წილად, შენთვის კი კოცონს ანთებენ ახლა, ამ წამს... მხოლოდ სითბო გჭირდებოდა, მაგრამ შენ ხომ ყველაფერი გადამეტებული გიყვარს, ჰოდა დაგცხება ძვირფასო, ჩვენს საერთო სიბილწეებს ცეცხლი ნაცრად აქცევს და გვქონდეს იმედი რომ ნიავი დაუბერავს და იმ დამპალ სამსხვერპლოზე არ დაგვიტოვებს მიწა. იქნებ გულები გადარჩნენ? ვიგაც მესამემ შეიტენოს ჩვენი გულები და გახდეს სამგულიანი? სულაც არაა ზედმეტი ერთი სხეულისთვის სამი გული. როცა ერთ გულს ეტკინება, მეორეს გაუხარდება, მესამე კი დააბალანსებს ემოციებს.. ვიწამოთ რა ნაწამები გულები. ავახამხამოთ წამწამები და გავათავისუფლოთ ნაწლავები, ახლაც მახსოვს როგორ მეხებოდნენ შენი თმის ნაწნავები, იქნებ შეგვადარონ ნაწვალებ ნახატებს, მე გითვალთვალებ ახვეული თვალებით, სისულელე იყო ჩვენი სულების შეხება.. მაგრამ სისრულე...  დაუსრულებლად.. ისეთივე მძაფრი როგორც კოცონზე შიშველი ფეხებით დგომა...




დაუსრულებლად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები