ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2010


ქალი ( ფაქტობრივად ავტობიოგრაფია)

ქალი,
მხოლოდ ვნება,
უსიყვარულოდ.
ქალი, რომელიც სიხარულის ნიღაბს ატარებს.
ქალი,რომელსაც უჭედავენ ფერად დარაბებს.
რომლის ქუჩასაც ნისლისფერი აღარ უხდება,
რომლის სარკმლიდან ცა შავია,
აღარ ლურჯდება.
რომლის სიყვარულს მიაფურთხეს,
გადააშენეს,
ახლის ნაყოფსაც გაუკეთეს მწარე აბორტი.
ქალი,რომელიც ყველას სჯობდა,
მაგრამ აჯობეს.
ქალი,რომელმაც დარდი მალა
თავის ლაყბობით.
ქალი,რომელსაც ნისლისფერი აღარ უხდება,
ქალი,ვისთვისაც მზე,
ყველაზე გვიან ამოდის...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები