ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2010


გაუცხოება

ზიხარ. ოთახი. რამდენიმე ნაბიჯი სივრცე...
გბოჭავს ფიქრები ან ფიქრებში გბოჭავს სიმძიმე
ჰაერის, ხალხის
არ გესმის და არ იცი რა ქნა,
როდესაც ხვდები, რომ სიცოცხლე უაზროდ გადის

და დგები ფეხზე
(რა ძნელია სხეულის დაძვრა)
ფართოდ ხსნი ფანჯრებს,
იქ სამყარო ყველაფერს იტევს
და მხოლოდ შენთვის,
მხოლოდ შენთვის - გაჭირდა აღქმა
იმის, რომ ცოცხლობ,
რომ გიყვარს და
რომ ასე შემდეგ...

ქარი ქრის გარეთ,
მზეა გარეთ,
ყინვაა ანდაც!
ეს სულერთია
ახლა შენთვის
და ხუჭავ თვალებს

რა უცნაური განცდაა ვარდნა,
თითქოსდა ვიღაც, ზედ მუცელზე
ფეხისგულს გაჭერს

არადა

ზიხარ, ოთახია მომცრო და ბნელი
ადგომა გინდა,
რა ძნელია სხეულის დაძვრა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები