ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რაჭველი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2008


გალაკტიონი

ჩემი პოეტი გალაკტიონი,
ცხოვრებით ტანჯული,
ეული...
ობოლი მირონი,
ცოვრებაშივე გარდაცვლილი
ქიმერიონი...
სასმელი,ჭიქა,
მელანი,ქაღალდი,
ნეტა თუ ვიცან
ვინ არის ნასვამი?!
გალაკტიონი დამთვრალა ისევ,
რაღაცას ბუტბუტებს,_
არაფერს ისეთს...
თავისთვის საუბრობს,
გულის დარდს იკლავს.
ხმამაღლა გაჰყვირის:
მთაწმინდავ მიცან!
გვერდზე დამისვა,
სასმელი დამისხა.
ჭიქა დავცალე
და...
ნატვრაც ამიხდა...
ერთურთს გავანდეთ
ჩვენი ფიქრები,
დავლიეთ ბევრი...
და გვენატრება
ორივეს
მერი!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს