ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რაჭველი
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2008


მეზიზღება...!

ამ ქვეყნად
მე მეზიზღება ყველაფერი,
მე მეზიზღება ყოველი ცოდვის ფერი!
ყველაზე მეტად მძულს
მე ჩემი თავი,
რადგან ცოდვილი ვარ და მქვია ადამიანი...
ვინგრევ ცხოვრებას,
ვღალატობ უფალს,
და თავს ვუწოდებ მე თავისუფალს!
ცოდვისა ფერმა
წაბილწა ქვეყანა,
და მეც მათ შორის თავი შევყავ რად?!
მე ვუღალატე უფლის ათ მცნებას
და სულელურად ავყევი
ეშმაკის ნებას...
გავიაზრე ჩემი ცოდვები
და მაგრად მიჭირს
ვაპატიო ჩემ თავს ყოველი!
ამ ქვეყნად დამრჩა ერთი იმედი,
უფალი შემინდობს
და მეც ვით თეთრი გედი,
სამოთხეში შევალ ყელმოღერებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს