ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თე_თე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 მაისი, 2010


Teenagers : ) არაფერი პირადული,უბრალოდ სუბიექტური мнение )

ორიოდ სიტყვა  დღევანდელ  „teenager“ ობაზე  …

ალბათ ძნელი მისახვედრი არ იქნება რომ ამ ასაკს დიდი ხანია გადავაბიჯე _  თუმცა მეგობრებისთვის მარად  გიჟი და გადარეული თე ... ვარ  . ოჯახის წევრებისთვის კი  უსაქმური და „дева старая’’ ( ეს უკანასკნელი უფრო წინის წინა თაობისთვის  )
მაგრამ გული არ ბერდებაო ხომ გაგიგონიათ ? ხოდა არც ჩემი გული აპირებს შეიპაროს  ნაოჭი და ჭაღარა  : )  მაგრამ მეც ვიყავი ერთ დროს თიინეიჯერი და კარგად ვიცი რა ეტაპია ეს ...
თუმცა  დღევანდელობა მაინც მაოცებს .

რამდენიმე მაგალითს მოვიყვან საკუთარი არც თუ ისე ღარიბი პრაქტიკიდან .

შემთხვევა პირველი :  გოგჩოები !  ტერმინოლოგია : _  miiy , loolz, six. Vamee, და კიდევ უამრავი, უბრალოდ ამდენი წერა მეზარება . რაც შეიძლება რბილი „ლ“ ები  გრძელი „ე“ ები . ამოკლებენ ყველა სიტყვას ,მაგრამ „ე“ ების წერა რატომღაც არ ეზარებათ : ) 
ჩაცმულობა : სტანდარტული . მე უფრო ინკუბატორულს დავარქმევდი _  ქუჩაში შემხვედრი 10  გოგოდან 8 ერთმანეთში მერევა  : )
შეხედულებები : აქ სრული ქაოსია ,  საეჭვო წარმომავლობის ბიჭებზე „აფანატებენ“ ( დავესესხე მათ გამოთქმებს )  ვირტუალური ცხოვრებით კმაყოფილდებიან და ნაკლებად ადარდებთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემები .
შემთხვევა მეორე :  ჩუვაკები !  ძნელი მისახვედრი რომ არ იყოს დავაკონკრეტებ _ყმაწვილკაცობა .
ტერმონოლოგია :_ :boshyo, shech, oeee , OMG , და ა.შ
ჩაცმუულობა : აქ მართლა OMG _  დერსკი და კაი ტიპის იმიჯი გინდა? ატარე არაფატკა და კედები .  ინკუბატორობისკენ გადახრა აქაც აშკარად შეიმჩნევა .
შეხედულებები : რაც უფრო ბანალური ხარ უკეთესია ( ეს კი უკვე მართლა დამღლელია)  ,  უაზრო მოსალმებები_ ჰი,როგორ ხარ? ___ პრივეტ ლამაზო,გამეცნობი? თვალის პაჭუნი ,რომელიც ლოგინის კრაჭუნით უნდათ დაასრულონ , ან  უთავბოლო კოცნები _ რა მარაზმია ... ამას ჯობია რას მიბრიალებ მაგ თვალებს _ რა უყავი ფიგურაო მითხრან .. პირობას ვდებ აუცილებლად გავეპასუხები : )
ამ ყველაფერს ემატება მინიმალური განათლება და უმინიმალურესი IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) , სასტიკი დიქცია ,  რომანტიზმის სრული იგნორირება და დაშტამპული შეხედულება : ___ “ fuck relations  without sex “ (უცენზურობისთვის მომიტევეთ)
დასაწყისში ავღნიშნე _ორიოდ სიტყვას გიამბობთ მეთქი–  თუმცა ,რატომღაც დარწმუნებული ვარ მწარედ გადავაცილე დანაპირებს : )
მაგრამ გავკადნიერდები და კიდევ მივამატებ ცოტას :  შეიძლება იფიქროთ ეს  დედაკაცი საიდან გამოტყვრაო ,  არადა  მეც  ამ საზოგადოების ნაწილი ვარ , და არც დედაკაცი ითქმის ჯერჯერობით ჩემზე . არც ზემოდჩამოწერილი მონოლოგი ეძღვნება ყველა თიინეიჯერს – გამგები გაიგებს იმედი მაქვს და  არც  ბეჭები მექავება ფრთების ამოსვლის მოლოდინში . უბრალოდ  მაწუხებდა ეს საკითხი და ფურცლებს და თქვენ გაგანდეთ ჩემი გულისნადები :  )
P.s  უმორჩილესად გთხოვთ , ისევე ღიმილით წაიკითხოთ , როგორი განწყობითაც მე დავწერე :  )

Te...

2009 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები