იყო
იყო საღამო, იყო ქარი, იყო გზა და გზა, წვიმდნენ წვეთები ხეში წყალს და ასე თავისებრ, თვე – თებერვალი გარეთ იდგა როგორც ანდაზა, მივდიოდით და ნაბიჯ-ნაბიჯ გავითავისე –
ჭეშმარიტების ურთულესი დარჩა მიგნება, დაკარგვის შიშიც თებერვალთან ერთად მოსულა, კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება, ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს - ორსული.
ანუ ვხვდებოდით ყოველივეს, ანუ პირიქით, ანუ დავშორდით, ღამე იყო სამგლოვიარო და იმ გზებიდან ერთადერთი დაგვრჩა ბილიკი და ის ბილიკიც ჩვენ სხვადასხვა გზებით ვიარეთ...
წვიმის ქალაქში ვიტრინებზე წვიმდა არია, ბოჰემით მთვრალი დავყვებოდი უკან ხეტიალს, მე შენ მიყვარდი და მიყვარდი ისე ძალიან, რომ ოთხ სტრიქონში – ის გრძნობები და ის განცდები, ის დღეები და ღამეები, ის ფიქრები და ტკივილები, ყველაფერი და არაფერი, არ ჩამეტია!..........
# # #
ბაღებს მოუწყვიათ დეფილე, ხეში დაორსულდა ატამი, თვალი გააყოლე დელფინებს, ცაზე ცისარტყელებს ხატავენ. ამინდს გაეწვიმა აურა, ბოლო ენკენისთვე გავიდა, ნახე ლამაზია აუ რა, მზე, რომ გადახტება ნავიდან. როცა გაწითლდება პლიაჟი, ცურვით გამოვცურავ ბოგირთან, გავცვლი მეტაფორებს იაში და სველ შემოდგომას მოგიტან. ასე იმოქმედებს კანაფი, სენით ოცნებების უკურნელ, შენ კი გამომყევი და ნაპირს, მხოლოდ ჩემი თვალით უყურე.
# # #
ქალაქს ქალაქის ქალქგარე ხიდზე ეძინა, აკაციები შემოდგომის ქარით თვრებოდნენ, მე გივიწყებდი და ვერაფრით წარმომედგინა - ჩემს ლექსებს თუკი ჩემზე მეტად ეყვარებოდი...
ზოგჯერ მინდოდა უანგაროდ რომ გედედოფლა, მაგრამ ქალი ჯერ ქალია და მერე პოეტი, თავისუფალი იყო დრო და იყო საუფლო, როცა წარსულში ვბრუნდებოდი სიმარტოვეთი.
ვნახეთ კარ და კარ კარნავალი მრავალ ნიღაბთა, დრომ ჩამოლეკა ეპოქა და მღვრიე ავ-კარგი, პოეზია კი იმდენად და ისე გვიყვარდა, რომ ოცნებისას მახსოვს - ჩვენს შვილს "ლექსო" დავარქვით...
ქალაქს ქალაქის ქალაქგარე ხიდზე ეძინა.
(შენს ბაღში კალებს დაეწყოთ წოლა)
შენს ბაღში კალებს დაეწყოთ წოლა, ჩემი კი მხოლოდ მიმოზებს იტევს, იმოსავ ვხედავ, უფრო ამ ბოლოს, სინდისის ძაფით მოქსოვილ სვიტერს. შენს მთვარეს ღრუბლის მანტია მოსავს, ჩემსას კი ღრუბლის მანტია ქენჯნის, ფეხმძიმე ქალის იგუებ პოზას და თვალს ადევნებ ლექსების მეჯლისს, რომელიც ახლა ლექსები არის, რომელიც მხოლოდ ლექსები არის და შენს პატარა მუცელთან ერთად, იზრდება ჩემი მსუბუქი ჯვარი. ამ ბოლოს ასე მიხდება წერა, იძინებ ჩემი კუთვნილი ძილით, გძინავს და ვიცი სიზმარშიც გჯერა, ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი წყვილი - ის ძველი ლექსიც ამ ფრაზის არსით, შენია თუმცა შენამდე მქონდა და ასე მინდა გაჩუქო მარსიც, რომ გამოირჩე პოეტის ცოლთა - შორის და კალებს კვირტების სოლო ეწყებათ შენ კი ორ სხეულს იტევ, იმოსავ თანაც, უფრო ამ ბოლოს, სინდისის ძაფით მოქსოვილ სვიტერს და არ ივიწყებ მხოლოდ და მხოლოდ, რომ ისევ ისე გიყვარვარ კიდევ.
ვიწყებთ ვენეციის დილიდან...
ამაზრზენია ღრიანცელი, ტაში, გნიასი, ალიონს ცოდვა შელეკია ბრმა იარებად, დილა ისეთი რთული არის ვენეციაში, როგორც კაცისთვის ქალის მგოსნად აღიარება...
მეც მექართულე არაქართულ ქროლვით ქარების, ფრთების ფერებით ფერმიხდილი, ფიცხი, ფეხდაფეხ ვარ მოციქული საჰაერო გზასაყარების, ვზივარ კონვერტში და გაუწყებთ დილის შესახებ -
დილის რომელიც დაიწყება წვიმით რამეთუ და ყველა ყლორტთან შემოდგომის საშვით იდავებს, ვენეციურად დატბორავს და თუ შნოც წაერთვა, მაშინ ქართულად აღარასდროს გამოიდარებს.
ეპილოგია დილა საქმის ცოდვა-მადლიან, როგორც სინდისის უმეტყველო ბრბოში გარევა, პოეტებს გიჟებს უფრო მეტად მაშინ ადრიან, როცა გიჟები თვითმკვლელობას აღიარებენ.
დილა ძალიან რთული არის ვენეციაში...
ირაკლი ბოლქვაძეს
ოცდასამია თებერვალის, აციებს ბათომს, ოცდაერთია საუკუნის, საათის შვიდის, არ არის ხალხი და ბულვარი ჩანს უფრო ფართო, მოხუცი ქალი მზესუმზირას ყიდის და ტირის.
ოცდაათს გასცდა შენი წლები ჩემი კი ოცს და რაღაცით მაინც ერთ სამყაროს ვიგუებთ ორნი, ვიცით რომ უნდა მოვიცადოთ და ვიცით მოცდაც გვიანი არის, გვიანი და ბათომის ბორნის -
მარცხენა ფლანგზე გემს ირეკლავს მომწვანო ფრთები, თენდება ქალაქს იკვეთება პალმების კრება და მთელი ღამის ნამთვრალევზე თავიდან ვთვრებით, ვთვრებით და მთელი დედამიწაც თავიდან თვრება.
ვიხსენებთ მერე როგორ ცეკვავს ფანტანთან ქალი, როგორ ჰკიდია ვარსკვლავები მის ბავშვურ ღაწვებს, ისმის მუსიკა ჩვენი რიტმით და ის დრო არის, როდესაც გინდა იყვირო და დაღლილი გაწვე,
სკამზე რომელიც ლამპიონის გამთბარა შუქით, უყურო ზეცას და იფიქრო ამინდზე ხვალის, დარდო მერე საღამომდე იწვიმა თუ კი, შენ ერთი რთული აზროვნების - მარტივად მთვრალი -
კაცი, რომელიც მზის მწვანე შუქს სისხამზე ხედავ, მოხუცი ქალიც მზესუმზირას დილიდან ყიდის, ინახავ დარდებს დიდი გულის საკანში ზედა და მილიონის დატვირთვა აქვს ლარიანს რკინის,
ამ ამბავს ბევრი ვერ გაიგებს და რჩება თოკი და რჩება ღმერთი და უბრალოდ იმედის გჯერა, ასეა ძმაო აგვიანებს მარშუტზე ზოგი, ზოგის მარშუტი არ შექმნილა ამ ქვეყნად ჯერაც.
ვცხოვრობთ და ვცოდავთ, გვიმძიმდება თანდათან მხრები, თენდება ისევ, იკვეთება პალმების კრება - ჩვენ მთელი ღამის ნამთვრალევზე თავიდან ვთვრებით და მაშინ ვხვდებით - რა ცოდვაა ის ვინც არ თვრება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
57. რამოდენა სითბოა აქ, თქვენს კომენტარებში, გაიხარეთ!... რამოდენა სითბოა აქ, თქვენს კომენტარებში, გაიხარეთ!...
56. დილა ისეთი რთული არის ვენეციაში, როგორც კაცისთვის ქალის მგოსნად აღიარება... ვაფასებ ადამიანებს რომელიც სიმართლეს პირდაპირ ამბობენ:) დილა ისეთი რთული არის ვენეციაში, როგორც კაცისთვის ქალის მგოსნად აღიარება... ვაფასებ ადამიანებს რომელიც სიმართლეს პირდაპირ ამბობენ:)
55. პირველი და მესამე ძალიან : ) პირველი და მესამე ძალიან : )
54. ქალაქს ქალაქის ქალქგარე ხიდზე ეძინა, აკაციები შემოდგომის ქარით თვრებოდნენ, მე გივიწყებდი და ვერაფრით წარმომედგინა - ჩემს ლექსებს თუკი ჩემზე მეტად ეყვარებოდი...
მაგარია ++ ქალაქს ქალაქის ქალქგარე ხიდზე ეძინა, აკაციები შემოდგომის ქარით თვრებოდნენ, მე გივიწყებდი და ვერაფრით წარმომედგინა - ჩემს ლექსებს თუკი ჩემზე მეტად ეყვარებოდი...
მაგარია ++
53. ვნახეთ კარ და კარ კარნავალი მრავალ ნიღაბთა, დრომ ჩამოლეკა ეპოქა და მღვრიე ავ-კარგი, პოეზია კი იმდენად და ისე გვიყვარდა, რომ ოცნებისას მახსოვს - ჩვენს შვილს "ლექსო" დავარქვით...
ქალაქს ქალაქის ქალაქგარე ხიდზე ეძინა. აუუ რა მაგარიააა!!! გაიხარე რაა!!! :) :)
ვნახეთ კარ და კარ კარნავალი მრავალ ნიღაბთა, დრომ ჩამოლეკა ეპოქა და მღვრიე ავ-კარგი, პოეზია კი იმდენად და ისე გვიყვარდა, რომ ოცნებისას მახსოვს - ჩვენს შვილს "ლექსო" დავარქვით...
ქალაქს ქალაქის ქალაქგარე ხიდზე ეძინა. აუუ რა მაგარიააა!!! გაიხარე რაა!!! :) :)
52. ერთმანეთზე უკეთესებია, როი...უყვარხარ თამთას!:):) ერთმანეთზე უკეთესებია, როი...უყვარხარ თამთას!:):)
51. შენი სტილია.
5555
(შენს ბაღში კალებს დაეწყოთ წოლა)
ეს ლექსი ვიცოდი, დანარჩენები არა და გამიხარდა. ;)
შენი სტილია.
5555
(შენს ბაღში კალებს დაეწყოთ წოლა)
ეს ლექსი ვიცოდი, დანარჩენები არა და გამიხარდა. ;)
50. აუუ რა მაგრებია :))) ერთმანეთზე უკეთესები
ბოლო ლექსი მახოვს ძალიან კარგადდდდ
გამიხარდა ახლა ამ ლექსების წაკითხვა :)))) აუუ რა მაგრებია :))) ერთმანეთზე უკეთესები
ბოლო ლექსი მახოვს ძალიან კარგადდდდ
გამიხარდა ახლა ამ ლექსების წაკითხვა :))))
49. მაგრებია! საღოლ. მოვიკითხე ბათუმი. მაგრებია! საღოლ. მოვიკითხე ბათუმი.
48. დილა ისეთი რთული არის ვენეციაში, როგორც კაცისთვის ქალის მგოსნად აღიარება...
ეს ძალან მაგარია. 55555
მოკითხვა ბათუმს :) დილა ისეთი რთული არის ვენეციაში, როგორც კაცისთვის ქალის მგოსნად აღიარება...
ეს ძალან მაგარია. 55555
მოკითხვა ბათუმს :)
47. წვიმის ქალაქში ვიტრინებზე წვიმდა არია, ბოჰემით მთვრალი დავყვებოდი უკან ხეტიალს, მე შენ მიყვარდი და მიყვარდი ისე ძალიან, რომ ოთხ სტრიქონში – ის გრძნობები და ის განცდები, ის დღეები და ღამეები, ის ფიქრები და ტკივილები, ყველაფერი და არაფერი, არ ჩამეტია!..........
ძალიან,ძალიან კარგი.
დილა ისეთი რთული არის ვენეციაში, როგორც კაცისთვის ქალის მგოსნად აღიარება...
წვიმის ქალაქში ვიტრინებზე წვიმდა არია, ბოჰემით მთვრალი დავყვებოდი უკან ხეტიალს, მე შენ მიყვარდი და მიყვარდი ისე ძალიან, რომ ოთხ სტრიქონში – ის გრძნობები და ის განცდები, ის დღეები და ღამეები, ის ფიქრები და ტკივილები, ყველაფერი და არაფერი, არ ჩამეტია!..........
ძალიან,ძალიან კარგი.
დილა ისეთი რთული არის ვენეციაში, როგორც კაცისთვის ქალის მგოსნად აღიარება...
46. "კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება, ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს - ორსული." "დილა ისეთი რთული არის ვენეციაში, როგორც კაცისთვის ქალის მგოსნად აღიარება..." ჩემი საყვარელი ლექსები! 5
"კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება, ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს - ორსული." "დილა ისეთი რთული არის ვენეციაში, როგორც კაცისთვის ქალის მგოსნად აღიარება..." ჩემი საყვარელი ლექსები! 5
44. "გძინავს და ვიცი სიზმარშიც გჯერა, ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი წყვილი -"
darwmunebuli var,rom xart! did bednierebas gisurvebt! "გძინავს და ვიცი სიზმარშიც გჯერა, ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი წყვილი -"
darwmunebuli var,rom xart! did bednierebas gisurvebt!
43. აქ ყველას ყველაფერი უთქვამს და მე რაღა ვთქვა??? :) :) :) მოდი, ერთს ვიტყვი: როინ აბუსელიძე პოეზიას დარჩება! აქ ყველას ყველაფერი უთქვამს და მე რაღა ვთქვა??? :) :) :) მოდი, ერთს ვიტყვი: როინ აბუსელიძე პოეზიას დარჩება!
42. თუკი გსურთ თქვენი სული გაიწრთოს და გაიზარდოს, იკითხეთ როის ლექსები. თუკი გსურთ თქვენი სული გაიწრთოს და გაიზარდოს, იკითხეთ როის ლექსები.
41. უძლიერესი ხარ ძმა! უძლიერესი ხარ ძმა!
40. ქალაქს ქალაქის ქალაქგარე ხიდზე ეძინა.
მაგარიაა.. :) ქალაქს ქალაქის ქალაქგარე ხიდზე ეძინა.
მაგარიაა.. :)
39. პოეტებს გიჟებს უფრო მეტად მაშინ ადრიან, როცა გიჟები თვითმკვლელობას აღიარებენ... სიმართლე გითხრა,მართლა არ ვიცი რომელი ლექსი გამოვარჩიო. გასაოცარი ხარ, როი, შენი ლექსების წაკითვის მერე, სინდისი რომ ქონდეს კაცს, სულ აღარ უნდა წეროს, მაგრამ ხანდახან რომ გეწერება და არ იცი, რა ქნა, წერ მაინც, თუმცა ისე კი უნდა წერო, რომ ცოტა, სულ ცოტაზე მაინც მოგიახლოვდეს. დიდი მადლობა შენ ამ პოეზიისთვის და დიდი მადლობა აჭარის მთებს შენთვის
პოეტებს გიჟებს უფრო მეტად მაშინ ადრიან, როცა გიჟები თვითმკვლელობას აღიარებენ... სიმართლე გითხრა,მართლა არ ვიცი რომელი ლექსი გამოვარჩიო. გასაოცარი ხარ, როი, შენი ლექსების წაკითვის მერე, სინდისი რომ ქონდეს კაცს, სულ აღარ უნდა წეროს, მაგრამ ხანდახან რომ გეწერება და არ იცი, რა ქნა, წერ მაინც, თუმცა ისე კი უნდა წერო, რომ ცოტა, სულ ცოტაზე მაინც მოგიახლოვდეს. დიდი მადლობა შენ ამ პოეზიისთვის და დიდი მადლობა აჭარის მთებს შენთვის
38. დილა სასიამოვნოდ დამაწყებინა შესანიშნავ ლექსებმა. როგორც ყოველთვის შესანიშნავია და კიდე მეტიც. დილა სასიამოვნოდ დამაწყებინა შესანიშნავ ლექსებმა. როგორც ყოველთვის შესანიშნავია და კიდე მეტიც.
37. რა არის იცით. ჯერ უნდა დავმშვიდდე რომ რამე დალაგებული დავწერო. :) ეს რა იყო ა.. .. საოცარი კაცი ხარ როინ. :) და პანტასტიური პოეტი. რა არის იცით. ჯერ უნდა დავმშვიდდე რომ რამე დალაგებული დავწერო. :) ეს რა იყო ა.. .. საოცარი კაცი ხარ როინ. :) და პანტასტიური პოეტი.
36. მიყვარხარ!!! :) შენი მრავალფეროვანი შემოქმედებიანაად!!! :-* მარტო ეს რად ღირს?!
ბაღებს მოუწყვიათ დეფილე, ხეში დაორსულდა ატამი, თვალი გააყოლე დელფინებს, ცაზე ცისარტყელებს ხატავენ. ამინდს გაეწვიმა აურა, ბოლო ენკენისთვე გავიდა, ნახე ლამაზია აუ რა, მზე, რომ გადახტება ნავიდან. როცა გაწითლდება პლიაჟი, ცურვით გამოვცურავ ბოგირთან, გავცვლი მეტაფორებს იაში და სველ შემოდგომას მოგიტან. ასე იმოქმედებს კანაფი, სენით ოცნებების უკურნელ, შენ კი გამომყევი და ნაპირს, მხოლოდ ჩემი თვალით უყურე.
მეამაყებით პოეტების ისეთი თაობა მოდის ბათუმშიი!!! მიყვარხარ!!! :) შენი მრავალფეროვანი შემოქმედებიანაად!!! :-* მარტო ეს რად ღირს?!
ბაღებს მოუწყვიათ დეფილე, ხეში დაორსულდა ატამი, თვალი გააყოლე დელფინებს, ცაზე ცისარტყელებს ხატავენ. ამინდს გაეწვიმა აურა, ბოლო ენკენისთვე გავიდა, ნახე ლამაზია აუ რა, მზე, რომ გადახტება ნავიდან. როცა გაწითლდება პლიაჟი, ცურვით გამოვცურავ ბოგირთან, გავცვლი მეტაფორებს იაში და სველ შემოდგომას მოგიტან. ასე იმოქმედებს კანაფი, სენით ოცნებების უკურნელ, შენ კი გამომყევი და ნაპირს, მხოლოდ ჩემი თვალით უყურე.
მეამაყებით პოეტების ისეთი თაობა მოდის ბათუმშიი!!!
35. ბევრი კარგი სახეა. ბევრი კარგი სახეა.
33. ამ ლექსების წაკითხვის მერე რა უნდა ვთქვა მართლაც არ ვიცი. აღვფრთოვანდი!!! ამ ლექსების წაკითხვის მერე რა უნდა ვთქვა მართლაც არ ვიცი. აღვფრთოვანდი!!!
32. რაღა დავამატო :) +2 რაღა დავამატო :) +2
31. მე მგონის პოეტთან მოვხვდი:);)+2 მე მგონის პოეტთან მოვხვდი:);)+2
30. ის ძველი ლექსიც ამ ფრაზის არსით, შენია თუმცა შენამდე მქონდა
კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება, ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს - ორსული.
მაგრამ ქალი ჯერ ქალია და მერე პოეტი,
ვარ მოციქული საჰაერო გზასაყარების, ვზივარ კონვერტში და გაუწყებთ დილის შესახებ - კარგი პოტი ხარ შენ როი...5 ის ძველი ლექსიც ამ ფრაზის არსით, შენია თუმცა შენამდე მქონდა
კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება, ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს - ორსული.
მაგრამ ქალი ჯერ ქალია და მერე პოეტი,
ვარ მოციქული საჰაერო გზასაყარების, ვზივარ კონვერტში და გაუწყებთ დილის შესახებ - კარგი პოტი ხარ შენ როი...5
29. ურაკზე რამდენიმე პოეტია. ერთ-ერთი თქვენ ხართ!!!
გაიხარეთ!
მადლობს გიხდით რომ ასეთი შესანიშნავი შედევრებით გვანებივრებთ :) ურაკზე რამდენიმე პოეტია. ერთ-ერთი თქვენ ხართ!!!
გაიხარეთ!
მადლობს გიხდით რომ ასეთი შესანიშნავი შედევრებით გვანებივრებთ :)
28. დავტკბი ... მართლა, რომელი გამოვარჩიო არ ვიცი :) 555! დავტკბი ... მართლა, რომელი გამოვარჩიო არ ვიცი :) 555!
27. პოეტო კარგი ხარ!!! გაიხარე შენა!!! პოეტო კარგი ხარ!!! გაიხარე შენა!!!
26. ძალიან მაგარია... სიტყვები არ მყოფნის!!! ძალიან მაგარია... სიტყვები არ მყოფნის!!!
25. მაგარია ძაან... აჭარელ პოეტებს გაღიარებთ... :-) მაგარია ძაან... აჭარელ პოეტებს გაღიარებთ... :-)
24. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა.
23. magaria Zaan...
ჭეშმარიტების ურთულესი დარჩა მიგნება, დაკარგვის შიშიც თებერვალთან ერთად მოსულა, კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება, ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს - ორსული.
es gansakuTrebiiT..... magaria Zaan...
ჭეშმარიტების ურთულესი დარჩა მიგნება, დაკარგვის შიშიც თებერვალთან ერთად მოსულა, კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება, ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს - ორსული.
es gansakuTrebiiT.....
22. მართალი ხარ...
ასე უნდა იყოს:
"ნახე ლამაზია აუ რა" მართალი ხარ...
ასე უნდა იყოს:
"ნახე ლამაზია აუ რა"
21. "კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება, ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს - ორსული". :)
მომწონს, ყველა ლექსში არის რაღაც ისეთი,რაც კიდევ მოგაბრუნებს ამ ლექსებთან. ახლა ყველაზე დიდ სიამოვნებას ამ ლექსის კითხვა მანიჭებს:
"ბაღებს მოუწყვიათ დეფილე, ხეში დაორსულდა ატამი..."
ამ სტროფში კი ერთი მარცვალი მეზედმეტა:
"ამინდს გაეწვიმა აურა, ბოლო ენკენისთვე გავიდა, ნახე რა ლამაზია აუ რა, (!) მზე, რომ გადახტება ნავიდან."
"კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება, ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს - ორსული". :)
მომწონს, ყველა ლექსში არის რაღაც ისეთი,რაც კიდევ მოგაბრუნებს ამ ლექსებთან. ახლა ყველაზე დიდ სიამოვნებას ამ ლექსის კითხვა მანიჭებს:
"ბაღებს მოუწყვიათ დეფილე, ხეში დაორსულდა ატამი..."
ამ სტროფში კი ერთი მარცვალი მეზედმეტა:
"ამინდს გაეწვიმა აურა, ბოლო ენკენისთვე გავიდა, ნახე რა ლამაზია აუ რა, (!) მზე, რომ გადახტება ნავიდან."
20. როცა გაწითლდება პლიაჟი, ცურვით გამოვცურავ ბოგირთან, გავცვლი მეტაფორებს იაში და სველ შემოდგომას მოგიტან.
:) აი, როი! როცა გაწითლდება პლიაჟი, ცურვით გამოვცურავ ბოგირთან, გავცვლი მეტაფორებს იაში და სველ შემოდგომას მოგიტან.
:) აი, როი!
19. ბაღებს მოუწყვიათ დეფილე, ხეში დაორსულდა ატამი, თვალი გააყოლე დელფინებს, ცაზე ცისარტყელებს ხატავენ. ამინდს გაეწვიმა აურა, ბოლო ენკენისთვე გავიდა, ნახე რა ლამაზია აუ რა, მზე, რომ გადახტება ნავიდან. როცა გაწითლდება პლიაჟი, ცურვით გამოვცურავ ბოგირთან, გავცვლი მეტაფორებს იაში და სველ შემოდგომას მოგიტან. ასე იმოქმედებს კანაფი, სენით ოცნებების უკურნელ, შენ კი გამომყევი და ნაპირს, მხოლოდ ჩემი თვალით უყურე.
გაიხარე როი! ლამაზად წერ! მე კი ღარიბ, არაფრის მომტან 2 ქულას დაგიტოვებ :) ბაღებს მოუწყვიათ დეფილე, ხეში დაორსულდა ატამი, თვალი გააყოლე დელფინებს, ცაზე ცისარტყელებს ხატავენ. ამინდს გაეწვიმა აურა, ბოლო ენკენისთვე გავიდა, ნახე რა ლამაზია აუ რა, მზე, რომ გადახტება ნავიდან. როცა გაწითლდება პლიაჟი, ცურვით გამოვცურავ ბოგირთან, გავცვლი მეტაფორებს იაში და სველ შემოდგომას მოგიტან. ასე იმოქმედებს კანაფი, სენით ოცნებების უკურნელ, შენ კი გამომყევი და ნაპირს, მხოლოდ ჩემი თვალით უყურე.
გაიხარე როი! ლამაზად წერ! მე კი ღარიბ, არაფრის მომტან 2 ქულას დაგიტოვებ :)
18. კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება, ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს - ორსული.
ასეთი შედარება მე არასოდეს არსად არ წამიკითხავს... თქვენ ხალხნო? კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება, ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს - ორსული.
ასეთი შედარება მე არასოდეს არსად არ წამიკითხავს... თქვენ ხალხნო?
17. აფირისტობის გარეშე :0 მაგარია! აფირისტობის გარეშე :0 მაგარია!
16. "გძინავს და ვიცი სიზმარშიც გჯერა, ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი წყვილი -"
ხართ!
5 "გძინავს და ვიცი სიზმარშიც გჯერა, ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი წყვილი -"
ხართ!
5
15. ძლიერი ხარ ... ! ძალიან ძლიერი ... !
ძლიერი ხარ ... ! ძალიან ძლიერი ... !
14. ჭეშმარიტების ურთულესი დარჩა მიგნება, დაკარგვის შიშიც თებერვალთან ერთად მოსულა, კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება, ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს - ორსული.
ჭეშმარიტების ურთულესი დარჩა მიგნება, დაკარგვის შიშიც თებერვალთან ერთად მოსულა, კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება, ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს - ორსული.
13. თვე – თებერვალი გარეთ იდგა როგორც ანდაზა, თვე – თებერვალი გარეთ იდგა როგორც ანდაზა,
11. ძალიან მაგრებია...
როი.. მოკითხვა!
5 ძალიან მაგრებია...
როი.. მოკითხვა!
5
10. უკვე რამდენჯერ ვთქვა რომ რ___ო___ი ძალიან ძალიან და კიდევ ძალიან მაგარია უკვე რამდენჯერ ვთქვა რომ რ___ო___ი ძალიან ძალიან და კიდევ ძალიან მაგარია
9. ვნახეთ კარ და კარ კარნავალი მრავალ ნიღაბთა, დრომ ჩამოლეკა ეპოქა და მღვრიე ავ-კარგი, პოეზია კი იმდენად და ისე გვიყვარდა, რომ ოცნებისას მახსოვს - ჩვენს შვილს "ლექსო" დავარქვით...
:) ძალიან კარგია ვნახეთ კარ და კარ კარნავალი მრავალ ნიღაბთა, დრომ ჩამოლეკა ეპოქა და მღვრიე ავ-კარგი, პოეზია კი იმდენად და ისე გვიყვარდა, რომ ოცნებისას მახსოვს - ჩვენს შვილს "ლექსო" დავარქვით...
:) ძალიან კარგია
8. ესენი ვიცი!
5555555555555 ესენი ვიცი!
5555555555555
7. წვიმის ქალაქში ვიტრინებზე წვიმდა არია, ბოჰემით მთვრალი დავყვებოდი უკან ხეტიალს, მე შენ მიყვარდი და მიყვარდი ისე ძალიან, რომ ოთხ სტრიქონში – ის გრძნობები და ის განცდები, ის დღეები და ღამეები, ის ფიქრები და ტკივილები, ყველაფერი და არაფერი, არ ჩამეტია!..........
პოეტებს გიჟებს უფრო მეტად მაშინ ადრიან, როცა გიჟები თვითმკვლელობას აღიარებენ.
კიდევ ბევრია!
555555555555 წვიმის ქალაქში ვიტრინებზე წვიმდა არია, ბოჰემით მთვრალი დავყვებოდი უკან ხეტიალს, მე შენ მიყვარდი და მიყვარდი ისე ძალიან, რომ ოთხ სტრიქონში – ის გრძნობები და ის განცდები, ის დღეები და ღამეები, ის ფიქრები და ტკივილები, ყველაფერი და არაფერი, არ ჩამეტია!..........
პოეტებს გიჟებს უფრო მეტად მაშინ ადრიან, როცა გიჟები თვითმკვლელობას აღიარებენ.
კიდევ ბევრია!
555555555555
6. ყველაშია დასამასახოვრებელი ფრაზები, აღარ გამოვარჩიე.:)
მახსოვს და მომწონს. ყველაშია დასამასახოვრებელი ფრაზები, აღარ გამოვარჩიე.:)
მახსოვს და მომწონს.
5. დილა ისეთი რთული არის ვენეციაში, როგორც კაცისთვის ქალის მგოსნად აღიარება...
მაგარი ხარ, როი აბუსელიძე! და ძალიან მიყვარხარ! :))))) 5 დილა ისეთი რთული არის ვენეციაში, როგორც კაცისთვის ქალის მგოსნად აღიარება...
მაგარი ხარ, როი აბუსელიძე! და ძალიან მიყვარხარ! :))))) 5
4. და შენს პატარა მუცელთან ერთად, იზრდება ჩემი მსუბუქი ჯვარი..................
ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!! - ძალიან მომეწონა....ღმერთმა გატარებინოს, ეს დიდი - მძიმე, მაგრამ ბედნიერი ჯვარი!!! ღმერთმა დაგლოცოს:) და შენს პატარა მუცელთან ერთად, იზრდება ჩემი მსუბუქი ჯვარი..................
ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!! - ძალიან მომეწონა....ღმერთმა გატარებინოს, ეს დიდი - მძიმე, მაგრამ ბედნიერი ჯვარი!!! ღმერთმა დაგლოცოს:)
2. ბაღებს მოუწყვიათ დეფილე, ხეში დაორსულდა ატამი, თვალი გააყოლე დელფინებს, ცაზე ცისარტყელებს ხატავენ. ამინდს გაეწვიმა აურა, ბოლო ენკენისთვე გავიდა, ნახე რა ლამაზია აუ რა, მზე, რომ გადახტება ნავიდან. როცა გაწითლდება პლიაჟი, ცურვით გამოვცურავ ბოგირთან, გავცვლი მეტაფორებს იაში და სველ შემოდგომას მოგიტან. ასე იმოქმედებს კანაფი, სენით ოცნებების უკურნელ, შენ კი გამომყევი და ნაპირს, მხოლოდ ჩემი თვალით უყურე.
ჩემთვის შედევრია და მართლა პოეტი ხარ!!!!...უამრავი ძლიერი ....სულ ხომ არ დავაკოპირებ აქ....ჩემთვის კი :) წარმატებას გისურვებ პოეტო!!! ბაღებს მოუწყვიათ დეფილე, ხეში დაორსულდა ატამი, თვალი გააყოლე დელფინებს, ცაზე ცისარტყელებს ხატავენ. ამინდს გაეწვიმა აურა, ბოლო ენკენისთვე გავიდა, ნახე რა ლამაზია აუ რა, მზე, რომ გადახტება ნავიდან. როცა გაწითლდება პლიაჟი, ცურვით გამოვცურავ ბოგირთან, გავცვლი მეტაფორებს იაში და სველ შემოდგომას მოგიტან. ასე იმოქმედებს კანაფი, სენით ოცნებების უკურნელ, შენ კი გამომყევი და ნაპირს, მხოლოდ ჩემი თვალით უყურე.
ჩემთვის შედევრია და მართლა პოეტი ხარ!!!!...უამრავი ძლიერი ....სულ ხომ არ დავაკოპირებ აქ....ჩემთვის კი :) წარმატებას გისურვებ პოეტო!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|