ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 ივნისი, 2010


მიყვარდი...მიყვარხარ...მეყვარები

"ამ წერილს როცა ნახავ,მე აღარ ვიქნები,იქამდე მივიდა ჩემი ცხოვრება რომ გადავწყვიტე გაგეცალო,მიყვარდი"...
ქუჩაში ღამის სიბნელეს ქალის ქუსლიანი ფეხსაცმლების კაკუნი არღვევდა,ზომიერი ნაბიჯების ხმა...
"ცხოვრება რომელიც ჩემთვის არაფრის მომტანია მეზიზღება,მძულს,ვერ ვიტან,ყველა თავის ცხოვრებას მართავს ასე თუ ისე,მე ეს ვერ შევძელი და არ მინდა რომ ვინმეს ზედმეტ ტვირთად დავაწვე,თუნდაც შენ,დედას,მამას...ყველას ვტკენ ალბათ გულს,შენ იცი რომ არა ვარ ესეთი,მიყვარხარ..."
ისევ ზომიერად არღვევდა ღამის სიბნელეს და ქუჩის სიმყუდროვეს ფეხსაცმლის ქუსლების კაკუნი...
"ალბათ იქ რომ წავალ მერე მაინც ვიქნები ბედნიერი,იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში,თუნდაც ყველას უბედურების ხარჯზე,ალბათ ეგოისტიც გამხადა ცხოვრებამ...მეყვარები..."
ღამის სიბნელე გასროლის ხმამ დაარღვია,ქუჩაში ფეხსაცმლის ქუსლების კაკუნი წამით შეწყდა და ისევ გაგრძელდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები