ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარბი
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2010


გიოს!

ხან დონ ჟუანი ყოფილხარ და ხანაც რომეო,
ხან სიყვარული გხიბლავს თურმე, ხან კიდევ ვნება,
და ამ უმანკო, სევდით სავსე ლამაზ თვალებში
წამი ჩერდება, იყინება, ფურცლებზე დნება...

ამ ღამეს თურმე ვარსკვლავებიც, გაგიზგიზებულ
და მოელვარე, სავსე მთვარეს ეპრანჭებიან,
გულს მონატრება, ალერსი და სითბო გაათბობს
ფარვანები მწველ ცეცხლს ხარბად ეტანებიან...

მარადისობა ფუჭიაო უშენოდ, მითხრეს
და ეს დროც უმოწყალოდ გარბის და გარბის,
იქნებ სიყვარულს დაემონო, დაემორჩილო
და ვნებისადმი ნუ იქნები ეგეთი ხარბი.

თეთრი ფურცლები ისევ ახალ სიტყვებს ელიან
და ალბათ მთვარე ვარსკვლავებსაც არ ეტყვის უარს,
თორე რომეო სასიკვდილოდ განწირულია
და მრჩება მხოლოდ მოვეფერო ლამაზ დონ ჟუანს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები