ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ის
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2008


მარტივი სოლფეჯიო

გინდა გიმღერო?
ნოტებით მოგრთო...
გავშალო შენს ტანზე
ოქტავა -    დო -დო...


თმაში ჩავიწნათ წკრიალა სი ბემოლ,
მკერდზე დავიბნიოთ მი, ლა...
თხემით ტერფამდე შენად რომ მიგულო,
სულს მაინც არ შეგწირავ.

ხმამაღალ ნოტების ბედნიერ ქაოსში
მკვეთრად ჩამოვდაბლდით  -  ლა-რე.
გადავირაზები ბანის გასაღებით
და ჩემს ტემპს ვეღარ არევ.

არაკეთილხმოვან აკორდად ავეწყეთ,
სულ არ ჟღერს ლამაზად : მი-რე-სი.
და შენს "მიყვარხარ"-საც ნიშანი დააკლდა -
დიეზი.

მივდივართ ბოლოსკენ და მაინც - რეპრიზა:
დიახ, მე შენით არ ვმთავრდები,
პირველ ნოტს როგორმე ავიღებ და მერე
თვითონ დალაგდება ტაქტები



არა ანდანტეს და ზომიერებას -
ისევ  ვღელავ და ვშფოთობ.
მინდა გიმღერო კიდევ და კიდევ,
მინდა,  ნოტებით მოგრთო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები