ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2010


მე რომ წიგნი გისახსოვრე,

                                      სევდიანი ხუმრობა
შენ ყველაფერს იმახსოვრებ,
სიყვარულისაც გაქვს ნიჭი,
მე რომ წიგნი გისახსოვრე,
თუ კითხულობ, როცა გიჭირს?

მამაჩემის სული ცხონდეს,
გამაჩინა შენდა ჭირად,
მე რომ წიგნი გისახსოვრე,
თუ უყვარხარ ჩემნაირად?

კიდევ ოცი წელი თოვდეს,
ბედი გქონდეს ჩემი ცოლის,
მე რომ წიგნი გისახსოვრე,
თუ აგიგებს კოშკებს ბროლის?

უსულგულოდ ისევ მოგდგე,
ყვავილივით გთიბო ცელით,
მე რომ წიგნი გისახსოვრე,
თუ დარჩები მასთან წრფელი?

მოვდებივარ ღობე-ყორეს,
როგორც ბუჩქი სველი ანწლის,
მე რომ წიგნი გისახსოვრე,
თუ გადაშლი ნეტავ აწი?




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები