ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2008


ურაკპარაკელ გოგონებს

პაწაწინა ფრთებით
საით იყურებით?!
თქვენ ხართ ფრინველები,
თქვენ ხართ ბეღურები...

შრიალია ხეთა, 
წვიმს,
თოვსა,თუ
ბარდნის,
გულით დაგაქვთ სევდა,
ფრთებით დაგაქვთ დარდი...

მაინც გაძლეთ,
რადგან,
თუმცა ქარი ქროდა,
თქვენი ფრთების ხელა
საქართველო გქონდათ...

#####

თქვენ რომ დამხატეთ მე მინდა რომ იმ სურათს ვგავდე
და ბილიკებიც ყვავილებით იყოს ნაფენი,
რა უზრუნველი დაგიხატავთ თვალები,სახე,
რა ბედნიერი ღიმილია, სითბო რამდენი?!

აქ კი სიცივეს გაუღია კარები ფართოდ
და მტვერში გდია გაცრეცილი სულ სხვა სურათი,
ავტოპორტრეტი....გაიფიქრებ ოთახში მარტო
და ჩუმი შიში გამეფდება ფიქრის უღრანში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები