ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2010


გაბრიელ ჯაბუშანურს

დამიხვდ მშვიდობით გაბრიელ?
სიტყვა მოგეც და ამოველ,
რამხელა მთებში გაზრდილხარ,
კაცი ჭკუიდან გადაველ.
ქვექურის ჯვარი გწყალობდეს,
გაგნათებოდეს საუფლო,
ახიელ არ მაგენატრა?
წამო, ახლავე წავიდეთ.
მზექალს თუ უწერ კვლავ ლექსებს,
ღმერთმა იქ მაინც შაგყარათ?
ათენგენობას ამოვალ,
ანდრეზები ვთქვათ ჩქარ-ჩქარა.
ახლა კი წაველ, მშვიდობით,
არხვატს უნდ ვიყვა ამაღამ,
მაგიკითხოა შენ კუთხე?
ცხენით ხო მალე გადავალ.
ახიელს გტოვებ გაბრიელ,
არ მაიწყინო იცოდე,
ძმობილი ბევრი გიკითხავს,
მეც მწუხარებით გიგონებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები