 | ავტორი: მათე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 13 ივლისი, 2010 |
,,პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა კაცთა, ღვთივ რჩეულთა’’ /ილია/ და მაინც რა არის პოეზია... მე სულის მდგომარეობა უფრო მგონია, რომელსაც სიტყვიერი გამოხატულება აქვს... როგორ?.... ან როგორი უნდა იყოს? ვინ იცის? ვინ იტყვის?... ვინ დასვამს ,,დიაგნოზს’’?..
,,სიბრძნის დარგია’’? როგორც ამას რუსთველი გვეუბნება, თუ ,,მოვარდნილი მეწყერია’’? როგორც ამას ტიციანი უწოდებს?.... ან იქნებ?... რაზე ვკამათობთ ფორმაზე თუ სულზე?.... და ვინ მეტყვის, რომ ვთქვათ, ნიკო ლორთქიფანიძის ,,თავსაფრინი დედაკაცი’’ პოეზია არაა?... და... ვთქვათ, ეს კი არის: ,,პეტრე,პავლე, ივანე, რატომ დაიგვიანე? აბანოში ვიყავი, ცხვირი გავიპრიალე’’....
ყველაფერს თავისი ფორმა აქვს...მათ შორის ლექსსაც... და ღვთივ ბოძებული ნიჭი სწორედაც რომ მის შექმნასაც უნდა...და დავეთანხმები, იმ აზრსაც, რომ ნიჭთან ერთად ცოდნა და შრომაც სჭირდება.... როგორც ყოველგვარ საქმეს ამ ქვეყნად.... და მაინც რა არის პოეზია?...
პოეზია სულის მდგომარეობაა... გახსოვთ, ლეონიძე რას წერს ,,ნატვრის ხეში’’? ,,პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის ამ ქვეყანაზეო’’ და განა, თავად ეს მოთხრობა და მთელი ეს კრებული ამ აზრის დადასტურება არ არის?....
მე სიტყვის მძებნელი ვარ.... მთელი ცხოვრება სიტყვას დავეძებ და ვსწავლობ .... და ,,ვცდილობ’’ სხვასაც ვასწავლო... მასწავლებელი ვარ და იმიტომ.... და ამ ძებნაში ერთ რამეს მივხვდი...წერის სწავლა ყველას შეუძლია... ხმელმა ხემაც შეიძლება, კარგი ოსტატის ხელში, ნედლივით ყვავილი მოისხას....მაგრამ .... რუსთველისა არ იყო, ,,მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვინნი ვერ მიხვდებიან,/ ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან’’....
საღმრთო სიყვარულში ხომ ნებისმიერი სიყვარული და მათ შორის სიტყვის, პოეზიის სიყვარულიც შეიძლება მოვიაზროთ,რომელსაც მხოლოდ გულთა მხილავი და არა ,,ხელმარჯვედ ჩოგნის მხმარებელი’’ შესწვდება... თუმცა ,,ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად’’.... რა არის პოეზია?.. და მაინც ...და ისევ... სულის მდგმარეობაა...ხოლო მისი სიტყვაში განსხეულება კი უკვე საქმეა ნიჭის, ვნების, ცოდნის, გემოვნებისა და კიდევ ენით უთქმელისა, რასაც მე აქ გულთამხილაობას დავარქმევდი.....
მე როგორ ვწერ?... უფრო როგორც ერთბაშად მოვარდნილი, ,,შეჩერდი, წამოს!’’ განცდით...თუმც ეს ,,შეჩერდი, წამოც!’’, ხან უფრო მშვენიერია, თუ მეორე წამსაც დავუთმობ...ანუ მივუბრუნდები... და ზედმეტს წავართმევ.... ბოლო დროს ეს უფრო ხშირად ხდება.... ჯერ ეს იყოს და მერე, თუ დრო და განწყობა იქნა, სხვა მხრიდანაც შეიძლება სათქმელს შემოვუაროთ...
*ეს ადრე ,,არმურზე'' დავწერე და ახლა აქაც მოვიტანე...... რატომღაც გამიჩნდა სურვილი თქვენც წაგეკითხათ......
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. საინტერესოა. საინტერესოა.
20. გუდა ვერ დაგეთანხმე!!! და მესმის შენი თუ რატომ ამბობ, ამას, მაგრამ ისინი პოეტები არ არიან!!! აი პოეტები კი ზუსტად ილიას ნათქვამია!!! გაიხარე შენა!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გუდა ვერ დაგეთანხმე!!! და მესმის შენი თუ რატომ ამბობ, ამას, მაგრამ ისინი პოეტები არ არიან!!! აი პოეტები კი ზუსტად ილიას ნათქვამია!!! გაიხარე შენა!!! მოგიკითხე და გისალმე!!!
19. რა მადლი, რა ღვთიური ნიჭი.
რაღა დროს ეგეთი მიდგომაა რა მადლი, რა ღვთიური ნიჭი.
რაღა დროს ეგეთი მიდგომაა
18. შეუძლებელია, ერთ, გინდაც რამდენიმე სიტყვაში,, მოაქციო, პოეზიის განმარტება, ის გრძნობათა, განცდათა,ხედვის, ინტელექტის და კიდევ ვინ იცის რის აღარ, საოცარი სინთეზია, და დავამატებდი, პოეზია და პოეტობა ბედისწერაა. შეუძლებელია, ერთ, გინდაც რამდენიმე სიტყვაში,, მოაქციო, პოეზიის განმარტება, ის გრძნობათა, განცდათა,ხედვის, ინტელექტის და კიდევ ვინ იცის რის აღარ, საოცარი სინთეზია, და დავამატებდი, პოეზია და პოეტობა ბედისწერაა.
17. ხოდა წავიკითხე და მომეწონაა... ხუთიანი ;) ხოდა წავიკითხე და მომეწონაა... ხუთიანი ;)
16. ,,პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა კაცთა, ღვთივ რჩეულთა’’
ძალიან კარგად თქვა სულმნათმა ილიამ! ,,პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა კაცთა, ღვთივ რჩეულთა’’
ძალიან კარგად თქვა სულმნათმა ილიამ!
15. პოეზია, ისევე როგორც ადამიანის შემოქმედების ნებისმიერი სფერო, ღვთაებრივის გაგების ყველაზე გულწრფელი და თამამი მცდელობაა _ ასეთია ჩემი მოკრძალებული აზრი. ამ ბოლო დროს, პოეტების დიდი უმრავლესობა იმდენს წერს პოეზიის რაობაზე და საკუთრივ პოეტის ”მძიმე” ხვედრზე, რომ ჭეშმარიტად ლექსის დასაწერად დრო არ რჩებათ _ :) პოეზია, ისევე როგორც ადამიანის შემოქმედების ნებისმიერი სფერო, ღვთაებრივის გაგების ყველაზე გულწრფელი და თამამი მცდელობაა _ ასეთია ჩემი მოკრძალებული აზრი. ამ ბოლო დროს, პოეტების დიდი უმრავლესობა იმდენს წერს პოეზიის რაობაზე და საკუთრივ პოეტის ”მძიმე” ხვედრზე, რომ ჭეშმარიტად ლექსის დასაწერად დრო არ რჩებათ _ :)
14. Post Poetry შენი თვალები კითხვისნიშნების ბუდეა, ამიტომ დუმმხარ. აღარც ეძიებ. უკვე მიხვდი, რომ ეძიებდე გარეთ არ გულისხმობს ჰპოვებდე. აქამდე, ბავშვური მზერით დადიოდი ბავშვებით სავსე ქუჩებში და გაშვილებულ შვილს ეძებდი, რომელიც არასოდეს გაგიჩენია. ვერსად იხილე. შენ დაიშრიტე თვალები და კითხვისნიშნები სიტყვებში გადასახლდნენ.
ალბათ დღეს უფროსის მზერით დადიხარ ქუჩებში. გაწუხებს სიო, სიო ქარის პოსტმოდერნია.
რატომ არ არის გარემო პოეტური, ჩვენსი წვეთიც რომ არ დარჩა პოეტის? ჩუმად ბუტბუტებ. კითხვისნიშნები იმონებენ ეპოქას, სხდებიან სულის ანტენებზე, ძახილისნისნობენ.
არის კი ეს პოეზია? თუ არის, პოეზია რაღაა?
შენ გეუფლება შიში. არსებობის შიშით თავს აფარებ ლექსებს,ეკლესიებს,წარმოდგენებს, "ხალხს, რომელიც აქ არაა" და აკეთებ თანამედროვე პოეზიას.
ეს არაა სექსი, არც მისი პოსტმოდერნი, თანამედროვე პოეზიაში ბევრად მეტი ონანიზმია.
უკან მომყვები და ჩვენს ნაკვალევს კრებ, შენ არ იცი - წინიდან შემომხვდები. Post Poetry შენი თვალები კითხვისნიშნების ბუდეა, ამიტომ დუმმხარ. აღარც ეძიებ. უკვე მიხვდი, რომ ეძიებდე გარეთ არ გულისხმობს ჰპოვებდე. აქამდე, ბავშვური მზერით დადიოდი ბავშვებით სავსე ქუჩებში და გაშვილებულ შვილს ეძებდი, რომელიც არასოდეს გაგიჩენია. ვერსად იხილე. შენ დაიშრიტე თვალები და კითხვისნიშნები სიტყვებში გადასახლდნენ.
ალბათ დღეს უფროსის მზერით დადიხარ ქუჩებში. გაწუხებს სიო, სიო ქარის პოსტმოდერნია.
რატომ არ არის გარემო პოეტური, ჩვენსი წვეთიც რომ არ დარჩა პოეტის? ჩუმად ბუტბუტებ. კითხვისნიშნები იმონებენ ეპოქას, სხდებიან სულის ანტენებზე, ძახილისნისნობენ.
არის კი ეს პოეზია? თუ არის, პოეზია რაღაა?
შენ გეუფლება შიში. არსებობის შიშით თავს აფარებ ლექსებს,ეკლესიებს,წარმოდგენებს, "ხალხს, რომელიც აქ არაა" და აკეთებ თანამედროვე პოეზიას.
ეს არაა სექსი, არც მისი პოსტმოდერნი, თანამედროვე პოეზიაში ბევრად მეტი ონანიზმია.
უკან მომყვები და ჩვენს ნაკვალევს კრებ, შენ არ იცი - წინიდან შემომხვდები.
13. ღმერთის (ნათელის) ძიება სიტყვით, რამეთუ "პირველად იყო სიტყვა"... (მეტს ვერს გეტყვით...) ღმერთის (ნათელის) ძიება სიტყვით, რამეთუ "პირველად იყო სიტყვა"... (მეტს ვერს გეტყვით...)
12. პოეზია იმაზე გაცილებით მეტია, რაც აქამდე უთქვამთ და ერთი სიტყვით პირიქით... როი
მოგიკითხეთ მთელი სითბოთი მათე-მაია... პოეზია იმაზე გაცილებით მეტია, რაც აქამდე უთქვამთ და ერთი სიტყვით პირიქით... როი
მოგიკითხეთ მთელი სითბოთი მათე-მაია...
11. მე არ ვუწოდებ პოეზიას იმასა, რასაც ლექის წერის ტექნიკის ცოდნით შექმნილი პოეზია წარმოადგენს! ანუ არ ვცნობ ე.წ. ინტელექტუალურ პოეზიას პოეზიად!
ჩემთვის პოეზია უფრო ინტუიტიური, ირაციონალური, ქვეცნობიერით განპირობებული, ღვთაებრივით შთაგონებულია პოეზია! ანუ ჭეშმარიტ პოეზიას ქმნის ის, ვისთვისაც ლექსის წერა არის ბუნებრივი მდგომარეობა და არა ხელოსნური საქმიანობა, ლქსის კეთება!
555 :))) მე არ ვუწოდებ პოეზიას იმასა, რასაც ლექის წერის ტექნიკის ცოდნით შექმნილი პოეზია წარმოადგენს! ანუ არ ვცნობ ე.წ. ინტელექტუალურ პოეზიას პოეზიად!
ჩემთვის პოეზია უფრო ინტუიტიური, ირაციონალური, ქვეცნობიერით განპირობებული, ღვთაებრივით შთაგონებულია პოეზია! ანუ ჭეშმარიტ პოეზიას ქმნის ის, ვისთვისაც ლექსის წერა არის ბუნებრივი მდგომარეობა და არა ხელოსნური საქმიანობა, ლქსის კეთება!
555 :)))
10. ..
ჩემი ნაწერია.. გიგა.. დააკოპირე.. ..
ჩემი ნაწერია.. გიგა.. დააკოპირე..
9. ნიკა ეს ვისი ლექსია? ძალიან მაგარია.... უნდა დავაკოპირო ....შეიძლება? :) ნიკა ეს ვისი ლექსია? ძალიან მაგარია.... უნდა დავაკოპირო ....შეიძლება? :)
8. თამარ მერე რა ჩანახატი არ შეიძლება იყოს სულიდან ამოხეთქილი სიტყვები? ის არ შეიძლება იყოს ლამაზი? მე არ მითქვამს რომ ეს ასე არაა....... მე უბრალოდ ”ნიკი”- საყურადღებოდ დავსვი ის კითხვა.....ბოლო დროს აგორებულ გაუგებრობასთან დაკავშირებით..... თამარ მერე რა ჩანახატი არ შეიძლება იყოს სულიდან ამოხეთქილი სიტყვები? ის არ შეიძლება იყოს ლამაზი? მე არ მითქვამს რომ ეს ასე არაა....... მე უბრალოდ ”ნიკი”- საყურადღებოდ დავსვი ის კითხვა.....ბოლო დროს აგორებულ გაუგებრობასთან დაკავშირებით.....
7. და მაინც რა არის პოეზია... მე სულის მდგომარეობა უფრო მგონია, რომელსაც სიტყვიერი გამოხატულება აქვს... როგორ?.... ან როგორი უნდა იყოს? ვინ იცის? ვინ იტყვის?... ვინ დასვამს ,,დიაგნოზს’’?..
ხო, ეს არც კრიტიკაა და არც პუბლიცისტიკა... მაგრამ არც ჩანახატი არაა!... ესაა ფიქრები, სულიდან ამონახეთქი... გულით შეგრძნობილი და გონებით გააზრებული...
მთავარია, ლამაზია და კიდევ უფრო მთავარი - ჭკვიანურიი! ჩემთვის ესაა მთავარი! 5 და მაინც რა არის პოეზია... მე სულის მდგომარეობა უფრო მგონია, რომელსაც სიტყვიერი გამოხატულება აქვს... როგორ?.... ან როგორი უნდა იყოს? ვინ იცის? ვინ იტყვის?... ვინ დასვამს ,,დიაგნოზს’’?..
ხო, ეს არც კრიტიკაა და არც პუბლიცისტიკა... მაგრამ არც ჩანახატი არაა!... ესაა ფიქრები, სულიდან ამონახეთქი... გულით შეგრძნობილი და გონებით გააზრებული...
მთავარია, ლამაზია და კიდევ უფრო მთავარი - ჭკვიანურიი! ჩემთვის ესაა მთავარი! 5
6. ..
/ოცდახუთი წლისა ვარ, მაგრამ არ მიხარია/
პოეზია - ახლა უფრო როკია, მე თუ მკითხავთ, იხდენს კიდეც გაროკვას, ყველა სიტყვა სახრჩობელის თოკია, დაეკიდეთ და სიკვდილი გალოკეთ.
პოეზია - ახლა უფრო სექსია, მხიბლავს, რაც უფრო შორია სათავე, თუ ვარდება, აბა, ის რა ლექსია - ან - რომ იწყებ და ორ წამში ათავებ.
პოეზია - ახლა უფრო ქალია, მაღლა, მზისკენ გაქცეული კერტებით, მუღამი აქვს, თან მაგარი ძალიან, შიშველს რომ შეეხები და გედება.
პოეზია - ახლა უფრო ბრენდია, თან ძველი და თან მუდმივად ახალი, პოეტობა სადღაც ალბათ ბედია, სისხლში არ გაქვს? თუნდ თავი ქვას ახალე.
პოეზია - ახლა უფრო დრამაა, როლი, ერთი მსახიობის თეატრი, მინორული მიხრილობის გამაა, მიყვები და ათას ტკივილს მიათრევ.
პოეზია - ახლა უფრო... არ გესმით! აფექტია, მარტოობა, კოშმარი, სულ ერთია - მიწამლებთ თუ დამგესლავთ, ოღონდ ეს ყრუ ბარიერი მოშალეთ.
პოეზია - ახლა უფრო ჰარია ჰალერი ან ჟიულიენი სორელი, მიწილადეთ ვინმე ცოტა ჰაერი, თორემ ვკვდები ისე, როგორც მოველი.
პოეზია - ახლა უფრო... წაიღო... ღამდება და ღამით უფრო მოიტანს, გთხოვთ, რომ ისე არაფერი გაიგოთ, ასე ვარ და გიჟი ვარ და პოეტი. ..
/ოცდახუთი წლისა ვარ, მაგრამ არ მიხარია/
პოეზია - ახლა უფრო როკია, მე თუ მკითხავთ, იხდენს კიდეც გაროკვას, ყველა სიტყვა სახრჩობელის თოკია, დაეკიდეთ და სიკვდილი გალოკეთ.
პოეზია - ახლა უფრო სექსია, მხიბლავს, რაც უფრო შორია სათავე, თუ ვარდება, აბა, ის რა ლექსია - ან - რომ იწყებ და ორ წამში ათავებ.
პოეზია - ახლა უფრო ქალია, მაღლა, მზისკენ გაქცეული კერტებით, მუღამი აქვს, თან მაგარი ძალიან, შიშველს რომ შეეხები და გედება.
პოეზია - ახლა უფრო ბრენდია, თან ძველი და თან მუდმივად ახალი, პოეტობა სადღაც ალბათ ბედია, სისხლში არ გაქვს? თუნდ თავი ქვას ახალე.
პოეზია - ახლა უფრო დრამაა, როლი, ერთი მსახიობის თეატრი, მინორული მიხრილობის გამაა, მიყვები და ათას ტკივილს მიათრევ.
პოეზია - ახლა უფრო... არ გესმით! აფექტია, მარტოობა, კოშმარი, სულ ერთია - მიწამლებთ თუ დამგესლავთ, ოღონდ ეს ყრუ ბარიერი მოშალეთ.
პოეზია - ახლა უფრო ჰარია ჰალერი ან ჟიულიენი სორელი, მიწილადეთ ვინმე ცოტა ჰაერი, თორემ ვკვდები ისე, როგორც მოველი.
პოეზია - ახლა უფრო... წაიღო... ღამდება და ღამით უფრო მოიტანს, გთხოვთ, რომ ისე არაფერი გაიგოთ, ასე ვარ და გიჟი ვარ და პოეტი.
5. ნიკის საყურადღებოდ:::::::: ეს კრიტიკაა თუ პუბლიცისტიკა?
ჩემი აზრით ჩანახატია.........
პატივისცემით ”დიადი ბლაგვი” ნიკის საყურადღებოდ:::::::: ეს კრიტიკაა თუ პუბლიცისტიკა?
ჩემი აზრით ჩანახატია.........
პატივისცემით ”დიადი ბლაგვი”
4. ჩემთვის პოეზია ,,მოვარდნილი მეწყერია’’... :) ან უფრო "ამოხეთქილი ლავა"... და როგორც ლავა გაციებისას იღებს თავს ფორმებს, ასევეა ლექსიც, ჩემი აზრით... მე მიჭირს მერე მასთან მიბრუნება და რამე შესწორების შეტანა... ასე მგონია "ბუნებრიობას" დაკარაგვს... მათე... :) :-* ლამაზი ბუნების პოეტი... სასიამოვნო მოსაუბრე... პოეზიას ავტორის შინაგანი სული ანათებს... ჩემთვის პოეზია ,,მოვარდნილი მეწყერია’’... :) ან უფრო "ამოხეთქილი ლავა"... და როგორც ლავა გაციებისას იღებს თავს ფორმებს, ასევეა ლექსიც, ჩემი აზრით... მე მიჭირს მერე მასთან მიბრუნება და რამე შესწორების შეტანა... ასე მგონია "ბუნებრიობას" დაკარაგვს... მათე... :) :-* ლამაზი ბუნების პოეტი... სასიამოვნო მოსაუბრე... პოეზიას ავტორის შინაგანი სული ანათებს...
3. პოეზია სულის მდგომარეობაო ამბობ,... გეთანხმები , და რადგან სულისა ყოფილა, გამოდის რომ პოეზია ადამიანის ბ უ ნ ე ბ რ ი ვ ი მდგომარეობაცაა ...კიდევ ერთი რადგან...უფალმა თავიდან სულიერი არსება შექმნა..ეს ხორცი კი მერე ჩაკირდა და ჩაიტკეპნა და ჩაიყოლა სულიც... თავიდან კი სული მართავდა ხორცს...სული ზეობდა... ამიტომ მე ვფიქრობ, ყველაშია ეს ნიჭი...ისევე როგორც სული წმინდა ყველაშია...ვინ რამდენად გამოქექავს და რამდენად შეისწავლის ამ თავის ნიჭს, ეს უკვე სხვა საქმეა... ყველამ უნდა წეროს...ეს აუცილებელიც ყოფილა ჩემი ვერსიით...:) რადგან ადამიანები ვართ და გონიერი არსებები... ამიტომ სანამ დავწერთ...მანამდე საკმაო ცოდნა უნდა დავაგროვოთ ამ დარგის შესახებ...შევისწავლოთ...დავხვეწოთ და მერე განვასხეულოთ ჩვენი სიტყვების მარაგი ფურცელზე...ჩვენი სულის ამოძახილი განვასხეულოთ...ეს ისე ლამაზად უნდა მოვახერხოთ, რომ მკითხველმა მიიღოს და თავადაც გაუჩნდეს სურვილი წერის... უბრალოდ უამისოდ ადამიანს არ შეუძლია...ეს მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა...ეს მასში დევს... ასეთია ჩემი აზრი...ჩემო მათე... :) შენი სული კი ძალიან, ძალიან გაფაქიზებული...:-* სულ ერთი წინადადებით თქვა და ახსნა ანთამ...(ვაჟა ხორნაული) "ღმერთის სალამური პოეტი"... პოეზია სულის მდგომარეობაო ამბობ,... გეთანხმები , და რადგან სულისა ყოფილა, გამოდის რომ პოეზია ადამიანის ბ უ ნ ე ბ რ ი ვ ი მდგომარეობაცაა ...კიდევ ერთი რადგან...უფალმა თავიდან სულიერი არსება შექმნა..ეს ხორცი კი მერე ჩაკირდა და ჩაიტკეპნა და ჩაიყოლა სულიც... თავიდან კი სული მართავდა ხორცს...სული ზეობდა... ამიტომ მე ვფიქრობ, ყველაშია ეს ნიჭი...ისევე როგორც სული წმინდა ყველაშია...ვინ რამდენად გამოქექავს და რამდენად შეისწავლის ამ თავის ნიჭს, ეს უკვე სხვა საქმეა... ყველამ უნდა წეროს...ეს აუცილებელიც ყოფილა ჩემი ვერსიით...:) რადგან ადამიანები ვართ და გონიერი არსებები... ამიტომ სანამ დავწერთ...მანამდე საკმაო ცოდნა უნდა დავაგროვოთ ამ დარგის შესახებ...შევისწავლოთ...დავხვეწოთ და მერე განვასხეულოთ ჩვენი სიტყვების მარაგი ფურცელზე...ჩვენი სულის ამოძახილი განვასხეულოთ...ეს ისე ლამაზად უნდა მოვახერხოთ, რომ მკითხველმა მიიღოს და თავადაც გაუჩნდეს სურვილი წერის... უბრალოდ უამისოდ ადამიანს არ შეუძლია...ეს მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა...ეს მასში დევს... ასეთია ჩემი აზრი...ჩემო მათე... :) შენი სული კი ძალიან, ძალიან გაფაქიზებული...:-* სულ ერთი წინადადებით თქვა და ახსნა ანთამ...(ვაჟა ხორნაული) "ღმერთის სალამური პოეტი"...
2. მე რასაც ვხედავ ისაა რომ წერენ მაშინ როცა აწუხებთ.
ანუ პოეტები მშვიდად ვერ არიან(როგორც დანარენი საზოგადოების 75%)
დაგროვილ ემოციებს, რომლებიც სასიამოვნონი არ არიან , ავტორები ლექსში გამოდევნიან ხოლმე.
თუ ავიღებთ ნებისმიერ ავტორს, ჩავუტარებთ სიღრმისეულ ფსიქოანალიზსა და თერაპიას, ის ვეღარასდროს დაწერს, და არც არასდროს ცდის პრინციპში წერას. მე რასაც ვხედავ ისაა რომ წერენ მაშინ როცა აწუხებთ.
ანუ პოეტები მშვიდად ვერ არიან(როგორც დანარენი საზოგადოების 75%)
დაგროვილ ემოციებს, რომლებიც სასიამოვნონი არ არიან , ავტორები ლექსში გამოდევნიან ხოლმე.
თუ ავიღებთ ნებისმიერ ავტორს, ჩავუტარებთ სიღრმისეულ ფსიქოანალიზსა და თერაპიას, ის ვეღარასდროს დაწერს, და არც არასდროს ცდის პრინციპში წერას.
1. ახლა ამისთვის შემოვედი.
მათე ჩემო, აუცილებელია სხვა მხრიდან შემოვლა, რადგან უმეტესწილად პოეზიაზე პოეტების აზრი მოგყავს, რაც დამეთანხმები ალბათ რომ ზედმეტად სუბიექტურია.
პოეტისთვის პოეზია ცხოვრების აზრია (ვგულისხმობ "პოეტებს") და ისინი გარედან ვერ შეხედავენ პოეზიას რომ რამე ობიექტურთან მიახლოებული აზრი გამოთქვან.
ახლა ამისთვის შემოვედი.
მათე ჩემო, აუცილებელია სხვა მხრიდან შემოვლა, რადგან უმეტესწილად პოეზიაზე პოეტების აზრი მოგყავს, რაც დამეთანხმები ალბათ რომ ზედმეტად სუბიექტურია.
პოეტისთვის პოეზია ცხოვრების აზრია (ვგულისხმობ "პოეტებს") და ისინი გარედან ვერ შეხედავენ პოეზიას რომ რამე ობიექტურთან მიახლოებული აზრი გამოთქვან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|