 | ავტორი: მათე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 ივლისი, 2010 |
,, მეტი რა მინდა - მზე, ჰორიზონტზე გაკიდული, ჰგავდეს ტივტივას. მე თავი მედოს შენს კალთაში და გიყვებოდე ათას რამეს. სიო ჩვენს ჰამაკს, შენ კი ჩემს თმას ეფერებოდე.'' ,,შაჰრაზადა’’-ზევსის დაქალი
წვიმის ფარდააკრული თვალის უპეებიდან შემოვიდა .... მზიფერად ნაელვარები ზურმუხტისფერი სიღამიდან ..... ცხელ ნაკოცნს, ნალღობს, შარიშურით გადაიფურცლავს სიზმრის ზეცა და.......... ნახევარმთვარის ცივი ვერცხლი, ვნებადამცხრალ იისფერად გადამდნარი, გაიცრიცება....... ....... ეჰ, შაჰრაზადა, დაო ჩემო, მიამბე რამე...გულგასართველი..... რათა მოწყენის მრუმე ჩიტმა დატოვოს ჩემი გულის კარები და სიამეთა ზღურბლს სულ გადავცდე........ ....... სიყვარულით და პატივისცემით....... ....................................................................................................................................... .........................................................................ამაზე უფრო საოცარი, დაო , სხვა გელის....... მზეს თავისი ამბავი აქვს დღეს მოსათხრობი.... ის, ზაფხულის გრძელ ჰორიზონტზე გამობმული, ოქროცურვილ ნაბლანდებში გაიხლართება, ბოლოს დაირცხვენს ამდენ ბორიალს......... აწითლებული გაიპარება... .......აწ, შაჰრაზადა, დაო ჩემო, გულგასართველი ზაფხულია, ნეტავ, რამდენი, წინ გასავლელი?...... .......ნაათასალი და კიდევ ერთი დარჩა გულს ვარდი ღამის ზმანების....... თითქოს გრძელია და უცნაურად მოუღლელი ზაფხულის დღეთა მწვანე ბროლება, მაგრამ საოცრად მოკლეა მისი სურვილთა ღამის ცხელი ზმანება ...... და...... ეჰ.... რა სწრაფად ქარვისფერდება მისი სურნელი, აწ მზიურად ზურმუხტისფერი...... ..........ო, შაჰრაზადა, შაჰრაზადა..... მიამბე რამე გულგასართველი...... თორემ წაება მოწყენისფერს მოწყენისფერი და...... გამიხუნდა ღამის სურნელი...... 2010 წელი. 14 ივლისი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. რაღაც სხვა და ზედმეტად კარგი.. : )
მომწონს სასწაულად.. რაღაც სხვა და ზედმეტად კარგი.. : )
მომწონს სასწაულად..
15. მომეწონა მეც:) მომეწონა მეც:)
14. ეს გუშუნ წავიკითხე გარედან!!! ჩემი მოწონება შენს შემოქმედებას!!! უბადლოა!!! გაიხარე შენა!!! ეს გუშუნ წავიკითხე გარედან!!! ჩემი მოწონება შენს შემოქმედებას!!! უბადლოა!!! გაიხარე შენა!!!
13. სულ მავიწყდება და ამ 5555-ებს მაინც ვწერ...:) სულ მავიწყდება და ამ 5555-ებს მაინც ვწერ...:)
12. ცხელ ნაკოცნს, ნალღობს, შარიშურით გადაიფურცლავს სიზმრის ზეცა და.......... ნახევარმთვარის ცივი ვერცხლი, ვნებადამცხრალ იისფერად გადამდნარი, გაიცრიცება....... ფერთა ლიცლიცი საოცარი....სულს ეფინება...5555555
..........ო, შაჰრაზადა, შაჰრაზადა..... მიამბე რამე გულგასართველი...... თორემ წაება მოწყენისფერს მოწყენისფერი და...... გამიხუნდა ღამის სურნელი......
ატმოსფერო შეიცვალა თითქოს...ჯადოსნური ღამე დადგა...5555555 ცხელ ნაკოცნს, ნალღობს, შარიშურით გადაიფურცლავს სიზმრის ზეცა და.......... ნახევარმთვარის ცივი ვერცხლი, ვნებადამცხრალ იისფერად გადამდნარი, გაიცრიცება....... ფერთა ლიცლიცი საოცარი....სულს ეფინება...5555555
..........ო, შაჰრაზადა, შაჰრაზადა..... მიამბე რამე გულგასართველი...... თორემ წაება მოწყენისფერს მოწყენისფერი და...... გამიხუნდა ღამის სურნელი......
ატმოსფერო შეიცვალა თითქოს...ჯადოსნური ღამე დადგა...5555555
11. ვაიმე რა ლამაზია, აიი ზუსტად ესეთი ნაწერი მომწონს მეე და ვკითხულობ ხოლმე მთელი გულით :) შაჰრაზადაც მომეწონა ჩემი სახელის წარმომავლობას მახსენებს :) ვაიმე რა ლამაზია, აიი ზუსტად ესეთი ნაწერი მომწონს მეე და ვკითხულობ ხოლმე მთელი გულით :) შაჰრაზადაც მომეწონა ჩემი სახელის წარმომავლობას მახსენებს :)
9. საოცრად სათუთი და დახვეწილი ნაწერია :) :-*
..........ო, შაჰრაზადა, შაჰრაზადა..... მიამბე რამე გულგასართველი...... თორემ წაება მოწყენისფერს მოწყენისფერი და...... გამიხუნდა ღამის სურნელი......
საოცრად სათუთი და დახვეწილი ნაწერია :) :-*
..........ო, შაჰრაზადა, შაჰრაზადა..... მიამბე რამე გულგასართველი...... თორემ წაება მოწყენისფერს მოწყენისფერი და...... გამიხუნდა ღამის სურნელი......
8. თითქოს გრძელია და უცნაურად მოუღლელი ზაფხულის დღეთა მწვანე ბროლება, მაგრამ საოცრად მოკლეა მისი სურვილთა ღამის ცხელი ზმანება ...... მოგიკითხეთ:) თითქოს გრძელია და უცნაურად მოუღლელი ზაფხულის დღეთა მწვანე ბროლება, მაგრამ საოცრად მოკლეა მისი სურვილთა ღამის ცხელი ზმანება ...... მოგიკითხეთ:)
6. როგორც ოქროს ძაფებით , ნაქარგი , ისეტია:) როგორც ოქროს ძაფებით , ნაქარგი , ისეტია:)
5. ისევ შაჰრაზადა - თავისი ხიბლითა და იდუმალებით! (აქ "მშვიდი დღეების თეთრი ბროლება" "ზაფხულის დღეთა მწვანე ბროლებად" გარდასახულა, მაგრამ სწორედ რომ მოერგო შაჰრაზადას ფერადოვან სამყაროსაც)
ისევ შაჰრაზადა - თავისი ხიბლითა და იდუმალებით! (აქ "მშვიდი დღეების თეთრი ბროლება" "ზაფხულის დღეთა მწვანე ბროლებად" გარდასახულა, მაგრამ სწორედ რომ მოერგო შაჰრაზადას ფერადოვან სამყაროსაც)
4. ის, ზაფხულის გრძელ ჰორიზონტზე გამობმული, ოქროცურვილ ნაბლანდებში გაიხლართება, ბოლოს დაირცხვენს ამდენ ბორიალს......... აწითლებული გაიპარება...
ეს მართლაც პოეზიაა ჩემთვის - ზევსის "შაჰრაზადას" მათეს "შაჰრაზადა" მოჰყოლია. ორივე მშვენიერია! ის, ზაფხულის გრძელ ჰორიზონტზე გამობმული, ოქროცურვილ ნაბლანდებში გაიხლართება, ბოლოს დაირცხვენს ამდენ ბორიალს......... აწითლებული გაიპარება...
ეს მართლაც პოეზიაა ჩემთვის - ზევსის "შაჰრაზადას" მათეს "შაჰრაზადა" მოჰყოლია. ორივე მშვენიერია!
2. ზაფხულის დღეთა მწვანე ბროლება
მსუნთქავი, მთრთოლავი პოეზიაა ეს! 555 ზაფხულის დღეთა მწვანე ბროლება
მსუნთქავი, მთრთოლავი პოეზიაა ეს! 555
1. მზეს თავისი ამბავი აქვს დღეს მოსათხრობი.... ის, ზაფხულის გრძელ ჰორიზონტზე გამობმული, ოქროცურვილ ნაბლანდებში გაიხლართება, ბოლოს დაირცხვენს ამდენ ბორიალს...
ლამაზად წერ, მაიკო... ყოველთვის ლამაზად წერ! მზეს თავისი ამბავი აქვს დღეს მოსათხრობი.... ის, ზაფხულის გრძელ ჰორიზონტზე გამობმული, ოქროცურვილ ნაბლანდებში გაიხლართება, ბოლოს დაირცხვენს ამდენ ბორიალს...
ლამაზად წერ, მაიკო... ყოველთვის ლამაზად წერ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|