ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2010


ღ მ ე რ თ ი

მარადიული და წმინდა ბუდე
სიცოცხლე-სიკვდილისა,
გულისა და გონების გაზაფხული.

***
"სადაა შრიალი?"
"ფესვებთანაა ჩამთბარ-ჩაფენილი
და აპრილში კვლავ ჩვენთან იქნება."

***
ღმერთის კალთასავით
ლამაზი ნავი,
რომელსაც გულების
ფეთქვა მიაცურებს.

***
სახლს მიწამ აგრძნობინა,
ცხრა მთას იქით
რომ კვდებოდა მისი პატრონი.

დ ი ქ ტ ა ტ უ რ ა
------------------------
დედამთილის ფეხი-
ტახტიდან ჩამოგრძელებული,
ხალიჩას დასობილი ძახილის ნიშანივით.

***
სევდა-ლამაზი და ნათელი,
როგორც ბინდი
ვარსკვლავებს შორის.

***
ცა პირველად იხილა კალმახმა
და ტანზე ვარსკვლავებად გამოესხა
უთქმელი სიტყვები...

ს ტ უ მ რ ე ბ ი
---------------------
ქალმა სამკაულებზე დაიხედა,
კაცმა-საათსა და ჯიბეზე.

***
ზოგჯერ კარს ისე გამოაღებს,
თითქოს ზღურბლთან დახვდება ცა
და ქვემოდან
ვარსკვლავები შემოსცინებენ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები