ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2010


მადლობა უფალს!

მადლობა უფალს,
აქ შვისთვის
ადამიანად, პოეტად,
ვიცი, მოვსულვარ რისთვის
ამ ფიქლად და კაპოეტად!

მადლობა უფალს
სიცოცხლის
ასე ძალუმად ფრქვევით
მზეს რომ მახედებს, ვით მერცხალს
და არ - ჭაობში, ქვევით!

მადლობა უფალს,
რომ მომცა
ეს სიყვარული ულევად,
რომ რაც მომიწყო გამოცდა,
მე ტანჯვად არ მეგულება!

მადლობა უფალს
მაფხიზლებს,
სულის ფხას მიქასურებს,
ყალბ პოზებს როდი მახიზნებს,
მახსენებს იქ ასულებს!

მადლობა უფალს,
არც შეშლა,
არც თვითმკვლელობა არ მსურს,
როდი მასწავლის გზას ეშმა,
ტაშს როდი ვუკრავ ავ სულს!

მადლობა უფალს
სინათლის
ბილიკს რომ მიმაყოლებს,
მისრულებს, რასაც ვინატრი:
ლექსს ვწერ, ვღიღინებ, ვღონებ!

მადლობა უფალს,
შენ აქ ხარ,
მეც - აქ, შეხვედრა გვიცდის,
დედა ვატირე ინახად
ყოველგვარ სუიციდის!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები