ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2010


მინდა

მინდა მოგიახლოვდე
ვით ვარდის ბუჩქს ბულბული,
დაღლილია სხეული,
გული - გადაბუგული.

მინდა გვერდით მოგიჯდე,
როგორც მთვარეს ვარსკვლავი,
არის ჩემში ჯერ კიდევ,
რაღაც, გასაკვალავი.

მინდა მძინარს გიყურო,
შენი სუნთქვით ვხარობდე
და სული მივიტანო,
მაცოცხლებელ წყარომდე.

მინდა ისევ შევიგრძნო,
შენი ტანის სურნელი,
რომ მზის სხივს შეესიონ
ატამი და კუნელი.

მინდა ხელი ჩაგკიდო
და ვიაროთ უღლელად...
იქნება მეპატიოს
ოცნება, ცალუღელას?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები