ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ან_კა
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2010


ანა-ბანას

ანა-ბანა, ანა- ბანა,
დავრჩი ბედის ანაბარა
და ის წლები უდარდელი
აწ წარსულმა მიიბარა.
ანა- ბანა, ანა-ბანა
დარჩენილხარ ანაბარა
შენი თავის და
ტირილი არ გიხდება
წარამარა.
თუმცა დარდმა და ტკივილმა
ხელი ბევრჯერ წაგატანა
არ იტირო მაინც არა.
მერა რა, რომ სიყვარულმა
დღეს შენთვის ვერ მოიცალა,
მერე რა, რომ რაღაცაში
ხელი მართლაც მოგეცარა
ურიგო არ იქნებოდა
ცოტა კიდევ მოგეცადა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები