ორ საათში ყველა დაბინავებული იყო. ცოტა დაისვენეს და ისევ საერთო, დიდ ოთახში დაბრუნდნენ.
- თიოლა, რა გვაქვს გასაკეთებელი, ბარემ ახლავე ვთქვათ, - გულშიჩამწვდომი, ხავერდოვანი ხმით თქვა მუკამ.
ამ ხმის გაგონებაზე თიოლამ გაოცებით შეხედა: მუკა თითქოს შეცვალესო, - მის წინაშე არა ბავშვი, არამედ ახალგაზრდა მამრი იდგა. სხვებსაც გახედა და... თვალებს არ დაუჯერა, - ეს აღარ იყო პატარა ვარფიმელთა ჯგუფი. თიოლას გარშემო რვა ახალგაზრდა ვარფიმელი იდგა და თიოლასგან კონკრეტული დავალების მიღებას ელოდა. სარკისკენ გააპარა თვალი, - სარკიდან გრძელმზისფერთმიანი და უცნაურფერისთვალება არსება უცქერდა. საკუთარი თავი მოეწონა, მაგრამ... ამის დრო არ იყო ახლა... - კარგი... დავალება მივიღეთ: უნდა შევაღწიოთ ენერგეტიკული დამუხტვის ცენტრში, - თქვა და გამომცდელად შეხედა მუკას, “ნეტა მანაც თუ დაინახა ეს ცვლილება ჩემშიო”... - მიზანი? - ჯერ ზუსტად არ ვიცი, რადგან იქ გეტყვითო, მითხრეს. - ცხრავე უნდა წავიდეთ? – იკითხა ლებორმა. - არა, შესვლით უნდა შევიდეთ ოთხნი: მე, დალილა, ხაკბერი და ერთ-ერთი მამრი, რომელიც კარგად ყვინთავს. თქვენს შორის ყველაზე უკეთესად ვინც ცურავს, წამოვა ის. ამავე დროს, იქ ვერ წამოვა მუკა, რადგან მისი დახმარება შეიძლება გარედან გახდეს საჭირო. მან უნდა უზრუნველყოს ჭის სიღრმეში ჩასული ჯგუფის უსაფრთხოება... - მე ვერ წამოვალ, ასე გამოდის, - დაღონებულმა თქვა ჯონგმა. - პრინციპში, დავრჩით მე და ლებორი... ახლა რა ვქნათ, კენჭი ვყაროთ? – დაფიქრებით თქვა ლეჰარმა, - ორივე ვცურავთ, ორივე ვყვინთავთ... - მე ვფიქრობ, ლეჰარი უნდა წამოვიდეს... – ჩაერთო საუბარში ხაკბერი, - მისი ღონე და ტელეპატიის უნარი შეიძლება აუცილებელი გახდეს. თიოლა, რამ შეგცვალა ასე სწრაფად? - არ ვიცი, ხაკბერ... ყველანი შეცვლილები ვართ... თითქოს ასაკი მოგვიმატესო... მიდით, ჩაიხედეთ სარკეში... ან ერთმანეთს შეხედეთ, მხოლოდ მე რატომ მიყურებთ? მართლაც ყველანი სარკესთან მივიდნენ და მერე ერთმანეთს მიაჩერდნენ გაოგნებული თვალებით. მხოლოდ ლეჰარი არ იძვროდა ადგილიდან.
თიოლამ ლეჰარს გახედა, - კმაყოფილება აღბეჭდოდა სახეზე. ლეჰარმა ჯიბეში ჩაიყო ხელი, ქვა მონახა და ხელი მოუჭირა. მან ხომ მაშინ მიიღო ეს ინფორმაცია, ასაკის ოთხი წლით მომატების თაობაზე, როცა თავის ბინაში ნივთებს აწესრიგებდა?! გაახსენდა ლოდის დანაბარებიც, “ქვა ჭაში შენ ჩუშვიო”... ალბათ ხვალ უნდა შეასრულოს ეს დავალება...
- და მე რა უნდა გავაკეთო? – საქმიანი ხმით იკითხა დალილამ. - შენ ყველაზე მნიშვნელოვანი მისია გაქვს: უნდა ნახო, რა ხდება სხეულში მისი დამუხტვის დროს. ხაკბერმა უნდა დააფიქსიროს აპარატის მოწყობილობა. - თიოლა, ამას ხომ ისედაც ვნახავდით სულ რაღაც ხუთ თვეში? – გაუკვირდა ლეჰარს. - კი, ვნახავდით, მაგრამ... იქნებ და რა ხდება ამ ხუთ თვეში? ისე, ჯერ არც ვიცი, ლეჰარ, რისთვის გვჭირდება იქ შეპარვა. ამას იქ გვეტყვიან, ლამის ადგილზე მისულებს. - მე უფუნქციოდ მტოვებ, თიოლა? – დაღონებულმა თქვა ლებორმა. - არა, ლებორ, შენი ყვინთვის უნარით მუკას გვერდით უნდა იყო. - ყვინთვის ცოდნა რა საჭიროა, თიოლა? – იკითხა ანილამ, რომელიც ამდენ ხანს ჩუმად იჯდა ოთახის კუთხეში მდგარ სავარძელში. - ანილა, მთავარი შესასვლელიდან რომ ვერ შევიპარებით, ხომ ფაქტია. ჩვენ საიდუმლო კარს მიგვითითებენ და იქიდან შევალთ. ის კარი კი, არაა გამორიცხული, წყალში იყოს. - იქნებ ჯერ არაა დაფარული წყლით? - ხო, ჭა ხომ ჯერ არ არის ამოვსებული? – ეს უკვე იანინამ იკითხა. - მართალია, ჯერ არაა, მაგრამ წყალი ძალიან სწრაფად მოიწევს მაღლა. შეიძლება მშრალად ჩავიდეთ და ამოცურვა მოგვიწიოს. ასე რომ... ყვინთვა საკუთარი უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. - მე რას ვაკეთებ? – იკითხა ანილამ. - ამ ჯერზე არაფერს, ანილა... სამუშაო ბევრი გექნება, ნუ ღელავ! – თქვა ხაკბერმა და ანილას გაუღიმა. - როდის გავდივართ, თიოლა? – იკითხა მუკამ. - ხვალ დილას, მუკა. მოდით კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ, ვინ რას აკეთებს: 1. მე, დალილა, ხაკბერი და ლეჰარი ვეშვებით ჭაში; 2. მუკა ხელმძღვანელობს ოპერაციას; 3. ლებორი მზად იქნება ჩასაყვინთად; 4. იანინა და ჯონგი დააგეგმარებენ ჭის გარშემო ადგილებს; 5. ანილა – დაისვენებს... - არა, არ დაისვენებს, ჩვენ დაგვეხმარება... ჩვენ კიდევ ერთი ადამიანი გვჭირდება, მონაცემების ჩასაწერად... - ძალიან კარგი. ანილა, იანინა და ჯონგი იმუშავებენ ერთად.
ჯონგი მდედრებს მიუახლოვდა: - დაღლილები ხართ? – იკითხა. - არა, ჯონგ... რა დაგღვლიდა? - მაშინ დღესვე ჯობია წასვლა და ჩვენი სამუშაოს დაწყება. ჩვენი ნახაზის გარეშე – ჭაში ვერ ჩავლენ და... ხვალ დილას რაღატომ დავკარგოთ დრო?
თქმა და გაკეთება ერთი იყო. სამივე ჭისკენ გაემართა. თითქმის ღამდებოდა, როცა სახლში დაბრუნდნენ და თიოლას დაუკავშირდნენ. თიოლამ თავის კაბინეტში იხმო სამივე და მუკასა და ხაკბერსაც სთხოვა შემოსვლა. - თიოლა, წყალი მართლაც ძალიან სწრაფად მოიწევს მაღლა. დასავლეთის კედელზე, თითქმის შუაწელზე შეიმჩნევა ქვაბულის მსგავსი რაღაც... სხვა, ნაპრალიც კი არ ჩანს კედელში... - იმ ქვაბულში რა ჩანდა? - ვერაფერი დავინახეთ. - იანინა, შეგიძლია ნანახის დახატვა? – ჰკითხა ხაკბერმა. - უკვე დავხატე, აი... – იანინამ თავისი აპარატი მიაწოდა. - მზადაა... – თქვა ხაკბერმა და აპარატი დაუბრუნა.
ჯონგი, იანინა და ანილა თავ-თავის ბინებში დაბრუნდნენ. ხაკბერმა იანინას აპარატში ნანახი სურათი მონიტორზე გამოსახა, შემდეგ კი მუკას მიუბრუნდა, - რომ ჩავფრინდეთ ჭაში? ახლოდან ვნახავდით ქვაბულს. - როდის, ახლა? - ხო, ახლა... ნაკლებად დაგვინახავენ სიბნელეში. - იმხელა დისკს ყველა დაინახავს. - საქმეც მაგაშია, რომ დისკით კი არა, კაფსულით გავფრინდეთ... სამივე, მე, შენ და თიოლა. - ვერ ჩავეტევით. - ვსინჯოთ... ჩავიდეთ დაბლა. ჩემი კაფსულით გავფრინდეთ.
თქმა და შესრულება ერთი იყო. კაფსულაში ერთი სავარძელი იყო მხოლოდ, პულტებიან მაგიდასთან მიდგმული, იატაკზე დამონტაჟებული და მბრუნავი. ექვსი ილუმინატორიდან ხუთი ერთნაირი იყო, მრგვალი, ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული... მეექვსე ილუმინატორი მოგრძო ფორმისა იყო, ჰორიზონტალურად მდებარე, პულტებიანი მაგიდის მთელ სიგრძეზე გაჭიმული... მის თავზე იყო წარწერა №1. დანარჩენი ილუმინატორებიც დანომრილი იყო, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. კაფსულაში შესასვლელი კარზე განთავსებული იყო მეოთხე ილუმინატორი და ზუსტად სავარძლის უკან მდებარეობდა. მოკლედ, კაფსულა ალალად ერთ ადამიანზე იყო გათვლილი.
შესვლით კი სამივე შევიდა, მაგრამ... იქ როგორ უნდა გაჩერებულიყვნენ? - მუკა, სავარძელში შენ უნდა იჯდე, ორი აზრი არ არსებობს... მე და თიოლა კი შენს უკან დავდგებით. - ვერ დადგებით, ხაკბერ, მომენტალურად წაიქცევით ორივე... - სკამზე რომ მივებათ, მაინც? – იკითხა თიოლამ და მისაბმელად ადგილს დაუწყო ძებნა. - არა მგონია.... მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. უნდა ვსინჯოთ.
ხაკბერი გავიდა და მალე დაბრუნდა ხელში ღვედებით, რომლებიც ორი სხვა კაფსულის სავარძლებიდან მოეხსნა. ეს ღვედები არსებულ ღვედის სამაგრებზე დაამაგრა და თიოლას მოუხმო. ჯერ თიოლა დააბა კარგად, მერე თავადაც მიება სავრძელს, თიოლას მაგრად შემოხვია ხელი და ამითიც გაიმაგრა დგომის პოზა. - მზად ვართ, მუკა... - მზადყოფნა 4... ვრთავ... – მუკამ უამრავი ნათურა ააბრჭყვიალა პულტებიან მაგიდაზე... - კარგად დგახარ, თიოლა? - კი, ხაკბერ... - მზადყოფნა 3... ვხსნი იატაკს...
აღმოჩნდა, რომ კაფსულა ლიფტისმაგვარ სადგარზე იდგა. მასიური იატაკის გახსნამ საოცარი ვიბრაცია გამოიწვია. შემდეგ ლიფტი თანდათან დაეშვა მიწამდე და კაფსულის გასაფრენი ღიობი გამოჩნდა. - მზადყოფნა 2... ახლა ნახევრადჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადავალთ... – და მართლაც კაფსულამ თანდათან დაწია ცხვირი და ღიობის მიმართულებით დაიძრა, გარეთ გავიდა. - თიოლა, კარგად მომკიდე ხელი, არ ჩავარდე დაბლა, თორემ პირდაპირ ამ მაგიდაზე დაეცემი... – ხაკბერმა მაგრად მოხვია ხელი თიოლას და მუკას სავარძელს მიაკრა.
ცოტა ხანში კაფსულა ისევ საწყის ვერტიკალურ მდებარეობას დაუბრუნდა. - მზადყოფნა 1... ვრთავ სიჩქარეს... მაგრად მოეჭიდეთ... – კაფსულას ციებიანივით შეაძაგძაგა. - რა ხდება, მუკა? – შეშფოთებულმა იკითხა თიოლამ. - არაფერი, თიოლა, ერთი ღილაკით მეტი ჩავრთე შემთხვევით... აი, გამოვრთე და გაჩერდა... აღარ ვიბრირებს... მზადყოფნა 0... მივფრინავთ!
კაფსულა მიწას მოსწყდა და ზეცაში აიჭრა. აფრენის მომენტში წარმოქმნილმა წნევამ თიოლა და ხაკბერი კაფსულის იატაკს შეაზარდა თითქოს... მაგრამ როგორც კი გარკვეულ სიმაღლეზე ავიდა, კაფსულამ ისევ ჰორიზონტალუსავარძელი რაღაც ღერძის გარშემო და მიიღო საწყისი მდებარეობა. ანუ, მუკა კი არ ეკიდა გადმოყირავებული სავარძლის ქვეშ, მასზე ღვერი მდებარეობა მიიღო და... სამივე გაოცებული უყურებდა, როგორ გადატრიალდა დებით მიბმული, ის ისევ სავარძელში იჯდა. სამაგიეროდ თიოლა და ხაკბერი აღმოჩნდნენ ძალიან უხერხულ პოზაში, ტანით მუკას სავარძელზე მიბმულნი და დაკიდულები. - მუკა, მოდი, რა მოგვხსენი? ვერ ვიფრენთ ასე... ჩვენ ხომ არც ვდგავართ, უაზროდ ვკიდივართ... – თქვა ხაკბერმა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, თიოლასთვის უკეთესი მდებარეობა მიეცა. - არ ჩავარდებით? - არაა მაღალი ჩასავარდნი... ასე დაკიდებას ნაღდად აჯობებს... - კარგი, გხსნი, ხაკბერ... – მუკამ ღვედი გახსნა და ხაკბერი კაფსულის ქვემოთმდებარე კედელს დაენარცხა. - გეტკინა, ხაკბერ? – ჩამოსძახა შეწუხებულმა თიოლამ. - არც ისე, მოიცა, მოგეხმარები... მუკა, გახსენი თიოლას ღვედი, - ამის თქმა იყო და სავარძელს მოწყვეტილი თიოლა პირდაპირ ხაკბერის მკლავებში აღმოჩნდა. - მოდი, იატაკზე ანუ კედელზე გაწექით და ილუმინატორებიდან ადევნეთ თვალი გარემოს, - ჩამოსძახათ სავარძლიდან მუკამ.
მართლაც ასე მოიქცნენ და, კედელ-იატაკზე გაწოლილები, ილუმინატორიდან ადევნებდნენ თვალს ვარფიმის ზედაპირს. უხმაუროდ მიფრინავდნენ. ცაში უამრავი ასეთი კაფსულა დაფრინავდა, ასე რომ მათი კაფსულა გამონაკლისს არ წარმოადგენდა, ზედმეტ ყურადღებას არ იქცევდა. ყველა კაფსულას მისი მეპატრონის პირადი ნომერი ეწერა.
დისკებიც დაფრინავდა ცაში, მაგრამ უფრო იშვიათად.
შორიდანვე დაინახეს ჭისებური ნაპრალი. ახლოს მიფრინდნენ და ფრთხილად დაიწყეს მისი სიღრმისკენ დაშვება. - რაღაცას ვხედავ მგონია... – ჩაილაპარაკა თიოლამ, - ხაკბერ, აქეთ მოცოცდი, აბა? მუკა, ჩართე სხივი... - არის, ჩავრთო სხივი...
ვიწრო სხივი ნახევრად ამოვსებული ჭის სიღრმეში დასრიალებდა და მონაცვლეობით ანათებდა ხან წყალს, ხან ერთ-ერთ კედელს... ხაკბერი და თიოლა თვალს ადევნებდნენ სხივის მოძრაობას. - აი, გამოჩნდა, - იყვირა უეცრად თიოლამ, როცა სხივმა დასავლეთ კედელზე მრგვალთაღოვანი ქვაბული გაანათა... - შეგიძლია ცოტა დაბლა დაეშვა? – იკითხა ხაკბერმა და სხივი მექანიკურად მიმართა ქვაბულისკენ. - ახლავე... მე შემიძლია ჰაერშიც დავეკიდო... დიდხანს ვერა, მაგრამ... რამდენიმე წუთით შემიძლია. – მუკამ ქვაბულის გასწვრივ დაკიდა კაფსულა და ყველაზე ძლიერი სხივი ჩართო. - იქ კარია... ხედავ, თიოლა? - კი, ვხედავ, ხაკბერ... კარი დაკეტილია... მაგას რა გახსნის? - “რა” არა, “ვინ”... მაგას ლეჰარის ღონე სჭირდება. მართალი ვყოფილვართ... კარგად გვაქვს განაწილებული ფუნქციები. - ხვალ უთენია დავეშვებით ჭისკენ... ან ჩავეშვებიტ ჭაში. შენ კაფსულით უნდა იყო, მუკა... ჩვენ კი ფეხით მოგვიწევს დაბლა ჩასვლა. - ჩვენ მზად ვარ, თიოლა... ყველანი!
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. საინტერესოა, არადა, როგორი რეალისტი ვარ... საინტერესოა, არადა, როგორი რეალისტი ვარ...
35. ვკითხულობ და ვკითხიულობ..... ძალიან საინტერესოა.....;) ვკითხულობ და ვკითხიულობ..... ძალიან საინტერესოა.....;)
34. გილოცავთ მარიამობას, წმინდა მარიამის კალთა გფარავდეთ თქვენ ოჯახს ნაწარმოებში 555 გილოცავთ მარიამობას, წმინდა მარიამის კალთა გფარავდეთ თქვენ ოჯახს ნაწარმოებში 555
33. =)) ვზივარ და ცრემლებამდე ვხარხარებ! =)) =))
შენ გეიხარე, ჯემალავ, რაფერ ახავისეფ ამ საიტს! =)) =)) =)) ვზივარ და ცრემლებამდე ვხარხარებ! =)) =))
შენ გეიხარე, ჯემალავ, რაფერ ახავისეფ ამ საიტს! =)) =))
32. ცხრა ბევრია გოვ, მაი თლათ თეატრი მეითხოვე, შენდა ჩასწერო 2 ხმა. ჯერ შენი ხმით წეიკითხე, მერე მუუწრილე, მერე დუუბოხე, სამი გამოვდა. ერთი მე და ხუთი მოხავისედა მოსძებნო. ერთხელ მეც მევინდომე მასე ჰალალათ და ხალხი რო ვერ ვნახე მუნჯურზე გადავაკეთე, ჰამან მუსიკები მუუხტა ძლიერათ ჯ ე მ ა ლ ა. 2010-08-24 13:45:35
=)) ვაიმეეე არ შემიძლიააააააა :))))))))მერე მუუწრილე :D:D:D ეგეთები კი ეეხერხება თამროოს !!! :))მოხავისეებში ჩამწერეთ რაა ?! =)) ცხრა ბევრია გოვ, მაი თლათ თეატრი მეითხოვე, შენდა ჩასწერო 2 ხმა. ჯერ შენი ხმით წეიკითხე, მერე მუუწრილე, მერე დუუბოხე, სამი გამოვდა. ერთი მე და ხუთი მოხავისედა მოსძებნო. ერთხელ მეც მევინდომე მასე ჰალალათ და ხალხი რო ვერ ვნახე მუნჯურზე გადავაკეთე, ჰამან მუსიკები მუუხტა ძლიერათ ჯ ე მ ა ლ ა. 2010-08-24 13:45:35
=)) ვაიმეეე არ შემიძლიააააააა :))))))))მერე მუუწრილე :D:D:D ეგეთები კი ეეხერხება თამროოს !!! :))მოხავისეებში ჩამწერეთ რაა ?! =))
31. ხომ 2 მევთხოვე, ჯემალა... რაა, რომ არ კითხულოფ გულიანედ, ჭოვ? ან 1 ქალი და 1 კაცი მინდა-თქვა და ან 2 კაცი... წეიკითხე, პაბრაცკი, მეორეხელ.... :))) არ ვიცი, ვინ ხარ, მარა, მიყვარხარ! :-* ხომ 2 მევთხოვე, ჯემალა... რაა, რომ არ კითხულოფ გულიანედ, ჭოვ? ან 1 ქალი და 1 კაცი მინდა-თქვა და ან 2 კაცი... წეიკითხე, პაბრაცკი, მეორეხელ.... :))) არ ვიცი, ვინ ხარ, მარა, მიყვარხარ! :-*
30. ავდგეთ და აქ ჩამოვიყვანოთ, ჩინელებს აღარ აჯობებენ? ავდგეთ და აქ ჩამოვიყვანოთ, ჩინელებს აღარ აჯობებენ?
29. ნენეეეეეეეეეეევ რაფერ გამახარე გოვ. მეც შემსვიდა ერთ როლში პაბრაცკი, ჩავსწერ აუდიოს და გადმოგიგზავნი და ჩაამონტაჟე. იზამს? თამარავ კიდვენ რადა გითხრადა ცხრა ბევრია გოვ, მაი თლათ თეატრი მეითხოვე, შენდა ჩასწერო 2 ხმა. ჯერ შენი ხმით წეიკითხე, მერე მუუწრილე, მერე დუუბოხე, სამი გამოვდა. ერთი მე და ხუთი მოხავისედა მოსძებნო. ერთხელ მეც მევინდომე მასე ჰალალათ და ხალხი რო ვერ ვნახე მუნჯურზე გადავაკეთე, ჰამან მუსიკები მუუხტა ძლიერათ ნენეეეეეეეეეეევ რაფერ გამახარე გოვ. მეც შემსვიდა ერთ როლში პაბრაცკი, ჩავსწერ აუდიოს და გადმოგიგზავნი და ჩაამონტაჟე. იზამს? თამარავ კიდვენ რადა გითხრადა ცხრა ბევრია გოვ, მაი თლათ თეატრი მეითხოვე, შენდა ჩასწერო 2 ხმა. ჯერ შენი ხმით წეიკითხე, მერე მუუწრილე, მერე დუუბოხე, სამი გამოვდა. ერთი მე და ხუთი მოხავისედა მოსძებნო. ერთხელ მეც მევინდომე მასე ჰალალათ და ხალხი რო ვერ ვნახე მუნჯურზე გადავაკეთე, ჰამან მუსიკები მუუხტა ძლიერათ
28. 8. არა გოვ, მე მაგას რაფერ დავსწერდდი, ხო იცი მაქფერი არ ვარ, დიდებია და აუდიოდა დაადო მეტი კაი იქნება, წამოვწვები და თითქოს რადიოში იქნები ა დევძინეფ ტკბილათ, ნამუშევარი ძლიერია ჰალალათ ვამბოფ, ჰამან უცხოეულ სახელეფში მიჭირს და პერსონები მეშლებიენ ერთმანეთში და მერე ვიბნევი და თავიდან ვიწყეფ. ხოდა ადექ და დასდე აუდიო დიმიჯერე ჯ ე მ ა ლ ა. 2010-08-21 02:39:58
ჯ ე მ ა ლ ა ს ს უ რ ვ ი ლ ი ს შესასრულებლად ვიწვევ 9 მოხალისეს რადიოსპექტაკლის დასადგამად. ;;) 9-ს თუ არა, 2-ს მაინც, - ქალს და მამაკაცს, ან 2 მამაკაცს.... :) ქალის როლებს - ქალი გაახმოვანებს, კაცისებს - კაცი და ავტორის ნაცვლად - მესამე, სულერთია კაცი თუ ქალი, მხოლოდ სხვა პიროვნება. ;;) აბა, მხოლოდ ჩემი წაკითხულით, 10 სხვადასხვა ხმაზე როგორ ვილაპარაკო? :)) :))
27. თამარ, ერთი შენი ვარფიმელების ბალღი გამიგორა კალთაში და მერე გინდა მომკლა! ელდარ, შენც ვარფიმისკენ გაგიწია გულმა? :-O დავიღუპეთ მგონია, კაცი-კაკალი აღარ რჩება დედამიწაზე, ყველა ვარფიმზე გარბის... :) თუ აქეთ გინდა ერთუ ვარფიმელი ბავშვის ჩამოყვანა? :-? :))
აბა, დარსა და თაიაზე რომ გადავალთ, ალბათ დაიცლება ეს ჩვენი ცისფერი პლანეტა! :))))))))))))) 8. არა გოვ, მე მაგას რაფერ დავსწერდდი, ხო იცი მაქფერი არ ვარ, დიდებია და აუდიოდა დაადო მეტი კაი იქნება, წამოვწვები და თითქოს რადიოში იქნები ა დევძინეფ ტკბილათ, ნამუშევარი ძლიერია ჰალალათ ვამბოფ, ჰამან უცხოეულ სახელეფში მიჭირს და პერსონები მეშლებიენ ერთმანეთში და მერე ვიბნევი და თავიდან ვიწყეფ. ხოდა ადექ და დასდე აუდიო დიმიჯერე ჯ ე მ ა ლ ა. 2010-08-21 02:39:58
ჯ ე მ ა ლ ა ს ს უ რ ვ ი ლ ი ს შესასრულებლად ვიწვევ 9 მოხალისეს რადიოსპექტაკლის დასადგამად. ;;) 9-ს თუ არა, 2-ს მაინც, - ქალს და მამაკაცს, ან 2 მამაკაცს.... :) ქალის როლებს - ქალი გაახმოვანებს, კაცისებს - კაცი და ავტორის ნაცვლად - მესამე, სულერთია კაცი თუ ქალი, მხოლოდ სხვა პიროვნება. ;;) აბა, მხოლოდ ჩემი წაკითხულით, 10 სხვადასხვა ხმაზე როგორ ვილაპარაკო? :)) :))
27. თამარ, ერთი შენი ვარფიმელების ბალღი გამიგორა კალთაში და მერე გინდა მომკლა! ელდარ, შენც ვარფიმისკენ გაგიწია გულმა? :-O დავიღუპეთ მგონია, კაცი-კაკალი აღარ რჩება დედამიწაზე, ყველა ვარფიმზე გარბის... :) თუ აქეთ გინდა ერთუ ვარფიმელი ბავშვის ჩამოყვანა? :-? :))
აბა, დარსა და თაიაზე რომ გადავალთ, ალბათ დაიცლება ეს ჩვენი ცისფერი პლანეტა! :)))))))))))))
27. თამარ, ერთი შენი ვარფიმელების ბალღი გამიგორა კალთაში და მერე გინდა მომკლა! თამარ, ერთი შენი ვარფიმელების ბალღი გამიგორა კალთაში და მერე გინდა მომკლა!
26. კარგია! ყოჩაღ! 5 კარგია! ყოჩაღ! 5
25. მოთმინება, თავადო, მოთმინება! :))))) მოთმინება, თავადო, მოთმინება! :)))))
24. ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები :) არ დაგვივაჟკაცდნენ და არ დაგვიქალიშვილდნენ პაწუა ვარფიმელები? მერეე და რა მოხდება მერეეე? :) ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები :) არ დაგვივაჟკაცდნენ და არ დაგვიქალიშვილდნენ პაწუა ვარფიმელები? მერეე და რა მოხდება მერეეე? :)
22. თამარო:) რა კაია... მართლა დროზე გაზარდე რა ეგ ბაიები:) თამარო:) რა კაია... მართლა დროზე გაზარდე რა ეგ ბაიები:)
21. ეს არც არის ფანტასტიკა, ანა! ეს არის ზუსტად რომ პარალელურ სამყაროში მომდინარე პროცესები, მხოლოდ სხვა დროში! კარგად გაგიგია! :))))) ეს არც არის ფანტასტიკა, ანა! ეს არის ზუსტად რომ პარალელურ სამყაროში მომდინარე პროცესები, მხოლოდ სხვა დროში! კარგად გაგიგია! :)))))
20. თიოლა საყვარელი ... :) მე რატომღაც არ ვკითხულობ ამ ნაწარმოებს როგორც ფანტასტიკას, რასაც ადამიანის გონება წარმოიდგენს, რეალურად ყველაფერი შესაძლებელია! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკვე მოხდა, ან ამ დროში მიმდინარეობს პარალელურ სამყაროში და სიამოვნებით მივყვები მოვლენების განვითარებას, ბოლო რომ კეთილი იქნება იმისიც მჯერა. მიყვარს, მიყვარს, მიყვარს! :) თიოლა საყვარელი ... :) მე რატომღაც არ ვკითხულობ ამ ნაწარმოებს როგორც ფანტასტიკას, რასაც ადამიანის გონება წარმოიდგენს, რეალურად ყველაფერი შესაძლებელია! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკვე მოხდა, ან ამ დროში მიმდინარეობს პარალელურ სამყაროში და სიამოვნებით მივყვები მოვლენების განვითარებას, ბოლო რომ კეთილი იქნება იმისიც მჯერა. მიყვარს, მიყვარს, მიყვარს! :)
19. ძალიან საინტერესოდ წერთ!:) მოგიკითხეთ;)
ძალიან საინტერესოდ წერთ!:) მოგიკითხეთ;)
18. მოკლედ აქ ამბები მოხდება , ბრედბერი შურით კვდება:) მოკლედ აქ ამბები მოხდება , ბრედბერი შურით კვდება:)
17. რა ვიცი...ჯერ კი თქვენ ჩამოდიხართ?...:))))))))))) რა ვიცი...ჯერ კი თქვენ ჩამოდიხართ?...:)))))))))))
16. ჭაო, შენ ვიდრე იქამდე ამოაღწევ, კარიც გახსნილი დაგხვდება! :)))))))))) ჭაო, შენ ვიდრე იქამდე ამოაღწევ, კარიც გახსნილი დაგხვდება! :))))))))))
15. წავიკითხეეეეე....დროზე გაზარდე რა ეს ბავშვები...უფრო საინტერესო გახდება, მასე ეტყობა...:)
ისე ჭა თუ ცუდ ხასიათზე დაგიხვდათ...ვერც ლეჰარის ღონე უშველის იმ კარის გახსნას...:) რაც შეიძლება ბევრი მოეფერე მაგ ჭას...ეგება გაგიღოთ კარი...:) წავიკითხეეეეე....დროზე გაზარდე რა ეს ბავშვები...უფრო საინტერესო გახდება, მასე ეტყობა...:)
ისე ჭა თუ ცუდ ხასიათზე დაგიხვდათ...ვერც ლეჰარის ღონე უშველის იმ კარის გახსნას...:) რაც შეიძლება ბევრი მოეფერე მაგ ჭას...ეგება გაგიღოთ კარი...:)
14. სული გამეპარა ადამიანო-გაგრძელება მინდა!:) სული გამეპარა ადამიანო-გაგრძელება მინდა!:)
13. ძალიან მომეწონა. ფანტასტიკური ჟანრია!+2 ძალიან მომეწონა. ფანტასტიკური ჟანრია!+2
12. ეხლა შევედი წევრებში 7999 კომენტარი გაქვს და მე-8000-ე ჩემია!:) კარგი აზრია აუდიო ვერსია,ტუმცა კიტხვა არ მეზარება,მაგრამ დამელია სული ისე მაინტერესებს რა მოხდება. მე მგონის ვარფიმი ყველაზე მეტად მომეწონა,არადა ყველაზე ცუდი პლანეტააო ამბობდი. ძალიან საინტერესო პლანეტაა,ძალიან!:);) ეხლა შევედი წევრებში 7999 კომენტარი გაქვს და მე-8000-ე ჩემია!:) კარგი აზრია აუდიო ვერსია,ტუმცა კიტხვა არ მეზარება,მაგრამ დამელია სული ისე მაინტერესებს რა მოხდება. მე მგონის ვარფიმი ყველაზე მეტად მომეწონა,არადა ყველაზე ცუდი პლანეტააო ამბობდი. ძალიან საინტერესო პლანეტაა,ძალიან!:);)
11. იასთან სახლში ვიყავი მისული, ისე წავუკითხე და... ჩამოვალ მაშინ ფოთში, დაგსვამთ მთელ ოჯახს სავარძლებში და წაგიკითხავთ ძილისპირულივით... :)))) აბა რა ვქნა სხვა? :-* იასთან სახლში ვიყავი მისული, ისე წავუკითხე და... ჩამოვალ მაშინ ფოთში, დაგსვამთ მთელ ოჯახს სავარძლებში და წაგიკითხავთ ძილისპირულივით... :)))) აბა რა ვქნა სხვა? :-*
10. თამარ მშვენიერია!!! ისე, იას არ იყოს... მეც დიდი სიამოვნებით მოვისმენდი!!! გაიხარე შენა!!! თამარ მშვენიერია!!! ისე, იას არ იყოს... მეც დიდი სიამოვნებით მოვისმენდი!!! გაიხარე შენა!!!
9. ვაახ, ხომ მოგწერე, არა? არ ვიცი აუდიოს დადება... :))) მა და ისე, რასაა რომ მეუბნებით ახლა? რომანის აუდიოვერსია სად თქმულა და რომელი პარტიის ხელში? :)))))
ვაახ, ხომ მოგწერე, არა? არ ვიცი აუდიოს დადება... :))) მა და ისე, რასაა რომ მეუბნებით ახლა? რომანის აუდიოვერსია სად თქმულა და რომელი პარტიის ხელში? :)))))
8. არა გოვ, მე მაგას რაფერ დავსწერდდი, ხო იცი მაქფერი არ ვარ, დიდებია და აუდიოდა დაადო მეტი კაი იქნება, წამოვწვები და თითქოს რადიოში იქნები ა დევძინეფ ტკბილათ, ნამუშევარი ძლიერია ჰალალათ ვამბოფ, ჰამან უცხოეულ სახელეფში მიჭირს და პერსონები მეშლებიენ ერთმანეთში და მერე ვიბნევი და თავიდან ვიწყეფ. ხოდა ადექ და დასდე აუდიო დიმიჯერე არა გოვ, მე მაგას რაფერ დავსწერდდი, ხო იცი მაქფერი არ ვარ, დიდებია და აუდიოდა დაადო მეტი კაი იქნება, წამოვწვები და თითქოს რადიოში იქნები ა დევძინეფ ტკბილათ, ნამუშევარი ძლიერია ჰალალათ ვამბოფ, ჰამან უცხოეულ სახელეფში მიჭირს და პერსონები მეშლებიენ ერთმანეთში და მერე ვიბნევი და თავიდან ვიწყეფ. ხოდა ადექ და დასდე აუდიო დიმიჯერე
6. რატო, ჯემალავ, არ დაგაინტერესა? :( აბა სულ მეიგეფ ჩემპიონატსო, რომ მითხარი? მატყვილეფ? :(( რატო, ჯემალავ, არ დაგაინტერესა? :( აბა სულ მეიგეფ ჩემპიონატსო, რომ მითხარი? მატყვილეფ? :((
5. თამარავ არამითი გატყვილეფსდა იცოდე. მაგას კაი ნომრები აქდა ზემოდან გვიყურეფს ნაღჩი. ცოტააო, არ შეგულიანდე და მეტი დიდები არ დასწერო, ძლივს გეველ ბოლოში თამარავ არამითი გატყვილეფსდა იცოდე. მაგას კაი ნომრები აქდა ზემოდან გვიყურეფს ნაღჩი. ცოტააო, არ შეგულიანდე და მეტი დიდები არ დასწერო, ძლივს გეველ ბოლოში
4. ვაახ, პეპელა ხომ არა ვარ? ჯემალამ - ბევრი დაგიწერიაო... არამითმა - ცოტააო... რა ვქნა ახლა მე? რომელ წყალში ვტკუპო თავი? :)))))))))))))))) ვაახ, პეპელა ხომ არა ვარ? ჯემალამ - ბევრი დაგიწერიაო... არამითმა - ცოტააო... რა ვქნა ახლა მე? რომელ წყალში ვტკუპო თავი? :))))))))))))))))
3. კარგია მაგრამ ცოტაა:);) +777 ველი გაგრძელებას კარგია მაგრამ ცოტაა:);) +777 ველი გაგრძელებას
2. ნენეეეეევ კიდვენ რამეთი დიდი დუუწერია, ეყოდა კანცეკანცოვ ჩემი წვალება. ვსიო. აუდიო დაადე შემდექს. ამას წევკითხავ, ქპირდები, ვკითხულოდ უჟე. თამარავ ისე ფანტასტიურუ ჟანრი რო მევთხოვოთ იზამს? პასტაიანა შენ მეიგეფ ჩემპიონატს და ვიხავისოთ მაგაზე. გოვ ავანსათ გიწერ ხუთს. 5 არ შემარცხვინოდა იცოდე. ნენეეეეევ კიდვენ რამეთი დიდი დუუწერია, ეყოდა კანცეკანცოვ ჩემი წვალება. ვსიო. აუდიო დაადე შემდექს. ამას წევკითხავ, ქპირდები, ვკითხულოდ უჟე. თამარავ ისე ფანტასტიურუ ჟანრი რო მევთხოვოთ იზამს? პასტაიანა შენ მეიგეფ ჩემპიონატს და ვიხავისოთ მაგაზე. გოვ ავანსათ გიწერ ხუთს. 5 არ შემარცხვინოდა იცოდე.
1. თქვენ ეს ავტორისეული წაკითხული უნდა მოისმინოოთ!!! აი ეფექტი მაშინაა!!! მე გუშინ მქონდა ეგ ბედნიერება! :) ;) თქვენ ეს ავტორისეული წაკითხული უნდა მოისმინოოთ!!! აი ეფექტი მაშინაა!!! მე გუშინ მქონდა ეგ ბედნიერება! :) ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|