შენს ტუჩებს ადნება ხენდრო, ჩიტებით დაიჭორფლა ეზო. ცხელი ზაფხულია, მწველი. ცა ღრუბლებს ვეღარ წველის. შენს ტუჩებს ადნება ხენდრო, მზისგან გადახუნდა ერდო, ველი შეიკმაზა ჭინჭრით, ღამით ყურს მიუგდებ ჭრიჭინს, იფიქრებ თიბათვის მზეზე, სიმშვიდეჩამოღვრილ მთებზე, მერე წაიფარებ საბანს, უბრალოდ, მოიგონებ ზღაპარს სადაც, ზაფხულია მწველი, სპილენძად დამდნარა ველი, თონეში ჩააკრავ პურებს, წყაროს წყლით აავსებ სურებს, დაღლილ ქმარს მიუტან ვახშამს, ბავშვებს წვიმის წყალით დაბან, ბალიშებს დაუდებ თავქვეშ, მამაზე უამბობ რამეს, სახლი აივსება ძილით, ჩუმი და უმანკო ფშვინვით, მერე ბედნიერი ქარგავ შენს მიერ მოგონილ ზღაპარს... შენს ტუჩებს ადნება ხენდრო, ჩიტებით დაიჭორფლა ეზო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ოჰ ეს ჭინკა მარიკო დამასწრო!!! კატიე. 2011-02-23 21:57:29
ჭინკა რაღა უბედურებაა :D:D:D არადა არ ვარ ჭინკა :( ოჰ ეს ჭინკა მარიკო დამასწრო!!! კატიე. 2011-02-23 21:57:29
ჭინკა რაღა უბედურებაა :D:D:D არადა არ ვარ ჭინკა :(
12. ოჰ ეს ჭინკა მარიკო დამასწრო!!! კარგი გოგო ხარ ლელ, კიდევ ვკითხულობ ოჰ ეს ჭინკა მარიკო დამასწრო!!! კარგი გოგო ხარ ლელ, კიდევ ვკითხულობ
11. :-* არაფრის ლელა :) :-* არაფრის ლელა :)
10. მადლობა მარიკო და კატიე:) მადლობა მარიკო და კატიე:)
9. მარიკოს კომენტარს გამოვეკიდე.... ზაფხული მიყვარს და სულ მენატრება!!! ძალიან მომეწონააააააააა მარიკოს კომენტარს გამოვეკიდე.... ზაფხული მიყვარს და სულ მენატრება!!! ძალიან მომეწონააააააააა
8. ჩიტებით დაიჭორფლა ეზო... რა კაი რამეა :) ჩიტებით დაიჭორფლა ეზო... რა კაი რამეა :)
7. მერე ბედნიერი ქარგავ შენს მიერ მოგონილ ზღაპარს...
555 მერე ბედნიერი ქარგავ შენს მიერ მოგონილ ზღაპარს...
555
6. კარგი განწყობის მომტანი ლექსია. მთავარია ლექსით ისიამოვნო მკითხველმა. კარგი განწყობის მომტანი ლექსია. მთავარია ლექსით ისიამოვნო მკითხველმა.
5. მეც ამ სიტყვამ გამიელვა თავში... იდილია... მეც ამ სიტყვამ გამიელვა თავში... იდილია...
4. რა კარგია, ლელა... იდილიური ყოფაა დახატული, მშვენიერი ლექსია. 5555555 რა კარგია, ლელა... იდილიური ყოფაა დახატული, მშვენიერი ლექსია. 5555555
3. მეც მომწონს მეც მომწონს
2. თბილი და ლამაზი ლექსი - ლამაზი სახეებით! მომეწონა! (ორიოდე უმნიშვნელო კორექტურული ხარვეზი გაასწორე, ავტორო) თბილი და ლამაზი ლექსი - ლამაზი სახეებით! მომეწონა! (ორიოდე უმნიშვნელო კორექტურული ხარვეზი გაასწორე, ავტორო)
1. ძალიან მომეწონა :) ლამაზი ლექსია :) +++++++ ძალიან მომეწონა :) ლამაზი ლექსია :) +++++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|