დაღლილი ვუმზერ ხანძრებს ვნებიანს, აღარ გამირბის თვალები ზემოთ. და ალბათ სულაც არაფერია, იკარი ფრთების დამწვარი გემო, ზღვას რომ დაასკდა ამაყი მკერდით... სულ სხვაა ახლა ჩემი იმედი...
ჩემო ქვეყანავ ნეტავ იცოდე, ბედმა რა გზებით აღარ მატარა, გთხოვ, მომიტევო, თუ ვერ მოგხედე და თუ კი დავრჩი ასე პატარა. გთხოვ, მომიტევო, ორთქლიან მიწას, რომ ვერ ვუკოცნე ხოხობის ყელი, - რად არ ჩალეწავს ამ გულის ფიცარს ლექსები, შენთვის გაუმხელელი?! აჰა, შენი ვარ, შენთან მოვედი, როგორც შვილი და როგორც იმედი.
სიტყვებით, გულის გამაპობელით, მტანჯველი გრძნობის ვწვდები სანახებს, - გარდაიცვალა ზეცათმპყრობელი!..
ჩემს ლექსებს, როგორც დაჭრილ კალმახებს, სისხლის წვეთები აყრიათ ტანზე.
"რად არ ჩალეწავს ამ გულის ფიცარს ლექსები, შენთვის გაუმხელელი?!"
ლეწავს და ეგაა, ბატონო თენგიზ!.. აბა, ეს რაა -
"ჩემს ლექსებს, როგორც დაჭრილ კალმახებს, სისხლის წვეთები აყრიათ ტანზე"
ლექსები განა გულიდან არ მოდის?! (ფრიდონ ხალვაში გამახსენა ახლა ამან და მისი სიტყვები ერთი ლექსიდან - "მე მარადიდში დამრჩა მარჯვენა, ხიხანის ციხედ ვიყავ ქცეული და შენი სიტყვის გადასარჩენად ილეწებოდა ჩემი სხეული.
რა გლოვად ვიყავ, რა დასანახი, ჭოროხს მეწამულ ფერში უვლია, საქართველოში ალბათ კალმახი მიტომ სისხლისფრად დაწინწკლულია..)

ჩემო ქვეყანავ ნეტავ იცოდე, ბედმა რა გზებით აღარ მატარა, გთხოვ, მომიტევო, თუ ვერ მოგხედე და თუ კი დავრჩი ასე პატარა. გთხოვ, მომიტევო, ორთქიან მიწას, რომ ვერ ვუკოცნე ხოხობის ყელი, - რად არ ჩალეწავს ამ გულის ფიცარს ლექსები, შენთვის გაუმხელელი?!
--------------
ჩემს ლექსებს, როგორც დაჭრილ კალმახებს, სისხლის წვეთები აყრიათ ტანზე.
55555 შესანიშნავი ლექსია!
"ორთქიან" --- აქ კორექტურაა, "ლ" აკლია, შეასწორე!