ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელ გრინი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2010


უარყოფა

მარტო, სასაფლაოს წვეტიან გალავანთან,

ხავს მოდებულ სულთა სიჩუმე.

უნდობლობის პირმშომ, სიკვდილი შექმნა,

პირველი მისი სუნთქვა ტკივილს შეეეფარა.

ადამიანთა ტკივილი ლურჯ ცაზე ღრუბლებად დადებული,

პარადოქსული მიმოქცევა და არარაობა,

უკვე მეორე არარაობა ჩემს ირგვლივ,

უკვე მეორე უპატიებელი უარყოფა.

როცა ოფლი სადღაც შენც გაქვს

და გაპარსულია შპალერი ჩემს კედლებზე,

ისინი აღარ იცავენ სიჩუმეს ჩემს ოთახში....

შენ კედელთან ატუზულს, გახრჩობს ფინჯანი ყავის მოლოდინის ფიალა,

და მე ისევ წყნარად რაღაც სიტყვებზე ჩამოკიდებული ვქანაობ.

ისევ მარტო სასაფლაოს წვეტიან გალავანთან,

ხავს მოდებულ სულთა სიმშვიდეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები