ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ჯაიანი
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2010


საათების პოეზია

შაბათი, შემოდგომა, თერთმეტის ნახევარი

სახლიდან გაქცეული ტრიალებს ნახევარი
მეორე, არ მეძებო აქ ვარ იღუმია,
ქარი ქსოვს სურნელებას მაგ თემბის დარხევანით,
ცა თითქოს ვარსკვლავების აკვარიუმია.

მე ერთმა ფოტოგრაფმა ცხოვრებას გადავუღე,
დიდი დრო სჭირვებია ამ ფირის გამჟღავნებას
და რა გზით, რა ბუნებით, რა ცოდვით ან რა უღლით,
აპირებ თავის მოკვლას ამგვარი დაჟინებით.

მე ამას არ დავუშვებ, მე ამას გადავყვები,
ძვირფასო იღუმია, იმ დროთა მიუქმებით,
იმ დროთა დასავიწყად და სულის დანაყრების
მიზეზით შენს ბაგეებს სიზმარშიც ვილუკმები.

ცა თითქოს ვარსკვლავების აკვარიუმია,
ქარი ქსოვს სურნელებას მაგ თმების დარხევანით,
შენ სხვაგან ნუ მომძებნი სულში ვარ იღუმია,
შაბათი. შემოდგომა. თერთმეტის ნახევარი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები