ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

ტანგო

უკვე ხასიათი, არაჩემებური დამყვა
ბოლო დროს და ვიცი მომბეზრდება,
ირგვლივ ყველა ფარსი, ყველა წარმოდგენა,
ყალბი ღიმილი და თითქოს აღარც მჯერა-
ზღაპრის HAPPY END-ის, აღარც კონკია ვარ
ღამის კარნავალზე ქოში რომ დაკარგა,
მგონი დავემსგავსე ბოროტ დედინაცვალს.
არა, აღარ მინდა მეტი ცვლილება და
ახლაც ისმის ტანგო, ზღაპრულ მაჟორებად,
მაგრამ ხასიათი ისევ მინორში მაქვს.
მაინც გავიწოდე ხელი საცეკვაოდ,
გულმა ვერ გაუძლო მაცდურ შემოტევას.
სადღაც ვიოლინო კვნესის აკორდებად
მე კი, სულს ვაყოლებ რიტმის პარალელებს.
ისევ მეორდება, მგონი ჩვენი ტანგო,
ჰოდა, მოდი ჩემთან ნუღარ დააყოვნებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები