*** მომენატრება იმერეთი, ზღაპრული მხარე, მთებით_დევებით, ვეღარ ითმენენ ზამთრის დღეებს ურჩი ტყემლები და სიფრიფანას იცვამენ კაბებს, გამოტანტალდა ფეხშიშველი ეზოში ბალღი_თეთრი ენძელა, _გაიღვიძეთო, გაზაფხული მოდის ნელ–ნელა,_ გადაუსტვინა წიწკანამ შაშვებს.
საკვამურიდან ცის ბილიკებს ფეხარეული მიჰყვება კვამლი, კეცებზე აცხობს ხაჭაპურებს პატარა ქალი და ჩუმად იხსნის კაბაზე ღილებს, საცაა, მოვა საშოვარზე წასული ქმარი, ქალს იმედი აქვს: ზამთრის სუსხისგან მინავლულ ვნებას გაზაფხული გამოაღვიძებს.
წყაროსკენ მირბის ჭინკა ბიჭი_ჩემი ბავშვობა, ვეღარ ვეწევი, კვირტებს იქსოვენ ყაისნაღით ვაშლის ხეები, მიწა ბალახის ფაჩუჩებს ირგებს, ახლა ისეთი გაზაფხულია, უნდა დავბრუნდე, გაბუტულია ლოდინისგან პატარა ოდა, ჩავეხუტები და შევირიგებ...
მომენატრება იმერეთი...
*** _მასტერაომ ჩეიარა? _აპა არა? ჩეიარა. წიფის გვირაბს როცა გასცდა, ხაროგოულს შეიარა. იქ, სადგურზე ერთმა ბიჭმა გოგო ისე შეიყვარა, დაუფიცა იმერეთი, თავის მინდორ–ველიანა. _მასტერაომ ჩეიარა? _აპა არა? ჩეიარა. კაკაბაძის პეიზაჟი სულ ღიღინით გედიარა. ხელს უქნევენ გორაკები ისრიმ–მაყვალ–ლელიანა, ღელე–წისქვილ–ოდებიან, ჭინკებიან–დევიანა... მასტერაომ ჩეიარა? აპა არა? ჩეიარა, ჩემთვის უკვე მერამდენედ, ამბავს ჰყვება სევდიანად. განა უცხო, მამა იყო, სადგურზე რომ ბიჭი მდგარა, გაჰყოლია მასტერაოს, მენატრება, აპა არა?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ლელ... აი, არ ვიცი რა გითხრა :) სულ გკითხულობდი ხოლმე მაგრამ... ხანდახან ტავიდან აღმოგაჩენ ხოლმე, სხვანაირად :)
ლელ... აი, არ ვიცი რა გითხრა :) სულ გკითხულობდი ხოლმე მაგრამ... ხანდახან ტავიდან აღმოგაჩენ ხოლმე, სხვანაირად :)
22. საკვამურიდან ცის ბილიკებს ფეხარეული მიჰყვება კვამლი...
რა კარგი იყოო... როგორ მიყვარს იმერეთი :) ამ შაბათს ვიყავი და ტყემლები მოვკრიფე ხეზე... :)
ვეღარ ითმენენ ზამთრის დღეებს ურჩი ტყემლები და სიფრიფანას იცვამენ კაბებს...
ქიმერები იცის იმერეთის მთებმა, ქიმერები.... საკვამურიდან ცის ბილიკებს ფეხარეული მიჰყვება კვამლი...
რა კარგი იყოო... როგორ მიყვარს იმერეთი :) ამ შაბათს ვიყავი და ტყემლები მოვკრიფე ხეზე... :)
ვეღარ ითმენენ ზამთრის დღეებს ურჩი ტყემლები და სიფრიფანას იცვამენ კაბებს...
ქიმერები იცის იმერეთის მთებმა, ქიმერები....
21. ძალიან ლამაზად მოქარგული ლექსებია,სიყვარულით , ნაწერი,აქ ხაჭაპური სიმბოლოა ,ლამაზად იმერულ ოდებში ჩაგვირისტებული, +555 ძალიან ლამაზად მოქარგული ლექსებია,სიყვარულით , ნაწერი,აქ ხაჭაპური სიმბოლოა ,ლამაზად იმერულ ოდებში ჩაგვირისტებული, +555
20. რაც მე იმერეთი მიყვარს. :) გაიხარე !!! რაც მე იმერეთი მიყვარს. :) გაიხარე !!!
19. საყვარელი იმერეთი ლამაზ ლექსად!!! საყვარელი იმერეთი ლამაზ ლექსად!!!
18. იმერეთი ჩემი დედულეთია, მიყვარს ძალიან. :)
თაბაგარის ''ჩემი იმერეთის შემოდგომა'' - ც მიყვარს. :) იმერეთი ჩემი დედულეთია, მიყვარს ძალიან. :)
თაბაგარის ``ჩემი იმერეთის შემოდგომა`` - ც მიყვარს. :)
17. მე-2 ნაწილი ძალიაან მომეწონაააა მე-2 ნაწილი ძალიაან მომეწონაააა
16. კიდევ ერთხელ: დიდი მადლობა ყველას:) თეა, რა უ–ზუს–ტე–სად აღიქვი:) ჯინა, თუ შევძლებ, გაგახარებ:) კიდევ ერთხელ: დიდი მადლობა ყველას:) თეა, რა უ–ზუს–ტე–სად აღიქვი:) ჯინა, თუ შევძლებ, გაგახარებ:)
15. ახლა ისეთი გაზაფხულია, უნდა დავბრუნდე, გაბუტულია ლოდინისგან პატარა ოდა, ჩავეხუტები და შევირიგებ...
მაგარიიააა,..
მომენატრა ჩემი იმერეთი :(
+55 ახლა ისეთი გაზაფხულია, უნდა დავბრუნდე, გაბუტულია ლოდინისგან პატარა ოდა, ჩავეხუტები და შევირიგებ...
მაგარიიააა,..
მომენატრა ჩემი იმერეთი :(
+55
14. ძალიან, ძალიან საყვარელი ლექსებია! მომენატრება იმერეთი, ზღაპრული მხარე, მთებით_დევებით, ვეღარ ითმენენ ზამთრის დღეებს ურჩი ტყემლები და სიფრიფანას იცვამენ კაბებს, გამოტანტალდა ფეხშიშველი ეზოში ბალღი_თეთრი ენძელა, _გაიღვიძეთო, გაზაფხული მოდის ნელ–ნელა,_ გადაუსტვინა წიწკანამ შაშვებს. -ულამაზესი სახეებია! თეას ვეთანხმები.:) ძალიან, ძალიან საყვარელი ლექსებია! მომენატრება იმერეთი, ზღაპრული მხარე, მთებით_დევებით, ვეღარ ითმენენ ზამთრის დღეებს ურჩი ტყემლები და სიფრიფანას იცვამენ კაბებს, გამოტანტალდა ფეხშიშველი ეზოში ბალღი_თეთრი ენძელა, _გაიღვიძეთო, გაზაფხული მოდის ნელ–ნელა,_ გადაუსტვინა წიწკანამ შაშვებს. -ულამაზესი სახეებია! თეას ვეთანხმები.:)
13. გავიგე, რაც იგულისხმე, ლელა. სხვა რამ ვთქვი, ანუ ისე აღიქმება, თითქოს, ხაჭაპურის ცხობასთან ერთად ხდება ეგ და მაგიტომ ”მეუხერხულა”:) თუმცა, ავტორმა უკეთ იცის. გაიხარეთ!..
გავიგე, რაც იგულისხმე, ლელა. სხვა რამ ვთქვი, ანუ ისე აღიქმება, თითქოს, ხაჭაპურის ცხობასთან ერთად ხდება ეგ და მაგიტომ ”მეუხერხულა”:) თუმცა, ავტორმა უკეთ იცის. გაიხარეთ!..
12. ანა-რეკლს მოეწონა იმერეთის ანარეკლი!+++++++++++++++++++++++++2 ანა-რეკლს მოეწონა იმერეთის ანარეკლი!+++++++++++++++++++++++++2
11. "...ვეღარ ითმენენ ზამთრის დღეებს ურჩი ტყემლები და სიფრიფანას იცვამენ კაბებს, გამოტანტალდა ფეხშიშველი ეზოში ბალღი_თეთრი ენძელა..."
"...კვირტებს იქსოვენ ყაისნაღით ვაშლის ხეები, მიწა ბალახის ფაჩუჩებს ირგებს..."
"...გაბუტულია ლოდინისგან პატარა ოდა, ჩავეხუტები და შევირიგებ..."
ულამაზესი სტრიქონებია!...
მარიფათიანი იმერელი ბიჭიც მომეწონა, სიყვარულის გამო მთელი იმერეთი რომ დაუფიცა ლამაზ გოგოს... ხშირად გაგვახარე ასეთი ლამაზი ლექსებით!
"...ვეღარ ითმენენ ზამთრის დღეებს ურჩი ტყემლები და სიფრიფანას იცვამენ კაბებს, გამოტანტალდა ფეხშიშველი ეზოში ბალღი_თეთრი ენძელა..."
"...კვირტებს იქსოვენ ყაისნაღით ვაშლის ხეები, მიწა ბალახის ფაჩუჩებს ირგებს..."
"...გაბუტულია ლოდინისგან პატარა ოდა, ჩავეხუტები და შევირიგებ..."
ულამაზესი სტრიქონებია!...
მარიფათიანი იმერელი ბიჭიც მომეწონა, სიყვარულის გამო მთელი იმერეთი რომ დაუფიცა ლამაზ გოგოს... ხშირად გაგვახარე ასეთი ლამაზი ლექსებით!
10. დიდი მადლობა ჩემო კარგებო, სითბოსთვის და იმერეთის მონატრებისთვის:) თეა, მესმის შენი სუბიექტურობა, მეც სუბიექტურად დავწერე ეს ლექსები:) და ჩუმად იხსნის კაბაზე ღილებს... ვფიქრობ, ასევე დარჩება, რადგან იმერელი, სოფლელი ქალის "მიჩუმათებული" სიმორცხვე ვიგულისხმე. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩემო კარგებო, სითბოსთვის და იმერეთის მონატრებისთვის:) თეა, მესმის შენი სუბიექტურობა, მეც სუბიექტურად დავწერე ეს ლექსები:) და ჩუმად იხსნის კაბაზე ღილებს... ვფიქრობ, ასევე დარჩება, რადგან იმერელი, სოფლელი ქალის "მიჩუმათებული" სიმორცხვე ვიგულისხმე. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა.
9. წყაროსკენ მირბის ჭინკა ბიჭი_ჩემი ბავშვობა, ვეღარ ვეწევი, კვირტებს იქსოვენ ყაისნაღით ვაშლის ხეები, მიწა ბალახის ფაჩუჩებს ირგებს, ახლა ისეთი გაზაფხულია, უნდა დავბრუნდე, გაბუტულია ლოდინისგან პატარა ოდა, ჩავეხუტები და შევირიგებ...
რა ლამაზი სტროფებია ლელაა?! :) ვისიამოვნე :)
იქ, სადგურზე ერთმა ბიჭმა გოგო ისე შეიყვარა, დაუფიცა იმერეთი, თავის მინდორ–ველიანა. მეორე ლექსზე კი, გავხალისდი :D წყაროსკენ მირბის ჭინკა ბიჭი_ჩემი ბავშვობა, ვეღარ ვეწევი, კვირტებს იქსოვენ ყაისნაღით ვაშლის ხეები, მიწა ბალახის ფაჩუჩებს ირგებს, ახლა ისეთი გაზაფხულია, უნდა დავბრუნდე, გაბუტულია ლოდინისგან პატარა ოდა, ჩავეხუტები და შევირიგებ...
რა ლამაზი სტროფებია ლელაა?! :) ვისიამოვნე :)
იქ, სადგურზე ერთმა ბიჭმა გოგო ისე შეიყვარა, დაუფიცა იმერეთი, თავის მინდორ–ველიანა. მეორე ლექსზე კი, გავხალისდი :D
8. +2 :D აპა არაა?! ))) :*:*:*:*:* +2 :D აპა არაა?! ))) :*:*:*:*:*
7. მასტერაომ ჩეიარა? _აპა არა? ჩეიარა. წიფის გვირაბს როცა გასცდა, ხაროგოულს შეიარა.
მენატრება იმერეთი:( მენატრება, აპა არა?!
გაიხარე ავტორო,თუმცა გული კი ამიჩვილე და ამაცრემლე... მასტერაომ ჩეიარა? _აპა არა? ჩეიარა. წიფის გვირაბს როცა გასცდა, ხაროგოულს შეიარა.
მენატრება იმერეთი:( მენატრება, აპა არა?!
გაიხარე ავტორო,თუმცა გული კი ამიჩვილე და ამაცრემლე...
6. ვეღარ ითმენენ ზამთრის დღეებს ურჩი ტყემლები და სიფრიფანას იცვამენ კაბებს...
საკვამურიდან ცის ბილიკებს ფეხარეული მიჰყვება კვამლი...
კვირტებს იქსოვენ ყაისნაღით ვაშლის ხეები...
გაბუტულია ლოდინისგან პატარა ოდა, ჩავეხუტები და შევირიგებ...
მშვენიერია. წარმატებები. ვეღარ ითმენენ ზამთრის დღეებს ურჩი ტყემლები და სიფრიფანას იცვამენ კაბებს...
საკვამურიდან ცის ბილიკებს ფეხარეული მიჰყვება კვამლი...
კვირტებს იქსოვენ ყაისნაღით ვაშლის ხეები...
გაბუტულია ლოდინისგან პატარა ოდა, ჩავეხუტები და შევირიგებ...
მშვენიერია. წარმატებები.
5. მიწა ბალახის ფაჩუჩებს ირგებს, ახლა ისეთი გაზაფხულია, უნდა დავბრუნდე, გაბუტულია ლოდინისგან პატარა ოდა, ჩავეხუტები და შევირიგებ...
ულამაზესია მართლა, საოცარი...
მეორე ლექსმა მომანატრა იმერლები იმერეთში:)
მიწა ბალახის ფაჩუჩებს ირგებს, ახლა ისეთი გაზაფხულია, უნდა დავბრუნდე, გაბუტულია ლოდინისგან პატარა ოდა, ჩავეხუტები და შევირიგებ...
ულამაზესია მართლა, საოცარი...
მეორე ლექსმა მომანატრა იმერლები იმერეთში:)
4. "კვირტებს იქსოვენ ყაისნაღით ვაშლის ხეები" ძალიან ლამაზია. მთლიანადაც მომეწონა ლექსები, შეიძლება სულ ოდნავ სუბიექტურად, მაგრამ...:)
ერთადერთი ამ გადასვლამ დამაფიქრა:
"კეცებზე აცხობს ხაჭაპურებს პატარა ქალი და ჩუმად იხსნის კაბაზე ღილებს, საცაა, მოვა საშოვარზე წასული ქმარი,"
რეალური სახეა თავისთავად, მაგრამ "და ჩუმად" - ამის ნაცვლად, "მერე კი" ან "საღამოს" რომ ყოფილიყო, აჯობებდა, მგონი.
"კვირტებს იქსოვენ ყაისნაღით ვაშლის ხეები" ძალიან ლამაზია. მთლიანადაც მომეწონა ლექსები, შეიძლება სულ ოდნავ სუბიექტურად, მაგრამ...:)
ერთადერთი ამ გადასვლამ დამაფიქრა:
"კეცებზე აცხობს ხაჭაპურებს პატარა ქალი და ჩუმად იხსნის კაბაზე ღილებს, საცაა, მოვა საშოვარზე წასული ქმარი,"
რეალური სახეა თავისთავად, მაგრამ "და ჩუმად" - ამის ნაცვლად, "მერე კი" ან "საღამოს" რომ ყოფილიყო, აჯობებდა, მგონი.
3. ი მ ე რ ე თ ი . . .
+ + ი მ ე რ ე თ ი . . .
+ +
2. აღფრთოვანებული ვარ!!!!!!!!!! ულამაზესია!!!! :)
წყაროსკენ მირბის ჭინკა ბიჭი_ჩემი ბავშვობა, ვეღარ ვეწევი, კვირტებს იქსოვენ ყაისნაღით ვაშლის ხეები, მიწა ბალახის ფაჩუჩებს ირგებს, ახლა ისეთი გაზაფხულია, უნდა დავბრუნდე, გაბუტულია ლოდინისგან პატარა ოდა, ჩავეხუტები და შევირიგებ...
+7777 აღფრთოვანებული ვარ!!!!!!!!!! ულამაზესია!!!! :)
წყაროსკენ მირბის ჭინკა ბიჭი_ჩემი ბავშვობა, ვეღარ ვეწევი, კვირტებს იქსოვენ ყაისნაღით ვაშლის ხეები, მიწა ბალახის ფაჩუჩებს ირგებს, ახლა ისეთი გაზაფხულია, უნდა დავბრუნდე, გაბუტულია ლოდინისგან პატარა ოდა, ჩავეხუტები და შევირიგებ...
+7777
1. 555 თავად ეს ლექსებიც ხომ კაკაბაძის ნახატებივითაა! მაღალმხატვრული და შთამბეჭდავი კადრები ულამაზესი და სხვაგვარპეწიანი იმერეთისა! 555 თავად ეს ლექსებიც ხომ კაკაბაძის ნახატებივითაა! მაღალმხატვრული და შთამბეჭდავი კადრები ულამაზესი და სხვაგვარპეწიანი იმერეთისა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|