ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2010


მონასტერში

ვსასოებ ტაძრის ხატებთან მდგარი,
ფრესკიდან მლოცავს ჰოე და ანი,
არ ვიცი მთვარე საით ეშვება,
ან მზე სადაა ამდენი ხანი.

გულში – ლოცვებით ავსებულ სკივრში,
ჩასავარდნიც კი არაა ნემსის.
მზერა ახუნებს მონაზვნის ლეჩაქს,
მდუმარე სენაკს ჩურჩულიც ესმის.

მე ალბათ ვრჩები ჰორიზონტს მიღმა,
გალობის ექოს მიზიდავს ქარი,
ასეთი მშვიდი არსად ვყოფილვარ,
არსად მინახავს ცაც ამდაგვარი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები