 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 3 ოქტომბერი, 2010 |
საზიზღარია ცხოვრება .... მე ... თქვენ ... რა მნიშვნელობა აქვს !.... ყველას შეიძლება ასეთი რამეები დაემართოს . სევდა .!.... აი თურმე ვინაა ყველაზე დიდი ტერორისტი !... დღეს ის ყრის ბომბებს ჩემს ქალაქში . პირველივე ბომბი პარკში ატრაქციონს ეცემა , არავითარი აფეთქება , რა ხმა !... რის დარტყმითი ტალღა ?.... ვერ მოგართვით... არაფერი ასეთი არ ხდება , ან რატომ უნდა მოხდეს ?... განა უფრო საშინელი რამეები არ არსებობს ?.... ყველა ატრაქციონი და კარუსელი გაჩერებულია , ძირს მოფენილ ნაყინის ჭრელ ქაღალდებს ფერი დაუკარგავს ,მტვერი დასდებია , შემოდგომის მზე ძლივს ახელს თვალებს . ქალაქის თავზე კიდევ ერთი სიგარის ფორმის ობიექტი ეშვება , ეს უკვე მეტისმეტია !... ზედ დიდი ასოებით აწერია SEVDA.COM. აჰ ... აი თურმე რა ყოფილა ეს. დილიდან ვრეკავ ჩემს ფსიქოლოგთან და ის აღარაა ცოცხალი , დიახ მოკვდა , გარდაიცვალა , წავიდა ... მოკლედ თავი ჩამოიხრჩო . ახლა ის ჰკიდია ხეზე პარკში და შემოდგომის ქარი ნაზად აქანავებს მის უსიცოცხლო სხეულს , უკვე რომ გაშეშებულა , სახე საოცრად მშვიდი აქვს, შეწყდა მისი ყველა მიწიერი კავშირი , გავიდა მომსახურების ზონიდან , დატოვა ცოდვილი დედამიწა და სადღაც მიექანება... ( მხოლოდ მან რომ უწყის , აი იქ . ) ახლა თამამად შეუძლია წინ აღარ იყუროს , ვერავინ დააჯარიმებს , რადგან გზაზე " იქით " მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობაა . ვუყურებ ვუყურებ და ვხვდები რომ სულ ჩემი ბრალია ყველაფერი, ეს თოკი რომელზეც ახლა ის კიდია მე დავგრიხე !.. მე !... ჩემი ყოველდღიური ვიზიტებით... არა და მაინც რა სატანურია შენი წყალობა !..... განა ჯერ კიდევ გუშინ არ მეუბნებოდი რომ ფულს მეტი აღარ გამომართმევ ?.... აბა მხოლოდ პროფესიული ცნობისმოყვარეობის გამო აპირებდი ჯახირს ჩემთან ?.... განა გუშინ არ მეუბნებოდი რომ სიზმრები არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს , როდისმე ხომ უნდა გავიღვიძო და განვაგრძო ნორმალური , აქტიური , სიცოცხლე .... მაგრამ ეს გუშინ იყო , გუშინ ჯერ კიდევ შემეძლო რაღაცის შეცვლა, რაც სამწუხაროდ დღეს შეუძლებელია . მაინც სად მიდის დრო?.... ან იქნებ ჩვენ მივდივართ მის შესახვედრად ?... სამყარო მართლა ფართოვდება და ცივდება ?... თუ პულსირებს ?... სადაა სამყაროში თეთრი ხვრელები , საიდანაც განახლებული მატერია შემოედინება ?.... ნუთუ დრო შეუქცევადია ?.... ახლა წვიმს ?... თუ ცხენოსნები მოიჩქარიან .?... რომ გადათელეს მთელი ქალაქი , გადაიარეს , ახლა ქვეითები მოიწევენ რომ მოძებნონ დაჭრილები , მერე სასწაულად ცოცხლად დარჩენილები , მათაც მოუსწრაფონ სიცოცხლე ... ქარი თავის გამჭვირვალე ხელებს ამაოდ ასავსავებს , სურს რაიმე ცოცხალს შეეხოს და არავინ კი აღარაა ცოცხალი... თუ მშრალი ?.... რა გჭირს ?... ეს მხოლოდ წვიმაა , წ ვ ი მ ა . არ ვიცი , ეს ყველაფერი მართლა ხდება თუ მხოლოდ ჩემი ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია , მივდივარ , ქუჩა განაგრძობს ცხოვრებას ყოველდღიური , უგულო , დამღლელი ყოფით, მაღაზიის ლაპლაპა ვიტრინები ელავენ და თითქოს გარეთ მოიჩქარიან .... ვცდილობ სიგარეტი ვიყიდო , ამის მაგივრად კი გამყიდველს აი რას ვეუბნები : –– მაპატიეთ ქალბატონო , მოწევა მართლა კლავს ?... ჰოო მაშინ ის სიგარეტი მომეცი... ჰო ,აი ეგ... აქლემი რომ ახატია... მერე კი რატომღაც ვტირი, მაგრამ ეს აღარაა საინტერესო , ისედაც ყველაფერი სველია ... სახლები ავტომანქანები შუქნიშნები .... ჩემი ფარდაც . ფანჯარა ღია დამრჩა .
.......................................................................................................................................................................................................
და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ , შემთხვევით ვპოულობ წერილს იმ წიგნში , ადრე რომ მაჩუქა ფსიქოლოგმა . .....ჩვენ ყველას გვქონდა წინა ცხოვრება რომელიც არ გვახსოვს , რადგან სიკვდილი და შემდეგ დაბადება ეს ორი უძლიერესი სტრესი ბოლომდე შლის , ანადგურებს მეხსიერებას , ხოლო თუ რაიმე შემორჩა შემთხვევით, მას ბავშვობის ნათელი მოგონებები გადაეფარება ხოლმე და ამიტომ ჩვენ ვერასდროს გავიხსენებთ თუ რა იყო ადრე.... .. .. რაც შეეხება ორსულ აქლემს , მან ნამდვილად შესცოდა რომელიღაც წყლის ბინადართან , გრძნობდა რომ მისი ნაშიერი ვერ შესძლებდა უდაბნოში ცხოვრებას და აუცილებლად დაიღუპებოდა .... ამიტომ გარბოდა აღთქმული მიწისკენ , (მაპატიეთ წყლისკენ ) და ვერ მიაღწია , გზაში მოკვდა ... მისი არდაბადებული ნაშიერი კი ბოლომდე სწოვდა სასიცოცხლო წვენს , სანამ შეეძლო, მერე ისიც დასაბამს შეუერთდა ... აი რა საზიზღარია ცხოვრება !.... და მაინც , საინტერესოა რა იყო ადრე ?.... ქალაქისგან შორს , ამჯერად აღმოსავლეთით , სადაც წყდება ხმაური და ქრება საგზაო ნიშნები , თითქმის ქვეყნის დასალიერს , იქ სადაც მხოლოდ მაწანწალა ძაღლები თუ დაძრწიან, მუდმივად მიიჩქარიან სპეცმანქანები ... აი ის მანქანები , ჯვრები რომ ახატია .... მეტი არაფერი .... უცებ მთავრდება ეს . და ცხოვრება ჩვენი , ერთი დიდი , ტკივილით სავსე , შეუქცევადი პროცესია .....
(დასასრული )
03.10.2010. სერგეი ნეველი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მომენატრა და გადავიკითხე ❤️ მიყვარს და მიყვარხარ მომენატრა და გადავიკითხე ❤️ მიყვარს და მიყვარხარ
13. აი, ჯონათანსაც წაუკითხავს:) აი, ჯონათანსაც წაუკითხავს:)
12. წავიკითხე. გიჟურად ნათქვამი სიბრძნეები იყო აქ , მრავლად... "ახლა კი ისე კვდება რომ VISTA ვერ ნახა !..."- ამაზე შემზარავი სიკვდილი, არ ვიცი რაა:) სერგეის ნაწარმოებების კითხვის დროს, სულ ვნანობ, ფიზიკას კარგად რომ არ ვსწავლობდი:)) წავიკითხე. გიჟურად ნათქვამი სიბრძნეები იყო აქ , მრავლად... "ახლა კი ისე კვდება რომ VISTA ვერ ნახა !..."- ამაზე შემზარავი სიკვდილი, არ ვიცი რაა:) სერგეის ნაწარმოებების კითხვის დროს, სულ ვნანობ, ფიზიკას კარგად რომ არ ვსწავლობდი:))
11. კითხვა დავსვი და არვინ მიპასუხა სამწუხაროდ ამ საიტზე კითხვებს არ პასუხობენ... კითხვა დავსვი და არვინ მიპასუხა სამწუხაროდ ამ საიტზე კითხვებს არ პასუხობენ...
10. .....ჩვენ ყველას გვქონდა წინა ცხოვრება რომელიც არ გვახსოვს , რადგან სიკვდილი და შემდეგ დაბადება ეს ორი უძლიერესი სტრესი ბოლომდე შლის , ანადგურებს მეხსიერებას , ხოლო თუ რაიმე შემორჩა შემთხვევით, მას ბავშვობის ნათელი მოგონებები გადაეფარება ხოლმე და ამიტომ ჩვენ ვერასდროს გავიხსენებთ თუ რა იყო ადრე....
აი, ეს არის ის, რის გამოც ღირდა შენი ორსული აქლემის ბოლომდე წაკითხვა! უძლიერესი სიტყვებია!!! 5 .....ჩვენ ყველას გვქონდა წინა ცხოვრება რომელიც არ გვახსოვს , რადგან სიკვდილი და შემდეგ დაბადება ეს ორი უძლიერესი სტრესი ბოლომდე შლის , ანადგურებს მეხსიერებას , ხოლო თუ რაიმე შემორჩა შემთხვევით, მას ბავშვობის ნათელი მოგონებები გადაეფარება ხოლმე და ამიტომ ჩვენ ვერასდროს გავიხსენებთ თუ რა იყო ადრე....
აი, ეს არის ის, რის გამოც ღირდა შენი ორსული აქლემის ბოლომდე წაკითხვა! უძლიერესი სიტყვებია!!! 5
9. აუ მაგარი რამეა :) აუ მაგარი რამეა :)
8. .ჩვენ ყველას გვქონდა წინა ცხოვრება რომელიც არ გვახსოვს , რადგან სიკვდილი და შემდეგ დაბადება ეს ორი უძლიერესი სტრესი ბოლომდე შლის , ანადგურებს მეხსიერებას , ხოლო თუ რაიმე შემორჩა შემთხვევით, მას ბავშვობის ნათელი მოგონებები გადაეფარება ხოლმე და ამიტომ ჩვენ ვერასდროს გავიხსენებთ თუ რა იყო ადრე.... მაინტერესებს მართლა გჯერათ წინა ცხოვრების? და თუ ეს ესეა რატომაა ადამიანთა რიცხვი ხან ძალიან ბევრი ხან ძალიან მცირე? თუ ყველაფერი წრეზე ბრუნავს ადამიანთა რაოდენობაც იგივე უნდა დარჩეს, იმ შემთხვევაში თუ ნამდვილად არსებობს წინა ცხოვრება...მოკლედ დავიბენი, იქნებ დამეხმაროს ვინმე, სხვების აზრიც მაინტერესებს.. .ჩვენ ყველას გვქონდა წინა ცხოვრება რომელიც არ გვახსოვს , რადგან სიკვდილი და შემდეგ დაბადება ეს ორი უძლიერესი სტრესი ბოლომდე შლის , ანადგურებს მეხსიერებას , ხოლო თუ რაიმე შემორჩა შემთხვევით, მას ბავშვობის ნათელი მოგონებები გადაეფარება ხოლმე და ამიტომ ჩვენ ვერასდროს გავიხსენებთ თუ რა იყო ადრე.... მაინტერესებს მართლა გჯერათ წინა ცხოვრების? და თუ ეს ესეა რატომაა ადამიანთა რიცხვი ხან ძალიან ბევრი ხან ძალიან მცირე? თუ ყველაფერი წრეზე ბრუნავს ადამიანთა რაოდენობაც იგივე უნდა დარჩეს, იმ შემთხვევაში თუ ნამდვილად არსებობს წინა ცხოვრება...მოკლედ დავიბენი, იქნებ დამეხმაროს ვინმე, სხვების აზრიც მაინტერესებს..
7. .....ჩვენ ყველას გვქონდა წინა ცხოვრება რომელიც არ გვახსოვს , რადგან სიკვდილი და შემდეგ დაბადება ეს ორი უძლიერესი სტრესი ბოლომდე შლის , ანადგურებს მეხსიერებას , ხოლო თუ რაიმე შემორჩა შემთხვევით, მას ბავშვობის ნათელი მოგონებები გადაეფარება ხოლმე და ამიტომ ჩვენ ვერასდროს გავიხსენებთ თუ რა იყო ადრე....
ხშირად მეუბნება ამას ერთი და მე სულ ვეჩხუბები არაა ეგ ეგრეთქო თხრობის სტილი ძალიან დახვეწილი გაქვს +2 ჩემგან მეტი არ მაქვს .....ჩვენ ყველას გვქონდა წინა ცხოვრება რომელიც არ გვახსოვს , რადგან სიკვდილი და შემდეგ დაბადება ეს ორი უძლიერესი სტრესი ბოლომდე შლის , ანადგურებს მეხსიერებას , ხოლო თუ რაიმე შემორჩა შემთხვევით, მას ბავშვობის ნათელი მოგონებები გადაეფარება ხოლმე და ამიტომ ჩვენ ვერასდროს გავიხსენებთ თუ რა იყო ადრე....
ხშირად მეუბნება ამას ერთი და მე სულ ვეჩხუბები არაა ეგ ეგრეთქო თხრობის სტილი ძალიან დახვეწილი გაქვს +2 ჩემგან მეტი არ მაქვს
6. და ჟინი? და უნარი ბრძოლის?
სხვანაირ დასასრულს ველოდი, რაღაც
ხდება ხოლმე, ჰო :) და ჟინი? და უნარი ბრძოლის?
სხვანაირ დასასრულს ველოდი, რაღაც
ხდება ხოლმე, ჰო :)
5. ახლა წვიმს ?... თუ ცხენოსნები მოიჩქარიან .?... რომ გადათელეს მთელი ქალაქი , გადაიარეს , ახლა ქვეითები მოიწევენ რომ მოძებნონ დაჭრილები ... მ.ლებანიძის ლექსი გამახსენდა...წვიმას რომ ადარებს ათიათასი ცხენოსნის ჩორთვით შემოსვლას... (ზეპირად არ მახსოვს...:( )
ჩვენც ორსული აქლემებივით ვართ...ჭეშმარიტების ძიებაში...წყლის ძიებაში ვიხოცებით... და მაინც საინტერესოა ძიების პროცესი...:)
კარგი ავტორი ხარ ზალიან...აი , ისეთი აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანს რომ უტოვებ მკითხველს...55555555555555 ახლა წვიმს ?... თუ ცხენოსნები მოიჩქარიან .?... რომ გადათელეს მთელი ქალაქი , გადაიარეს , ახლა ქვეითები მოიწევენ რომ მოძებნონ დაჭრილები ... მ.ლებანიძის ლექსი გამახსენდა...წვიმას რომ ადარებს ათიათასი ცხენოსნის ჩორთვით შემოსვლას... (ზეპირად არ მახსოვს...:( )
ჩვენც ორსული აქლემებივით ვართ...ჭეშმარიტების ძიებაში...წყლის ძიებაში ვიხოცებით... და მაინც საინტერესოა ძიების პროცესი...:)
კარგი ავტორი ხარ ზალიან...აი , ისეთი აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანს რომ უტოვებ მკითხველს...55555555555555
4. სამწუხარო ფინალია!პერსონაჟმა სულ დაკარგა ბრძოლისუნარიანობა,ბედს შეურიგდა.აღარ სურს არაფრის შეცვლა. :(,ძალიან შამწუხარო!და დამაფიქრებელიც. წერის სტილი მომწონს როგორც ყოველთვის.ბევრი საინტერესო მიგნებაა.ფინალური კომენტარისგან ჯერ თავს ვიკავებ. მინდა ყველა ნაწილი თავიდან ბოლომდე მთლიანობაში წავიკითხო. კარგად წერ,სერგეი. სამწუხარო ფინალია!პერსონაჟმა სულ დაკარგა ბრძოლისუნარიანობა,ბედს შეურიგდა.აღარ სურს არაფრის შეცვლა. :(,ძალიან შამწუხარო!და დამაფიქრებელიც. წერის სტილი მომწონს როგორც ყოველთვის.ბევრი საინტერესო მიგნებაა.ფინალური კომენტარისგან ჯერ თავს ვიკავებ. მინდა ყველა ნაწილი თავიდან ბოლომდე მთლიანობაში წავიკითხო. კარგად წერ,სერგეი.
3. მოკითხვა სერგეის... მოვიცლი ამისთვის მე გპირდები :) მოკითხვა სერგეის... მოვიცლი ამისთვის მე გპირდები :)
1. ქალაქის თავზე კიდევ ერთი სიგარის ფორმის ობიექტი ეშვება , ეს უკვე მეტისმეტია !... ზედ დიდი ასოებით აწერია SEVDA.COM. აჰ ... აი თურმე რა ყოფილა ეს . ეს კარგი მიგნებააა დილიდან ვრეკავ ჩემს ფსიქოლოგთან და ის აღარაა ცოცხალი , დიახ მოკვდა , გარდაიცვალა , წავიდა ... მოკლედ თავი ჩამოიხრჩო . ახლა ის ჰკიდია ხეზე პარკში და შემოდგომის ქარი ნაზად აქანავებს მის უსიცოცხლო სხეულს , უკვე რომ გაშეშებულა , სახე საოცრად მშვიდი აქვს, შეწყდა მისი ყველა მიწიერი კავშირი , გავიდა მომსახურების ზონიდან , დატოვა ცოდვილი დედამიწა და სადღაც მიექანება... აი ეს კი გენიალური სადიზმია, საშინლის ეტალონია როგორც შენ იტყოდი მე შემეშინდა და გავრბივარ საწოლის ქვეშ უნდა დავიმალო! ქალაქის თავზე კიდევ ერთი სიგარის ფორმის ობიექტი ეშვება , ეს უკვე მეტისმეტია !... ზედ დიდი ასოებით აწერია SEVDA.COM. აჰ ... აი თურმე რა ყოფილა ეს . ეს კარგი მიგნებააა დილიდან ვრეკავ ჩემს ფსიქოლოგთან და ის აღარაა ცოცხალი , დიახ მოკვდა , გარდაიცვალა , წავიდა ... მოკლედ თავი ჩამოიხრჩო . ახლა ის ჰკიდია ხეზე პარკში და შემოდგომის ქარი ნაზად აქანავებს მის უსიცოცხლო სხეულს , უკვე რომ გაშეშებულა , სახე საოცრად მშვიდი აქვს, შეწყდა მისი ყველა მიწიერი კავშირი , გავიდა მომსახურების ზონიდან , დატოვა ცოდვილი დედამიწა და სადღაც მიექანება... აი ეს კი გენიალური სადიზმია, საშინლის ეტალონია როგორც შენ იტყოდი მე შემეშინდა და გავრბივარ საწოლის ქვეშ უნდა დავიმალო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|