 | ავტორი: ნიკოლ ჟანრი: პროზა 7 ოქტომბერი, 2010 |
იცი, ბოლო ხანებია ტკივილის აბებს ვსვამ, რათა სიცარიელით არ დავავადდე. ბოლო ხანებია აღარ ვიცინი იმდენს და იცი რატომ? შენ გახდი ჩემი ღიმილების მიზეზი და ასე მგონია, როცა "უმიზეზოდ ვიცინი" შენ გღალატობ. რა სასაცილოა იჯდე და მონატრებას თითებით ართავდე მის შესამოსად და ამ დროს კი უშენობა არ სციოდეთ... მითხარი, რომ უთქმელობა ეს ყველაზე დიდი გრძნობაა და მე აღარ დავლევ აბებს...
იცი, დიდი ხანია ბრმა გავხდი. ხელის ცეცებით ვეძებ სამყაროს და როცა მგონია რომ მივაგენი, ხელში მხოლოდ შენი გრძნობა შემრჩება ხოლმე.. და მე კი ამ დროს ქვეყნიერებისხელაზე ბედნიერი ვარ. ჰო, მე საკუთარი ნებით გავხდი ბრმა, რადგან სამყაროს ნაცვლად შენი გრძნობები მეპოვნა, ისინი ხომ თვალით აღქმადნი არ არიან...
იცი, დრო ახლა ჩემს წინ ზის და თავისი შემზარავი უფორმობით თვალებიდან სხივებს მაცლის... მე კი შენს მზერას აყოლილი, სუნთქვაგაშიშვლებული, ვზივარ მის წინ და უბადრუკი მგონია ყოველი, რადგან შენი ერთი ღიმილი შეაჩერებს დედამიწის ბრუნვას...
იცი, მე აღარ ვითვლი დღეებს შენს ნახვამდე. ასე მგონია, ჩემი დათვლილი დღეები ეს ყველა ვერასრულებული ნატვრაა და ისინი ნელ-ნელა მშთანთქავენ.. მე აღარ ვითვლი დღეებს, რადგან შენი თვალების ფეთქვა ჩემს ნაკვთებზე ეს უკვე უდროობაა და დიდი ცრურწმენა იქნება მჯეროდეს შენი თვალების და ამ დროს დღეებს ვითვლიდე შენთან შეხვედრამდე...
იცი, ჩემი მონატრება ახლა ისე დაღლილია, რომ მხოლოდ შენს მკლავებში იგრძნობს შვებას..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. დიდი ცრურწმენა იქნება მჯეროდეს შენი თვალების და ამ დროს დღეებს ვითვლიდე შენთან შეხვედრამდე...
დიდი ცრურწმენა იქნება მჯეროდეს შენი თვალების და ამ დროს დღეებს ვითვლიდე შენთან შეხვედრამდე...
31. ჩემო კარგო ნიკოლ ( იმედია მიმართვა არ გეწყინათ) მინდა გითხრათ რომ პროზაში მინიმა ეს უბრალოდ უდიდესი შეცდომაა, ისევე როგორც პოეზიაში. საიდან მოგაფიქრათ ასე დაგერქმიათ ამ ჩანახატებისათვის? ძალიან მაინტერესებს მართლა :) ჩემო კარგო ნიკოლ ( იმედია მიმართვა არ გეწყინათ) მინდა გითხრათ რომ პროზაში მინიმა ეს უბრალოდ უდიდესი შეცდომაა, ისევე როგორც პოეზიაში. საიდან მოგაფიქრათ ასე დაგერქმიათ ამ ჩანახატებისათვის? ძალიან მაინტერესებს მართლა :)
30. იცი, მე აღარ ვითვლი დღეებს შენს ნახვამდე. ასე მგონია, ჩემი დათვლილი დღეები ეს ყველა ვერასრულებული ნატვრაა და ისინი ნელ-ნელა მშთანთქავენ.. მე აღარ ვითვლი დღეებს, რადგან შენი თვალების ფეთქვა ჩემს ნაკვთებზე ეს უკვე უდროობაა და დიდი ცრურწმენა იქნება მჯეროდეს შენი თვალების და ამ დროს დღეებს ვითვლიდე შენთან შეხვედრამდე...----tirili mominda :( იცი, მე აღარ ვითვლი დღეებს შენს ნახვამდე. ასე მგონია, ჩემი დათვლილი დღეები ეს ყველა ვერასრულებული ნატვრაა და ისინი ნელ-ნელა მშთანთქავენ.. მე აღარ ვითვლი დღეებს, რადგან შენი თვალების ფეთქვა ჩემს ნაკვთებზე ეს უკვე უდროობაა და დიდი ცრურწმენა იქნება მჯეროდეს შენი თვალების და ამ დროს დღეებს ვითვლიდე შენთან შეხვედრამდე...----tirili mominda :(
28. , ჩემი მონატრება ახლა ისე დაღლილია კი სხვისგანაა ეს ფრაზა ''მოპარული'':(
, ჩემი მონატრება ახლა ისე დაღლილია კი სხვისგანაა ეს ფრაზა ``მოპარული``:(
27. ჰმმ , რა ბავშვურია .... ჰმმ , რა ბავშვურია ....
26. იცი, მე აღარ ვითვლი დღეებს შენს ნახვამდე. ასე მგონია, ჩემი დათვლილი დღეები ეს ყველა ვერასრულებული ნატვრაა... +2 იცი, მე აღარ ვითვლი დღეებს შენს ნახვამდე. ასე მგონია, ჩემი დათვლილი დღეები ეს ყველა ვერასრულებული ნატვრაა... +2
25. :)) კარგი, ეულალ :) :)) კარგი, ეულალ :)
24. თქვენ რა გახასიათებთ,მე ნაკლებად მაინტერესებს.მე მხოლოდ გავაგრძელე ,,ჩემი მონატრება ისე დაღლილია" თქვენ რა გახასიათებთ,მე ნაკლებად მაინტერესებს.მე მხოლოდ გავაგრძელე ,,ჩემი მონატრება ისე დაღლილია"
23. უმოქმედო მონატრება არ მახასიათებს, შესაბამისად დასვენებაც არ უყვარს :)
მადლობთ ყველას კომენტარებისთვის :) უმოქმედო მონატრება არ მახასიათებს, შესაბამისად დასვენებაც არ უყვარს :)
მადლობთ ყველას კომენტარებისთვის :)
22. იცი, ჩემი მონატრება ახლა ისე დაღლილია.
არაფერია,, დაჯდება და ცოტას დაისვენებს" იცი, ჩემი მონატრება ახლა ისე დაღლილია.
არაფერია,, დაჯდება და ცოტას დაისვენებს"
21. ნიკოლ... ;;) :) 2 ნიკოლ... ;;) :) 2
20. ძალიან კარგი მინიმებია,მომწონს 5555 ძალიან კარგი მინიმებია,მომწონს 5555
18. (დავავადდე, ქვეყნიერებისხელაზე, სუნთქვაგაშიშვლებული) - წარმატებები ნიკოლ (დავავადდე, ქვეყნიერებისხელაზე, სუნთქვაგაშიშვლებული) - წარმატებები ნიკოლ
17. იცი, დრო ახლა ჩემს წინ ზის და თავისი შემზარავი უფორმობით თვალებიდან სხივებს მაცლის... მე კი შენს მზერას აყოლილი, სუნთქვაგაშიშვლებული, ვზივარ მის წინ და უბადრუკი მგონია ყოველი, რადგან შენი ერთი ღიმილი შეაჩერებს დედამიწის ბრუნვას...
და ყველა ... იცი, დრო ახლა ჩემს წინ ზის და თავისი შემზარავი უფორმობით თვალებიდან სხივებს მაცლის... მე კი შენს მზერას აყოლილი, სუნთქვაგაშიშვლებული, ვზივარ მის წინ და უბადრუკი მგონია ყოველი, რადგან შენი ერთი ღიმილი შეაჩერებს დედამიწის ბრუნვას...
და ყველა ...
16. და ჰო, კეტრინ ზეტა ჯონსი მართლაც :) და ჰო, კეტრინ ზეტა ჯონსი მართლაც :)
15. იცით, ვზივარ ახლა და ვფიქრობ, რა გამოვყო, რა მომეწონა მეტად, რომელი მონაკვეთია უფრო მტკივნეული(ჩემთვის). მთლიანად დაკოპირებას, სჯობს, ვთქვა, რომ სულის შეძვრამდე მომეწონა. იცით, ვზივარ ახლა და ვფიქრობ, რა გამოვყო, რა მომეწონა მეტად, რომელი მონაკვეთია უფრო მტკივნეული(ჩემთვის). მთლიანად დაკოპირებას, სჯობს, ვთქვა, რომ სულის შეძვრამდე მომეწონა.
14. ძალიან ლირიკული ნაწერია... ძალიან ემოციურიც და ბევრი ”ძალიან” შეიძლება კიდევ ითქვას, მაგრამ არა მგონია ეს მინიმები იყოს... სხვა რამე მგონია მინიმა პირადად მე :) ძალიან ლირიკული ნაწერია... ძალიან ემოციურიც და ბევრი ”ძალიან” შეიძლება კიდევ ითქვას, მაგრამ არა მგონია ეს მინიმები იყოს... სხვა რამე მგონია მინიმა პირადად მე :)
13. რა სასაცილოა იჯდე და მონატრებას თითებით ართავდე მის შესამოსად და ამ დროს კი უშენობა არ სციოდეთ... იცი, ჩემი მონატრება ახლა ისე დაღლილია, რომ მხოლოდ შენს მკლავებში იგრძნობს შვებას..
ლამაზი მინიმებია :) რა სასაცილოა იჯდე და მონატრებას თითებით ართავდე მის შესამოსად და ამ დროს კი უშენობა არ სციოდეთ... იცი, ჩემი მონატრება ახლა ისე დაღლილია, რომ მხოლოდ შენს მკლავებში იგრძნობს შვებას..
ლამაზი მინიმებია :)
12. ''წარბს ნუ შეჰკრავ, გენაცვალე გაღიმება გიხდება''. იოსებ ნონეშვილის ეს სიტყვები გამახსენდა ახლა ამ ნაწარმოების წაკითხვისას. საინტერესოა ფრიად. +2 ``წარბს ნუ შეჰკრავ, გენაცვალე გაღიმება გიხდება``. იოსებ ნონეშვილის ეს სიტყვები გამახსენდა ახლა ამ ნაწარმოების წაკითხვისას. საინტერესოა ფრიად. +2
11. თითოს თითო ლურსმანი.
5 თითოს თითო ლურსმანი.
5
10. კარგია :) მაგრამ კოკაკოლა მაინც ჯობია
5 კარგია :) მაგრამ კოკაკოლა მაინც ჯობია
5
9. არ მომწონს ეს სმაილი, ღიმილები დაგიტოვე არ მომწონს ეს სმაილი, ღიმილები დაგიტოვე
8. ხუთი ანუ უკვე ხუთი ანუ უკვე
7. იცი, ჩემი მონატრება ახლა ისე დაღლილია, რომ მხოლოდ შენს მკლავებში იგრძნობს შვებას..
:) ლამაზია ძალიან
იცი, ჩემი მონატრება ახლა ისე დაღლილია, რომ მხოლოდ შენს მკლავებში იგრძნობს შვებას..
:) ლამაზია ძალიან
6. ვიზიარებ სამივე კომენტარს :)
ვიზიარებ სამივე კომენტარს :)
5. რა სასაცილოა იჯდე და მონატრებას თითებით ართავდე მის შესამოსად და ამ დროს კი უშენობა არ სციოდეთ... მითხარი, რომ უთქმელობა ეს ყველაზე დიდი გრძნობაა და მე აღარ დავლევ აბებს... :) რა სასაცილოა იჯდე და მონატრებას თითებით ართავდე მის შესამოსად და ამ დროს კი უშენობა არ სციოდეთ... მითხარი, რომ უთქმელობა ეს ყველაზე დიდი გრძნობაა და მე აღარ დავლევ აბებს... :)
4. ჰოჰ :) კარგი რამეა მომეწონა ნიკოლ მე თქვენი სიტყვები მიმაქვს ჩემს დღიურში ჰოჰ :) კარგი რამეა მომეწონა ნიკოლ მე თქვენი სიტყვები მიმაქვს ჩემს დღიურში
3. რა ლამაზი პოეტური პროზაა,ყოჩაღ!+2 რა ლამაზი პოეტური პროზაა,ყოჩაღ!+2
2. ძალიან ძალიან .. და უფრო მაგრად მომწონს (!) გრძნობები რა ლამაზადაა გადმოცემული.. თან ისე მეახლოვა რომ .. :)
:) ძალიან ძალიან .. და უფრო მაგრად მომწონს (!) გრძნობები რა ლამაზადაა გადმოცემული.. თან ისე მეახლოვა რომ .. :)
:)
1. არაჩვეულებრივია!!!!!!! :) უზომოდ მომეწონა :) ამდენი ლამაზი სიტყვა ერთად თავმოყრილი იშვიათობაა!!!
+777777
წარმატებებს გისურვებ, ავტორო :) ღმერთმა გაგახაროს და მრავალი ასეთი კარგი რამ დაგეწეროს :) არაჩვეულებრივია!!!!!!! :) უზომოდ მომეწონა :) ამდენი ლამაზი სიტყვა ერთად თავმოყრილი იშვიათობაა!!!
+777777
წარმატებებს გისურვებ, ავტორო :) ღმერთმა გაგახაროს და მრავალი ასეთი კარგი რამ დაგეწეროს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|