ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირენ_
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2010


ნახვამდის (თანასაიტელ "დეპრესიას") ;)

დალალებს ჩამოვშლი ფოთლების წვიმაში ვიცეკვებ,

ნუ მეტყვი "მომენატრე"..მე უკვე არაფერს ვიჯერებ,

მივდივარ სიყვარულს ახლა ხომ ფასი აქვს არაფრის,

ნუ გამომყვები,ვიცი,რომ ვერ მეტყვი "ნახვამდის"



კვალს აგირევ და თვალებში ჩამოთოვს ნაცრისფრად,

გაყინულ ქალაქში ბოლო დროს უზომოდ აცივდა.

მივყვები ტროტუარს,წვიმაში ქოლგების რიგია,

შენი დეპრესია ახლა მე ფეხებზე მკიდია...



ყვითელ შემოდგომას ოქროსფერ კულულებს ვუხამებ,

თვალებით ფიქრიანს ვატარებ ცის მუქლურჯ გუაშებს,

ნაფაზით ნაფაზში არავინ გაგიცვლის ამოსუნთქვას,

ჩემს ტუჩებს შენი კოცნის გემო გაუხუნდათ.



ჩამოვშლი დალალებს,ვიცეკვებ ოქროსფერ მირაჟში,

ფიქრიან წერილებს აგარ დაგიტოვებ წვიმაში,

მე უკვე ვაკავებ მოწოლილს, ვენებში ტკივილებს

ვიცი,რომ მოხვალ და ვიცი,რომ არასდროს მიგიღებ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს