ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირენ_
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2010


ის!

მისი თითები  ჩემს მაჯებზე იარებს ფარავს,
იარებს,რომლის განკურნება იქნება ძნელი.
მე შენ გივიწყებ მისი გრძნობა ისე დიდია
და აღარ გელი...

მას ხელისგულზე ვუზივარ და სუნთქვად ვუღირვარ,
ჩემი ღიმილი შობის დილას ახსენებს თურმე,
ატმის ყვავილებს თმაზე მაყრის
და ამ დროს მინდა უბრალოდ ვდუმდე...

მაგრამ ხანდახან მის თვალებში შენს თვალებს ვხედავ,
მისი თითები მომაგონებს შენს ნატიფ თითებს,
ო,როგორ მინდა,რომ იცოდე რარიგად მინდა
უსაზღვროდ მძულდე!

მისი თითები ჩემს მაჯებზე იარებს ფარავს,
შემომხედავს და ოცნებებით მევსება სული,
მის გვერდით ყველა ჩემი წუთი სიყვარულს ქარგავს
და მაინც ამ დროს ჩემს ოცნებებს ისევ შენ გჩუქნი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები