ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2010


ნათლიას

ტაძარში ფრესკებს სწვდებოდა ლოცვა,
სანთლებს სურვილები მიჰქონდათ ღმერთთან,
ანგელოზები ხარობდნენ ცაში,
თქვენ კი იყავით სულ ახლოს ჩემთან.

უფლის ნებით და ლოცვა-კურთხევით
კათაკმეველი მომნათლეთ იმ დღეს,
მღვდლისგან წასმული მირონის მადლი,
თქვენი წყალობით, დღევანდლამდე მსდევს.

თავად მორწმუნემ მასწავლეთ მრწამსი
და მომაქციეთ ურჯულო რჯულზე,
წყალში ნავლები ოქროს ჯვრის სახით
რწმენა უფლისა დამკიდეთ გულზე.

თქვენ მიმაახლეთ წმინდა ბარძიმთან,
რისგანაც შევსი “წყარო ცხოვრების”,
გმადლობთ, რომ ჩემი ნათლია გახდით
და წინამძღოლი სულის ცხონების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები