თურქების მიერ მიტაცებულ კუთხე-მხარეში ისლამმა ქართველთ გვარტომობა მკვეთრად დაღარა, აქ ეკლესიას, სამწუხაროდ, ჰქვია ქილისე, “ენა გურჯისა” ზოგს ახსოვს და ზოგს კი აღარა.
თვით ლაზისტანის საფაშოსის დედაქალაქში მუთასარიფი ფეხმორთხმული ლაღად წინ მიზის. პერანგას ქედით გარშემოკრულ, ზღვის ნაპირიან, ბათომში ოქროს ფულს სახელად ჰქვია ყირმიზი.
ტაძრებთან ზოგი მაინც რწმენით, ლოცვებით მიდის, მაგრამ ქართველთა ტკივილები ვერ მორჩენილა. ბეგის ქორწილში ხმამაღალი მაყრული მესმის, კვერცხის შეღებვაც სააღდგომოდ შემორჩენილა.
ძველ სოფელ სხალთას, სხალთისწყალის სათავეებთან, ხირხათის ციხე გადმოჰყურებს ბინდსა თუ სისხამს. სახელი სხალთა, უფრო სწორად, სახელი მსხალთა, შეურქმევიათ, რადგანაც ტყე ტკბილ მსხალსო ისხამს.
რუხი პორფირით აშენებულ სხალთის ტაძარში ეკვდერის ლამაზ არაბესკებს აკლიათ მოვლა. ურჯულო თურქებს უქცევიათ როცა მეჩეთად, ზემოდან ვარდნილ ქვებს მოუკლავს აქ სამი მოლა.
ქრისტიანობის ჩამორღვევით, ფეხით გათელვით, მუსულმანებმა ქართველების სული დაღალა. აქ ეკლესიას, სამწუხაროდ, ჰქვია ქილისე, “ენა გურჯისა” ზოგს ახსოვს და ზოგს კი აღარა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. ჩავასწორე :) ჩავასწორე :)
30. თემა მტკივნეულია, მგარამ ლექსი-სუსტი.
თემა მტკივნეულია, მგარამ ლექსი-სუსტი.
29. ეკლესიას აჭარულად კი არ ჰქვია "ქილისე", არამედ თურქულად.... ცოტა გადახედე და ხელი შავლე ნაწერს. არც ენის დავიწყების პრობლემა ყოფილა აჭარაში, ამასაც გაჰკარი ცოტა ხელი.... ცოტაც კორექტურებს მიხედე. ეკლესიას აჭარულად კი არ ჰქვია "ქილისე", არამედ თურქულად.... ცოტა გადახედე და ხელი შავლე ნაწერს. არც ენის დავიწყების პრობლემა ყოფილა აჭარაში, ამასაც გაჰკარი ცოტა ხელი.... ცოტაც კორექტურებს მიხედე.
28. გაიხარე მაკა,კარგი გოგო ხარ 5 გაიხარე მაკა,კარგი გოგო ხარ 5
27. -კარგი ლექსია! -კარგი ლექსია!
26. arachveulebrivi brdzandebit, arachveulebrivad wert da xatavt :) arachveulebrivi brdzandebit, arachveulebrivad wert da xatavt :)
25. ყველას უღრმეს მადლობას გიხდით თბილი სიტყვებისთვის :)
ქილისე-ეკლესია(თურქ.) ყველას უღრმეს მადლობას გიხდით თბილი სიტყვებისთვის :)
ქილისე-ეკლესია(თურქ.)
24. მიმაჩნია, რომ როცა ადამიანი ისტორიული ჟანრის ლექსს წერს, მან ისტორიული წყაროები უნდა მოიშველიოს... ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით უნდა ააგოს ნაწარმოები.
მაკა, იქნებ მოგეყვანა ''ქილისე'' - ს განმარტება, რომ მერე სადაო არ გახდეს ეკლესიას ჰქვია ''ქილისე'' თუ არა.
მიმაჩნია, რომ როცა ადამიანი ისტორიული ჟანრის ლექსს წერს, მან ისტორიული წყაროები უნდა მოიშველიოს... ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით უნდა ააგოს ნაწარმოები.
მაკა, იქნებ მოგეყვანა ``ქილისე`` - ს განმარტება, რომ მერე სადაო არ გახდეს ეკლესიას ჰქვია ``ქილისე`` თუ არა.
23. გილოცავ დაბადების დღეს! იმრავალჟამიერე! გილოცავ დაბადების დღეს! იმრავალჟამიერე!
22. პოეტურად გადმოცემული ისტორია. ძალიან კარგია. 555
მეც გილოცავ, მაკა... :) პოეტურად გადმოცემული ისტორია. ძალიან კარგია. 555
მეც გილოცავ, მაკა... :)
21. გილოცავთ და
5 :) გილოცავთ და
5 :)
20. ქრისტიანობის ჩამორღვევით, ფეხით გათელვით, მუსულმანებმა ქართველების სული დაღალა.
თუ ახალბედა ავტორი ხარ, წარმატებები მისურვებია...ბევრნაირი აცდენებია ამ ლექსში, მახტვრულიც და შიაარსობრივიც...არ მიდა შენიშვნებით გამოსვლა... ბოლო სტროფი ლამაზი სტრიქონებია, მაგრამ აზრობრივად შეუსაბამოა. ქრისტიანობის ჩამორღვევით, ფეხით გათელვით, მუსულმანებმა ქართველების სული დაღალა.
თუ ახალბედა ავტორი ხარ, წარმატებები მისურვებია...ბევრნაირი აცდენებია ამ ლექსში, მახტვრულიც და შიაარსობრივიც...არ მიდა შენიშვნებით გამოსვლა... ბოლო სტროფი ლამაზი სტრიქონებია, მაგრამ აზრობრივად შეუსაბამოა.
19. ეკლესიას არ ჰქვია ქილისე. ეკლესიას არ ჰქვია ქილისე.
18. მიყვარს ამ თემაზე... როის ლექსები...:) მაკა, კარგი ლექსია ძალიან...55555 მიყვარს ამ თემაზე... როის ლექსები...:) მაკა, კარგი ლექსია ძალიან...55555
17. და კიდევ მინდა ვუთხრა ფლეშს, რომ ლექსი მთლიანად ისტორიულ წყაროზე დაყრდნობითაა დაწერილი :) კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სწორი შენიშვნისთვის :) და კიდევ მინდა ვუთხრა ფლეშს, რომ ლექსი მთლიანად ისტორიულ წყაროზე დაყრდნობითაა დაწერილი :) კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სწორი შენიშვნისთვის :)
16. ყოჩაღი მაკა :-* +2 ყოჩაღი მაკა :-* +2
15. გინდ ისე გინდ ასე ლექსი არ მომწონს. აჭარაზე უკეთესი ლექსია საჭირო, მაინც მადლობა ავტორს :) გინდ ისე გინდ ასე ლექსი არ მომწონს. აჭარაზე უკეთესი ლექსია საჭირო, მაინც მადლობა ავტორს :)
14. ფლეშ, დიდი მადლობა შენიშვნისთვის. სიტყვა "ქილისე" ნამდვილად თურქულია, მაგრამ XIX საუკუნეში ის იმდენად იყო გამჯდარი აჭარლების ლექსიკაში, რომ აჭარულ სიტყვად მოვიხსენიე. ფლეშ, დიდი მადლობა შენიშვნისთვის. სიტყვა "ქილისე" ნამდვილად თურქულია, მაგრამ XIX საუკუნეში ის იმდენად იყო გამჯდარი აჭარლების ლექსიკაში, რომ აჭარულ სიტყვად მოვიხსენიე.
13. მტკივნეულია,მძიმე და როგორც ზევით აღნიშნეს,კარგი გამოვიდა.
555 მტკივნეულია,მძიმე და როგორც ზევით აღნიშნეს,კარგი გამოვიდა.
555
12. უღრმესი მადლობა, ჩემო ძალიან კარგებო, თბილი სიტყვებისთვის :) ყველანი მიყვარხართ :) უღრმესი მადლობა, ჩემო ძალიან კარგებო, თბილი სიტყვებისთვის :) ყველანი მიყვარხართ :)
11. მეგონა გაასწორებდა ავტორი. ქილისე თურქული სიტყვაა. და თუ ავტორი აჭარასა და თურქეთს ერთმანეთთან აიგივებს, მაშინ დილეტანტობასთან გვქონია საქმე, სხვა აღარაფერი რომ ვთქვათ. მეგონა გაასწორებდა ავტორი. ქილისე თურქული სიტყვაა. და თუ ავტორი აჭარასა და თურქეთს ერთმანეთთან აიგივებს, მაშინ დილეტანტობასთან გვქონია საქმე, სხვა აღარაფერი რომ ვთქვათ.
10. რა ლამაზი ლექსით მობრძანებულხარ საკუთარ დაბადების დღეზე :) :-* აქაც გილოცააააააააააავ !!!!!!!!! :-* რა ლამაზი ლექსით მობრძანებულხარ საკუთარ დაბადების დღეზე :) :-* აქაც გილოცააააააააააავ !!!!!!!!! :-*
9. +555 გაგახაროს უფალმა! +555 გაგახაროს უფალმა!
8. მტკივნეულ თემას შეხებიხარ მაკა, ნამდვილად გამოგივიდა. წარმატებები:) მტკივნეულ თემას შეხებიხარ მაკა, ნამდვილად გამოგივიდა. წარმატებები:)
7. ქრისტიანობის ჩამორღვევით, ფეხით გათელვით, მუსულმანებმა ქართველების სული დაღალა. აქ ეკლესიას აჭარულად ჰქვია ქილისე, “ენა გურჯისა” ზოგს ახსოვს და ზოგს კი აღარა.
მტკივნეულია და საჭირო ამ ყველაფრის შეხსენება, მადლობა თქვენ და წარმატებები + + + ქრისტიანობის ჩამორღვევით, ფეხით გათელვით, მუსულმანებმა ქართველების სული დაღალა. აქ ეკლესიას აჭარულად ჰქვია ქილისე, “ენა გურჯისა” ზოგს ახსოვს და ზოგს კი აღარა.
მტკივნეულია და საჭირო ამ ყველაფრის შეხსენება, მადლობა თქვენ და წარმატებები + + +
6. ძალიან კარგია, მაკა! +5!!! ძალიან კარგია, მაკა! +5!!!
5. მომეწონა+777 მომეწონა+777
4. დღეს აჭარა რომ საქართველოს შემადგენლობაშია ეს ჰეიდარ აბაშიძის დამსახურებაა! ოთარ რურუა ??????????
დღეს აჭარა რომ საქართველოს შემადგენლობაშია ეს ჰეიდარ აბაშიძის დამსახურებაა! ოთარ რურუა ??????????
3. ქრისტიანობის ჩამორღვევით, ფეხით გათელვით, მუსულმანებმა ქართველების სული დაღალა. აქ ეკლესიას აჭარულად ჰქვია ქილისე, “ენა გურჯისა” ზოგს ახსოვს და ზოგს კი აღარა.
სამწუხარო რეალობაა!
არაბებს 4 საუკუნის განმავლობაში ეპყრათ თბილისი, სანამ დავით აღმაშენებელმა არ გაანთავისუფლა იგი არაბთა ბატონობისაგან!
რაც შეეხება აჭარას, დღეს აჭარა რომ საქართველოს შემადგენლობაშია ეს ჰეიდარ აბაშიძის დამსახურებაა!
მეოცე საუკუნის 40-იან წლებში თურქი მესხების გადასახლების პროცესი დაიწყო. ქართველებს აფრთხილებდნენ რომ ეთქვათ იგი ქრისტიანი იყო, და არა მუსულმანი. ერთმა ქართველმა გვარად აბაშიძემ რის ქრისტიანი, მე მუსულმანი ვარო, ჩემი სამშობლო თურქეთიაო. ეს ქართველი თუ არ ვცდები დახვრიტეს. ცნობილი პოეტი-ფრიდონ ხალვაში მუსულმანი ყოფილა და 1998 წელს გაქრისტიანებულა. ილია მეორემ მოაქცია იგი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ეს ბატონი ფრიდონის სურვილიც ყოფილა! დავით აღმაშენებლის საქართველოში მუსულმანსაც ისე ეპრობოდნენ, როგორც ქრისტიანებს. დავითი ყველა რელიგიას პატივს სცემდა! ასეთი იყო ქართველი!
5555555555555555555555555555555555555555555
ქრისტიანობის ჩამორღვევით, ფეხით გათელვით, მუსულმანებმა ქართველების სული დაღალა. აქ ეკლესიას აჭარულად ჰქვია ქილისე, “ენა გურჯისა” ზოგს ახსოვს და ზოგს კი აღარა.
სამწუხარო რეალობაა!
არაბებს 4 საუკუნის განმავლობაში ეპყრათ თბილისი, სანამ დავით აღმაშენებელმა არ გაანთავისუფლა იგი არაბთა ბატონობისაგან!
რაც შეეხება აჭარას, დღეს აჭარა რომ საქართველოს შემადგენლობაშია ეს ჰეიდარ აბაშიძის დამსახურებაა!
მეოცე საუკუნის 40-იან წლებში თურქი მესხების გადასახლების პროცესი დაიწყო. ქართველებს აფრთხილებდნენ რომ ეთქვათ იგი ქრისტიანი იყო, და არა მუსულმანი. ერთმა ქართველმა გვარად აბაშიძემ რის ქრისტიანი, მე მუსულმანი ვარო, ჩემი სამშობლო თურქეთიაო. ეს ქართველი თუ არ ვცდები დახვრიტეს. ცნობილი პოეტი-ფრიდონ ხალვაში მუსულმანი ყოფილა და 1998 წელს გაქრისტიანებულა. ილია მეორემ მოაქცია იგი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ეს ბატონი ფრიდონის სურვილიც ყოფილა! დავით აღმაშენებლის საქართველოში მუსულმანსაც ისე ეპრობოდნენ, როგორც ქრისტიანებს. დავითი ყველა რელიგიას პატივს სცემდა! ასეთი იყო ქართველი!
5555555555555555555555555555555555555555555
2. აქ ეკლესიას აჭარულად ჰქვია ქილისე ???????????? აქ ეკლესიას აჭარულად ჰქვია ქილისე ????????????
1. ქრისტიანობის ჩამორღვევით, ფეხით გათელვით, მუსულმანებმა ქართველების სული დაღალა. აქ ეკლესიას აჭარულად ჰქვია ქილისე, “ენა გურჯისა” ზოგს ახსოვს და ზოგს კი აღარა.
დიდი მადლობა ამ ლექსისთვის ავტორს...... ქრისტიანობის ჩამორღვევით, ფეხით გათელვით, მუსულმანებმა ქართველების სული დაღალა. აქ ეკლესიას აჭარულად ჰქვია ქილისე, “ენა გურჯისა” ზოგს ახსოვს და ზოგს კი აღარა.
დიდი მადლობა ამ ლექსისთვის ავტორს......
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|