ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: საბავშვო
23 ნოემბერი, 2010


ელისაბედ

ელისაბედ, ელისაბედ,
შენგან ველით ახალ ამბებს,
გათენდება, ლაპარაკობ,
დაღამდება, დაქაქანებ.

გვსაყვედურობ დღეში ათჯერ:
"არ გიყვარვართ, ხმას არა მცემთ",
რაღა გითხრათ, ქალბატონო,
არაქათი გაგვაცალე!

სხვების ნაცვლად ყველა კითხვას
შენ პასუხობ, სხაპასხუპობ,
სკოლიდანაც გვირეკავენ,
"იქნებ ბავშვი გააჩუმოთ".

ამასწინათ ნაჩუქარი
თუთიყუშიც დაამუნჯე,
სიტყვის თქმა რომ დააპირა,
დაასწარი, გააბრუე.

ახლა ზის და დაქანცული
შენგან ისმენს ქვეყნის ამბებს,
ძლივსღა ამბობს: "ლაპრაკი
დამაცადე, ელისაბედ!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები