ჩარლი მეთევზე იყო,ოკეანის პირას ცხოვრობდა და ზოგჯერ ლექსებსაც წერდა. ოცნება წიგნი რომ გამოეშვა ჯერჯერობით აუხდენელი რჩებოდა.თავისი ძველი ნავით ხშირად გადიოდა ზღვაში და თევზაობდა,დაჭერილ თევზს ყიდდა და ფულს აგროვებდა წიგნის გამოსაშვებად.ღამღამობით თავისი სახლის ვერანდაზე ქანქარა სავარძელში იჯდა მუხლებზე პლედგადაფარებული,ზღვას უყურებდა და რომს წრუპავდა. ხშირად ახსენდებოდა მამამისი, სამართლიანი,ახოვანი მეზღვაური,რომელსაც სამართლიანი ჩხუბი იზიდავდა. მერე მამა ზღვამ წაართვა.. ჩარლის ოჯახი არ ჰყავდა, ვერ შეეგუა ცოლს და გაშორდა,შვილი არ ჰყოლიათ,თუმცა ჩარლი შვილზე სულ ოცნებობდა. “ როცა ჩემი წიგნის ჰონორარს ავიღებ,დუბლინში წავალ,მომენატრა იქაურობა, სემსაც ვინახულებ.”გაიფიქრა ჩარლიმ,სემ ტატუმი მისი ბავშვობის მეგობარი დიდი ხნის წინ დასახლდა დუბლინში,როცა იქაური გოგო შეირთო. ჩარლი წამოდგა,გაიზმორა და სახლს გახედა, დაეზარა შესვლა ცარიელ სახლში,მაინც მივიდა თავის საწოლამდე... ჩარლიმ თავის ძველ ნავს ბოლო ფუნჯი საღებავიც წაუსვა და სახლს მიაშურა,”წავალ რედაქციაში, რა იცი რა ხდება” გაიფიქრა ჩარლიმ, საგარეო ტანსაცმელი ჩაიცვა და ქალაქისკენ წავიდა,რედაქციაში მისულს ცოტა არ იყო ეუცხოვა რედაქციის მუშების მოწიწებული სალამი,რედაქტორის კაბინეტთან შეყოვდა და გაუბედავად დააკაკუნა, “მობრძანდით”გაისმა კარს იქიდან მამაკაცის ბოხი ხმა,ჩარლიმ კარი გაუბედავად შეაღო,ნაცნობი რედაქტორი სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და ჩარლის მივარდა.”ჩარლ ჩემო მეგობარო,ეს-ესაა კაცი გამოვაგზავნე შენთან, გილოცავ”. ჩარლი გაოცებული შეაჩერდა რედაქტორს,ვერ გაეგო რა მოხდა. “წიგნი ჩარლ,შენი წიგნი დააფინანსეს,და მთელი ტირაჟიც წინასწარ შეისყიდეს,რომ იცოდე ვინ? გრაფმა მილნერმა ჩარლ, ბედი გქონია,დიდი ფული იშოვე, იმედია ჩვენს რედაქციას არ დაივიწყებ როცა სახელოვანი კაცი გახდები ჩარლ”-თითქმის ემუდარებოდა რედაქტორი. ჩარლმა კარი გამოაღო და რედაქციიდან თითქმის სირბილით წამოვიდა, თავის სახლს მიაშურა და თავის ქანქარა სავარძელში თითქმის გულწასული ჩაესვენა. დუბლინი,დუბლინი, რეკდა თავში ზარივით.მალე წავალ,ჯანდაბას აქაურობა..
ჩარლიმ ბანკში ფული აიღო თუ არა მაშინვე გასამგზავრებლად მზადებას შეუდგა,ყველაფერი ჩაალაგა და ეტლიც გამოიძახა. ეტლის მოსვლამდე გულმა სანაპიროსკენ გაუწია, სანაპიროზე თავისი პირქვედამხობილი ძველი ნავი ელოდებოდა, “მშვიდობით მეგობარო” გაიფიქრა ჩარლიმ და თვალები აუცრემლიანდა “ბევრჯერ გადაგირჩენივარ ტალღებთან ბრძოლაში,მე კი ასე უპატრონოდ გტოვებ”. - ხმამაღლა ელაპარაკებოდა ჩარლი ნავს. -რატომ ტირით ძია?-შემოესმა ჩარლის უცებ.გაკვირვებით მოიხედა და გაოცებით შეათვალიერა მის წინ მდგომი ჩამოძონძილი ათიოდე წლის ბიჭუნა, რომელიც გაკვირვებული შესცქეროდა მოტირალ კაცს. -ვინა ხარ ბიჭო?აქ საიდან? ადრე არასოდეს შემიმჩნევიხარ!- კითხვას კითხვითვე უპასუხა ჩარლიმ. -ადრე ვერც მნახავდით ძია,მე კენტუკის უპატრონო ბავშვთა სახლიდან გამოვიპარე. იქ გვშიოდა, მე ქურდობა დამაბრალეს და გამოვიპარე!-ბავშვიც ცრემლიანი თვალებით ლაპარაკობდა.ჩარლის გული დაეწვა. “ბავშვებს შიათ,მე კი ცხოვრებას ვიწყობ” - თითქოს შერცხვა,ბიჭუნას მხარზე ხელი მოხვია და ჩაიხუტა. -რა გქვია?-ჰკითხა ჩარლიმ ბიჭუნას. -ჯეკ ბრაუნი, ძია!-უპასუხა ბიჭუნამ. ჩარლიმ ბიჭუნა ხელში აიტაცა და ჩქარი ნაბიჯით გაემართა თავისი სახლისაკენ. ეტლი უკვე მოსულიყო,ბიჭუნა ეტლში ჩასვა,თვითონ სახლში შეირბინა და მალე ხელში პატარა ჩანთით გამოვიდა,ბიჭუნას მიუჯდა და მეეტლეს გასძახა: კენტუკისაკენ!..
დუბლინში ცნობილი პოეტი ცხოვრობდა,რომელიც ბავშვთა სახლებს ყოველწლიურად ძალიან დიდ ფულს ურიცხავდა,მას შვილი ჰყავდა, რომელსაც ჯეკ ბრაუნი ერქვა.პოეტი ხშირად ზღვაზე და თავის ძველ ნავზე ოცნებობდა... ჩარლი მეთევზე იყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ძალიან მინდა დიმა ბახუტაშვილს მივმართო ლიტ.ჯეზე გაკეთებული კომენტარის გამო,მაინტერესებს რატო ვერ ამართლებს ეს ნაწარმოები ჟანრს... ძალიან მინდა დიმა ბახუტაშვილს მივმართო ლიტ.ჯეზე გაკეთებული კომენტარის გამო,მაინტერესებს რატო ვერ ამართლებს ეს ნაწარმოები ჟანრს...
27. მანამდე ჩემკენ შემოიარე, ნახე რა მაგარ რამებს ვწერ ქალებზე! მანამდე ჩემკენ შემოიარე, ნახე რა მაგარ რამებს ვწერ ქალებზე!
25. "ქანქარა სავარძლის, კუბოკრულ პლედის და თამბაქოს" კარგი. მგონია რომ მაგარა რამეებს დაწერ შენ, როცა "პროზაული" ასაკი დაგიდგება... "ქანქარა სავარძლის, კუბოკრულ პლედის და თამბაქოს" კარგი. მგონია რომ მაგარა რამეებს დაწერ შენ, როცა "პროზაული" ასაკი დაგიდგება...
24. ღამღამობით თავისი სახლის ვერანდაზე ქანქარა სავარძელში იჯდა მუხლებზე პლედგადაფარებული,ზღვას უყურებდა
მეც მინდა ასე....ზღვასთან, მოქანავე სავარძელში ვიჯდე.... :) სითბოთი სავსეა ეს პატარა მოთხრობა.. ღამღამობით თავისი სახლის ვერანდაზე ქანქარა სავარძელში იჯდა მუხლებზე პლედგადაფარებული,ზღვას უყურებდა
მეც მინდა ასე....ზღვასთან, მოქანავე სავარძელში ვიჯდე.... :) სითბოთი სავსეა ეს პატარა მოთხრობა..
23. :)) არა! მითს! :)) არა! მითს!
22. 20. ლოგიკური ნაწილი:
თუ
ჩარლი ეძღვნება (გიო საჯაიას)
და
ანტუანი (ბექა ახალაიას)
ვის ეძღვნება -
ფანტომასი? - ( )
ჩაწერეთ თქვენი მოსაზრება.
წამზომი ჩაირთო... ADOLF KOMUNIST. 2010-11-28 00:38:03
ალბათ დათო ჭანტურიას...:)) 20. ლოგიკური ნაწილი:
თუ
ჩარლი ეძღვნება (გიო საჯაიას)
და
ანტუანი (ბექა ახალაიას)
ვის ეძღვნება -
ფანტომასი? - ( )
ჩაწერეთ თქვენი მოსაზრება.
წამზომი ჩაირთო... ADOLF KOMUNIST. 2010-11-28 00:38:03
ალბათ დათო ჭანტურიას...:))
21. 55555555555 55555555555
20. ლოგიკური ნაწილი:
თუ
ჩარლი ეძღვნება (გიო საჯაიას)
და
ანტუანი (ბექა ახალაიას)
ვის ეძღვნება -
ფანტომასი? - ( )
ჩაწერეთ თქვენი მოსაზრება.
წამზომი ჩაირთო... ლოგიკური ნაწილი:
თუ
ჩარლი ეძღვნება (გიო საჯაიას)
და
ანტუანი (ბექა ახალაიას)
ვის ეძღვნება -
ფანტომასი? - ( )
ჩაწერეთ თქვენი მოსაზრება.
წამზომი ჩაირთო...
19. :) კეთილი ნაწერია.მომწონს :) :) კეთილი ნაწერია.მომწონს :)
18. მე მიყვარს ეს მოთხრობა.
ამო:-*
მე მიყვარს ეს მოთხრობა.
ამო:-*
15. იცი, რომ ვიცი მე ეს ნაწერი და იცი, რომ მაგრად მომწონს ყარდაშ!
5! იცი, რომ ვიცი მე ეს ნაწერი და იცი, რომ მაგრად მომწონს ყარდაშ!
5!
14. კარგი ნაწერია ძალიან, კარგი ხარ ირაკლი :) კარგი ნაწერია ძალიან, კარგი ხარ ირაკლი :)
13. ძალიან თბილია ირა,მაგარი ხარ +++++++++ ძალიან თბილია ირა,მაგარი ხარ +++++++++
12. ასე მგონია კარგი ინგლისური ნოველა წავიკითხე, მომეწონა, წარმატებები ასე მგონია კარგი ინგლისური ნოველა წავიკითხე, მომეწონა, წარმატებები
11. ირაკლი ჯიგრიანი კაცი და პოეტია! 5 ირაკლი ჯიგრიანი კაცი და პოეტია! 5
9. კარგი ხარ, იკა! :) 5 კარგი ხარ, იკა! :) 5
8. მევასა ეს ნაწერი მე მევასა ეს ნაწერი მე
7. რევოლუციონერო, ყოჩაღ!!! გაიხარე შენა!!! რევოლუციონერო, ყოჩაღ!!! გაიხარე შენა!!!
6. აუ. რა კაია. ჯეკ ბრაუნი და ჩარლი:)
აუ. რა კაია. ჯეკ ბრაუნი და ჩარლი:)
5. რა თბილი და კეთილი ნაწერია!+2 რა თბილი და კეთილი ნაწერია!+2
4. მაგარია ძალიან. საღოლ .
მოვიდა ... ! მაგარია ძალიან. საღოლ .
მოვიდა ... !
3. ღამღამობით თავისი სახლის ვერანდაზე ქანქარა სავარძელში იჯდა მუხლებზე პლედგადაფარებული,ზღვას უყურებდა :) ეს ჩემი ოცნებააააა :))))
უთბილესი ნაწერია მართლაც :) :-* 55555! ღამღამობით თავისი სახლის ვერანდაზე ქანქარა სავარძელში იჯდა მუხლებზე პლედგადაფარებული,ზღვას უყურებდა :) ეს ჩემი ოცნებააააა :))))
უთბილესი ნაწერია მართლაც :) :-* 55555!
2. “...ბავშვებს შიათ,მე კი ცხოვრებას ვიწყობ...” ნეტავ სხვა ცხოვრებამოწყობილები და ჯიბესავსენიც ამჩნევდნენ მათ, ვისაც დახმარება სჭირდებათ!
მომეწონა! “...ბავშვებს შიათ,მე კი ცხოვრებას ვიწყობ...” ნეტავ სხვა ცხოვრებამოწყობილები და ჯიბესავსენიც ამჩნევდნენ მათ, ვისაც დახმარება სჭირდებათ!
მომეწონა!
1. მომეწონა ეს ძალიან... თბილია... 5555 მომეწონა ეს ძალიან... თბილია... 5555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|