ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2010


ერთი შეკითხვა

საპროტესტო ფრაზით მუყაოს პლაკატზე,
დგას პარლამენტის წინ, მარტოხელა მოხუცი კაცი.
გამვლელები ჩუმად უღიმიან მოხუც პროტესტანტს და აქეთ-იქით აცეცებენ სევდიან თვალებს.
”მალადეც ბიძაჩემო!” - მხარზე უთათუნებს ხელს მოხუცს, ახლაგაზრდა, ცალფეხა ვეტერანი.
კუშტად შეჰყურებს პარლამენტის პრიალა მინებს მოხუცი. არაფერი არ ჩანს დაბურული მინების მიღმა.
მიკეტილ ფანჯარასთან, სიგარეტს ეწევა, სუფთად გაპარსული ვიცე-სპიკერი.

”ნეტავ კიდევ რამდენ ხანს გავძლებ ასე?” - კითხულობს მოხუცი და დაჰყურებს თავის ძველ ჩექმებს.
”ნეტავ კიდევ რამდენ ხანს გავძლებ ასე?” - კითხულობს სუფთად გაპარსული ვიცე-სპიკერი და ფრთხილად უცქერს, გამოცდილი თვალით, წითელხალიჩიან, სუფთა კორიდორს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები