ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: იუმორისტული
14 დეკემბერი, 2010


ხბოტოციკლეტი

ხბოტოციკლეტში ვჯდები მეც ახლა და ჩემთან ერთად ჩავსვი ზღაჩვი და
თან მომაქვს საგზლად ერთი კალათი წითელ-ყვითელი მწიფე მსხაშლების,
მივდივართ გზაზე თვალცრემლიანი გვემშვიდობება მამა მაჩვი და
დედა ზღარბია განშორებისგან ნერვიულობით ძვლებში დაშლილი.

ხბოტოციკლეტი თრთის და გუგუნებს,გვინჯღრევს მუცლებში ჩაყრილ ნაწლავებს,
მივქრივართ გზაზე თითქოს არსაით,და გაშლილი გვაქვს თეთრი აფრები,
ო! რა კარგია ქროლა გიჟმაჟი,ელინა იშლის ქარში ნაწნავებს,
მე კი გიყვირით ახლა მთელი ხმით,იქნებ მომიყვეთ ზღაჩვის ზრაპრები?

ო! მიგვაქროლებს ლურჯი ციკლეტი ზმუილ-ზმუილით მწიფე ყანაში,
აზრი აღარ აქვს და ამიტომაც ვიხსნით სახიდან აირწინაღებს,
ქარი,ქარი ჰქრის და სუნსაც ფანტავს წინდებისას თუ იქნებ ანაშის?
ხბოტოციკლეტი მიჰქრის ყანაში,ხბოტოციკლეტი მიჰქრის ყანაში....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს