ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დადო
ჟანრი: პროზა
25 აგვისტო, 2008


წერილი რომელიც შენამდე არ მოვა

საღამო მშვიდობის, ეს ღამეც უშენოდ თენდება. ჩვენშორის ზღვარია. კედელი რომელიც ერთმანეთის დავიწყებას გვაიძულებს... მე მაინც მახსოვს. მახსოვს ყველაფრი რისი დავიწყებაც მსურდა. მახსოვს ღიმილი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. მახსოვს თვალები რომელიც ჩვენზე მიყვებოდა. მთვარეც მახსოვს. მთვარე რომელიც ჩემს ერთადერთ მეგობრად ავირჩიე, რომრლსაც ყველა ჩემს საიდუმლოს ვანდობდი. ის ჩემი ერთგული იყო, მაგრამ ახლა აღარსად ჩანს. მაშინ გაქრა როდესაც ყველაზე მეტად მჭირდება მისი თანადგომა. მიღალატა. ღალატი... იქნებ სჯობდეს მარტოსული ვიყო. მარტოსულს ხომ ვერავინ ვერ უღალატებს? ხოდა მარტოსული ვარ. აღარ მაშინებს იმაზე ფიქრი რომ ოდესმე ვინმე გულს მატკენს.
დავთვრები. მუზას სასმელში ჩავახრჩობ, მაგრამ როგორც სიკვდილმისჯილს მასაც მივცემ უკანასკნელი სიტყვის თქმის უფლებას... განაჩენი  გამოტანილია. მუზა უნდა მოკვდეს. ჩამოვახროთ! დავხვრიტოთ! ქვა ვესროლოთ!- გონებაში ათასი უცხო ხმა ისმის. მოდი ჩამოვახრჩოთ, მაგრამ ჯერ სიტყვის თქმა დავაცადოთ. მასაც ხომ აქვს უფლება, მასაც ხომ სტკივა, მასაც ხომ ახარებს რაღაც. ის შენზე მომიყვება. იმ გრძნობას გამახსენებს, რომელსაც სიყვარულს ეძახიან. იმ წამებს გამახსენებს როდესაც თავს ბედნიერად ვგრძნობდი, როდესაც ჩემი ცხოვრება გიწოდე, ჩემი... ჩემიც სხვისი გამხდარა.
და ავტირდები. ავტირდები როგორც ღმერთი უღმერთობაში დარწმუნებული...
სულ სხვებზე ვწერდი. ოდესმე ჩემზეც დაწერენ, მაგრამ ჩემზე დაწერილი მხოლოდ გაზეთის ბოლო გვედზე დაბეჭდილი ნეკროლოგით შემოიფარგლება.
სიკვდილი... ისე ახლოსაა გარადაცვალება, რომ სიცოცხლეზე ფიქრიც არ ღირს...
დილა მშვიდობის, ეს ღამეც უშენოდ გათენდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები