ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2011


ანუ (თათა-ს)

              (ექსპრომტი)   
       
დაიწყო ასე სიკვდილი დილამდე როდესაც,
ჩამოდგა თვალში სიბნელე, კარიდან გავედი ,
ციხის შიგნითაც ჩამოინგრა დროის გროტესკი,
გლობუსის ტრიალით შევცვალე გრძედი განედით.

სტერლინგის რაღაც ნატეხები ყრია მიწაზე,
მიტოვებული სახლივით, რომ ფასი არა აქვს,
გუშინდელი დღის ფანტაზია მაშინ ვიწამე,
რომ გავეკიდე აქლემების უხმო ქარავანს.

ლაბირინთების ხვეულები ჰგვანან ხასიათს,
როცა ახლოს ხარ ვემსგავსები უემოციოს,
როცა არა ხარ, ემოციას მეტი ფასი აქვს...
ანუ უთუოდ სიგერატი უნდა მოვწიო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები